«ცხოველთა ფერმა»

ორუელის წინასწარმეტყველებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ამიტომ ახლა ამაზე არ გავაკეთებ აქცენტს, თუმცა ვერც მთლად გვერდის ავლა გამომივა, რაკი «ცხოველთა ფერმაზე» ვაპირებ საუბარს.

როცა წიგნს იწყებ, ფიქრობ, რომ  აქ ნამდვილად ნაგულისხმევია ის სისხლიანი ეპოქა, ბოლშევიკებმა რომ დაუდეს სათავე. მაგალითად ფერმის მეპატრონის სახლის აღება იწვევს შენში ზამთრის სასახლის აღების ასოციაიცას. თუმცა, როცა ბოლოსკენ მიდიხარ, ხვდები, რომ ნახსენები სცენა სხვა უფრო ახალს, შენს თანამედროვესაც გახსენებს…

რევოლუციის სულის ჩამდგმელები, იდეის ავტორები, შემსრულებლები…

თავკაცი, რომელიც უკვე მიხრწნილობის ჟამს ტოვებს იდეას და შემდეგ ამა სოფელს. შემსრულებლები, რომლებიც მის ქალას აღმართავენ საპატიო ადგილას გარკვეულ დრომდე, თუმცა შემდეგ, როცა უკვე გადანაწილება ხდება ძალაუფლების, ამ ქალასაც იგივე ბედი ეწევა, რაც ბევრ ჩვენთვის ნაცნობ ძეგლს თუ სახელს…

ლოგიკურია ალბათ, რომ ჯანყის სათავეში ღორები არიან, რაც კიდევ ერთხელ გაჩვენებს სიმართლეს: არც ერთი რევოლუცია არ ხდება ხალხის კეთილდღეობისთვის. იდეები ფარსია, ტყუილი, თვალში ნაცრის შესაყრელად და მასის სამართავად მოგონილი. სინამდვილეში მიზანი ერთია: დაიკავონ იმის ადგილი, ვის დამხობასაც გეგმავენ.

მცნებები, რომლებსაც წერენ და მერე დროთა განმავლობაში ისე ცვლიან, რომ ვერც ვერავინ ხვდება და თუ ხვდება, ვერც იმჩნევს, მანიშნებელია იმის, რომ რევოლუციის თავკაცებს მესიანისტური ამბიციაც აქვთ.ტყუილად ხომ არ ჰყავთ თავიანთი მოსე, რომელიც აღთქმულ მიწაზე საუბრით ულაყებს აქ მცხოვრებთ ტვინს.

დროთა განმავლობაში თავკაცები ერთმანეთს დაერევიან.ესეც ხომ კანონზომიერია? ვინც იმარჯვებს, ის ხალხის მამაა და მარჩენალი, ვინც მარცხდება, ის ხალხის მტერი და ქვეყნის მოღალატე და ყველა უბედურება, რაც მოხდება, მის სახელს დაუკავშირდება.

მეპატრონის სახლი წესით მუზეუმი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რამდენიმე ხანში ვხედავთ, რომ იქ სწორედ ის ღორი სახლდება, ვინც წერდა იმ მცნებას, რომლის მიხედვითაც ცხოველი სახლში არ უნდა ცხოვრობდეს და არც ლოგინში უნდა ეძინოს. არადა თვითონ წარმატებით ნებივრობს ყოფილი პატრონის საწოლში.

ძალაუფლებას დაცვა სჭირდება და აჰა, ძაღლები, გაწვრთნილი ძაღლები, რომლებიც არავის დაინდობენ და გვამების გროვას დაახვავებენ ბოსის ფეხებთან…

ჩნდება პრივილეგიები, რომლებითაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ღორთა კასტა სარგებლობს და ამას ისე ეჩვევა ყველა. თითქოს ასეც უნდა იყოს და თითქოს ის რევოლუცია იმისთვის არ მოახდინეს, რომ ყველა თანასწორი ყოფილიყო.

დიადი მიზანი, რომელიც უნდა ჩასჩარო მასას და დააჯერო მის გენიალურობაში: წისქვილი, რომლიც არავინ იცის, რა იქნება და რა ხეირს მოიტანს, მაგრამ თავდაღუნულები შრომობენ და შესციცინებენ «ნათელ მომავალს».

პატიოსანი, მშრომელი «მებრძოლი»(ცხენია), რომელსაც გულუბრყვილოდ სჯერა ყველაფრის, წელებზე ფეხს იდგამს და კიდეც ეწირება ამ შრომას. არც ის იმედი უმართლდება, რომ დამსახურებულ პენსიაზე გაუშვებენ და სარჩო საკმარისად ექნება მუდამ. პენსიაზე გაშვების მაგივრად სასაკლაოზე ამგზავრებენ…

ძალიან შთამბეჭდავია სცენა, როცა დიდად პატივცემული ღორი თავისი ამალით მოდის და წინ მამალია, რომელიც ყივის და ყველას ამცნობს მის მოსვლას. ახალი მესია… მეორედ მოსვლა… საყვირი…

ფერმის მცხოვრებლები, რომლების სადღაც კი ხვდებიან , რომ მთლად კარგად ვერ არიან, მაგრამ ვეღარ იხსენებენ, ადრე უფრო ცუდად იყვნენ თუ ახლა, ამიტომაც ჩუმად არიან და ირწმუნებენ თავს, რომ ახლა არიან უკეთ…

ფინალში ვხედავთ ორ ფეხზე მოსიარულე ღორებს-ფერმის ბატონ-პატრონებს და მათთან ერთად მოქეიფე-ბანქოს მოთამაშე ადამიანებს. ამას ფერმის მცხოვრებნიც ხედავენ. კი, ებადებათ კითხვა, აკი ადამიანი მტერია და არ უნდა გაეკარო და აბა ესენი რატომ არიან მათთანო, მაგრამ ამასც ისე იღებენ, როგორც ყველაფერ დანარჩენს და ჩუმდებიან…

ფერმა კი ფერმად რჩება…

მოკლედ, ტრადიციულად უფრო ემოციებია ამ პოსტში, მაგრამ ალბათ სხვანაირად ვერც გამოვიდოდა. ეს წიგნი კიდევ ერთხელ დაგანახებთ, რომ ყველაზე დიდი რევოლუცია, რომელმაც სიკეთე შეიძლება მოგიტანოთ, აზროვნების რევოლუციაა, ყველა სხვა დანარჩენი ისევ თქვენს დასაბოლებლად და სამართავად არის მოგონილი…

წაიკითხეთ ორუელი… ბევრჯერ და ყველამ…

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

20 комментариев на ««ცხოველთა ფერმა»»

  1. აზროვნების რევოლუცია? განა ყველა ადამიანის თავში ყოველწამიერად რევოლუცია არაა? ანუ სრული ქაოსი … და რევოლუცია მოვაწყოთ იქ, სადაც პრობლემაა? თუ …

    „მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთა წინაშე ვდგევართ, შეუძლებელია გადაიჭრას აზროვნების იმავე დონით, რომელმაც ისინი შექმნა” ალბერტ აინშტაინი

  2. ალბათ აინშტაინს დავუჯეროთ 🙂

  3. მაგასაც მაგარი ქაოსი ჰქონდა თავში — ფარდობითობის თეორია თუნდაც … 🙂
    მაგრამ ხვდებოდა(ალბათ), რომ იმ აზროვნებით ვერ გავიდოდა ფონს რაშიც იყო … რამდენად გაერკვა საქმის არსში ეგ არ ვიცი ….

  4. რომ უნდოდა გარკვევა, ეგ უკვე გარკვევაა ისე 🙂

  5. მეც ახლახანს წავიკითხე (ის ლარად ნაყიდი წიგნი სავარაუდოდ 😀 ) და აღვფრთოვანდი ^^ ვერაფერს ვერ დავამატებ შენს ნაწერს 100, არა 1000%ით გეთანხმები

  6. ხო, კარგი კი არა და უკარგესი წიგნია, ალეგორიების დიდოსტატია 🙂

  7. 🙂 კი და სვობოდა რაბსტვო 🙂

  8. ამიტომაც არის «ცხოველთა ფერმა» უნივერსალური წიგნი — ერთი კონკრეტული მაგალითით არ შემოიფარგლება, მხოლოდ ერთი რევოლუციის ამბავს არ ჰყვება…

    დასკვნა აზროვნების რევოლუციაზე მომეწონა განსაკუთრებით — სადღაც მაქვს წაკითხული, სექსუალური რევოლუცია, პირველ რიგში, ტვინში უნდა მოხდესო. ჰოდა, აქაც ზუსტად ასეა.

  9. სიტყვა სექსუალობაზე უკვე მაჟრიალებს 🙂 .ახლა ბეგბედერს ვკითხულობ » რომანტიკულ ეგოისტს» და ზუსტად იგივე განწყობას ვხედავ. ამაზეც დავწერ აუცილებლად! ხო, გენიოსია ორუელი. და ისედაც, ყველაფერი ხომ აზროვნებიდან მოდის და იქ მიდის?..

  10. მშობლიურ ბლოგოსფეროს სამი დღეც რომ უყურო ზედიზედ, გაგაჟრიალებს და მეტსაც იზამს… ყველა ფროიდი, ფრომი და რაიხი აქ არის და აქტიურადაც წერს 🙂

  11. კი, ფაქტია და ვერ წაუხვალ ამას 🙂 გეგეშიძეს უწერია ერთგან, როცა სულიერება კვდება, იქ ადამიანები მხოლოდ მძორის გადარჩენაზე ფიქრობენო…

  12. რევოლუცია შეიძლება იყოს მენტალური..და თუ ეს მოხდება, შემდეგ ამას ყველაფერი თავისით მოჰყვება. .
    რევოლუცია ყოველ ადამიანში ხდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს შინგნით, შინაგან მეში 🙂

  13. რა თქმა უნდა, მაგრამ აბა ამას როდის გაიგებენ?

  14. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაგას ვერც ვერასდროს გაიგებენ :))

  15. გია:

    ხოო,ძალიან მომწონს ეს საიტი,რა გახსნილი სივრცეებია,თავისუფლების სიო უბერავს (ალბათ, ქარი უფრო)

  16. ეს ყველაზე კარგი შეფასებაა, უკეთესს ვერც ვისურვებდი :*

  17. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს წიგნი ამდენი წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას, უარესი კი ის, რომ ათწლეულების შემდეგაც ორუელის წიგნებზე ამგვარი პოსტები დაიწერება

  18. თუმცა ამიტომაცაა გენიალური მწერალი… სკამის მოსურნე ღორებს რა დალევს მსოფლიოში

  19. გია:

    ლარი ღირს წიგნი?

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s