დიალოგი

სექტემბერი მოვიდა და ტრადიციულად ვიწყებ ჩემს რეპეტიტორულ მოღვაწეობას. ველი მოსწავლეებს და ვემზადები შრომისთვის.

იმ დღეს ერთი დედა-შვილი მოვიდა. ტრადიციული ქართული დედა-შვილი. შვილი სრულ ფრუსტრაციაშია და დედა-დაძაბული და ერთობ მონდომებული.

ვსხდებით. ვცდილობ გავარკვიო, რა უნდა ამ გოგოს, სად უნდა და ასე შემდეგ. პასუხებს დედა მცემს. გოგო ერთობ სექსუალურად იყურება ფანჯარაში, ისწორებს თმას და აწვალებს დეკოლტეში ჩაკიდებულ ჯვარს.

ვგრძნობ, როგორ ვბრაზდები. ვიკრებ მოთმინებას და ვცდილობ ამოვათქმევინო რამე ამ ფლუიდების ტყვეობაში მყოფ არსებას. შენც არ მომიკვდე.

-სულ არ იცი, სად გინდა ჩაბარება?-უკვე თავს ძლივს ვიმაგრებ.

-აი აზრზე არ ვარ-თან ეღიმება. უკვე ხვდები, ვგრძნობ, რომ ამ გოგოს სადაც უნდა ჩაბარება და რისი კეთებაც უნდა, იმის უნივერსიტეტი არ არსებობს.

-არც ის იცი, აი ვთქვათ, რა გინდა რომ გამოხვიდე, რა პროფესია წარმოგიდგენია შენთვის შესაფერისად?-თან ხელებს ვუჭერ ერთმანეთს.

-აი აზრზე არ ვარ-და იცინის.

ვუყურებ თვალებში და ვხედავ დიიიდ ფალოსს.არა, სულ ტყუილად წარმოიდგინეთ ახლა, რომ ეს გოგონია თავისუფალი სექსუალური ცხოვრებისთვის იღწვის და იდაგება. კარგად რომ ჩააკვირდები, ამ ფალოსის მიღმა მის » არიელით» გარეცხილივით თვალებში მოჩანს ქმარი, სამზარეულო, მანქანა ქმრის და თუ გაუმართლა ამისაც, რომელიც ქმარმა უყიდა, ძიძა და შვილი, თვითონ უსაქმურ-უსასმსახურო და სალონებსა და დაქალებში მოსიარულე დილიდან დაღამებამდე საქმიანი სახით. ქართველი ქალი უნდა გათხოვდეს! ესაა მისი დანიშნულება! დაბადებიდანვე გენეტიკურ კოდში უდევს ეს და ღამღამობით მისი ეროტიკული ზმანებები აუცილებლად თეთრი კაბით და სერიალური ქორწილით სრულდება!

ჩემი ანგელოზური მოთმინება ილევა და ვიწყებ ღიმილით და ტონაუწევლად:

-ნუ შენ ახლა უკვე ის ასაკი გაქვს, რომ წესით კი უნდა ფიქრობდე მომავალზე. დედაშენმა რა იცის, შენ რა გინდა ან რა მოგწონს. ეგ შენ უნდა იცოდე და გადაწყვიტო. შენი ცხოვრებაა, დედაშენის ხომ არა? დავიჯერო, არასდროს გიფიქრია მომავალზე?

-აქ ისე გაიხედა გვერდით, რომ მივხვდი, უფიქრია და თან არაერთხელ და რომ ეს ფიქრი ზუსტად ემთხვევა იმას, რაც მე დავინახე წეღან მის თვალებში.

-მაშინ მოდი ასე გეტყვი. ახლა რომ წახვალ, აქ მოსვლამდე ხომაა დრო? ხოდა დაჯექი და იფიქრე. თუ შეამჩნევ, რომ მომავალი შენთვის მხოლოდ კაცია, ქმარი, შვილი და ოჯახური კერა, მაშინ მაგას მომზადება რად უნდა ან ჩაბარება?ისე ერთიცაა, აგერ დედაშენიცაა გათხოვილი და თვლი, რომ შემდგარი ქალია? ეგაა ქართველი ქალების შეცდომა თუ სისულელე. მარტო გათხოვება უნდათ და ეს ჰგონიათ ცხოვრების შენება. ის არ იციან, რომ პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდნენ. ესაა მთავარი და მერე გინდაც გათხოვდნენ, ამით არაფერი დააკლდება მათ პიროვნებას.მერე დადგებით და დაიწყებთ, კაცები პატივს არ გვცემენ და ასეო და ისეო. როგორ უნდა გცეს პატივი ვინმემ, თუ არაფერს არ წარმოადგენ? შენ თვითონ აძლევ უფლებას, ადვილად იყო აბუჩად ასაგდები და მერე იმაზე ბრაზობ? გათხოვება არის ესე იგი შანსი გარანტირებული მარჩენლის ხომ? და თუ მაინც სულ სხვის კისერზე უნდა იყო, რაღად გინდა სწავლა?

დედას გავხედე- სულ ცალ-ცალკე ახამხამებს თვალებს!

-მოკლედ ასე! დაჯექი და იფიქრე, კარგი?და რასაც მოიფიქრებ, ისე მოვიქცეთ-თვალებში ჩავხედე და ყურებში მაგიური ხმა ჩამესმა:»ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა»…

ასე დავშორდით. ალბათ მიხვდებით, რომ არც მოსულან. დედიკომ განაცხადა, რომ ფინანსურად ვერ «გაქაჩავენ» ამდენს და თან კოტიტა, ყველა თითზე ბრილიანტებასხმულ ხელებს სახეზე ისვამდა და ოფლს იწმენდდა.

მე გავუღიმე:-რა თქმა უნდა, აბა რა, ძნელია, ოჯახს იმდენი ხარჯი აქვს, მიმსვლელი, მომსვლელი, საჭმელი, ჩასაცმელი, რემონტი და ვინ მოთვლის კიდევ. ძნელია ასეთ დროს კიდევ სწავლაზე ხარჯო ფული. მესმის თქვენი.იცით, სწორს აკეთებთ. აბა რად უნდა მომზადება კარგ ბავშვს? ისედაც ეცოდინება მაგას ყველაფერი და კარგადაც გააკეთებს ყველაფერს!

დედა კმაყოფილი მიდის, საწყალი, ვერც მიხვდა, რა ვუთხარი…

კიდევ ერთი ბედი გადაწყდა დღეს…კიდევ ერთი საპატარძლო შეემატა ქალაქს. ფრთხილად იყავით, მამრებო!!! :)))

Запись опубликована в рубрике რეპეტიტორული ამბები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «დიალოგი»

  1. davit:

    კი, მაგას ნამდვილად ეცოდინება ყველაფერი, :დ აი, სულ ყველაფერი…:)

  2. :დდდდდ მეც მაგის იმედით ვცოცხლობ !

  3. ”ვუყურებ თვალებში და ვხედავ დიიიდ ფალოსს.” 🙂 🙂

    მოდი, რამე ”სექსუალური უნივერსიტეტი” დავაარსოთ : )))

  4. ნუ ეგ კაი ხანია ჩვენს რეალობაში დაარსდა არა? იმდენი აგიტაცია აქვს რომ…

  5. აი ეს დედა-შვილია ჩვენი სიამაყე და მამოძრავებელი ძალა. აი, ასეთ ოჯახზე დგას დღეს ქართული, მამაპაპური, ადათ-წესების პატივისმცემელი, დავითის, თამარის, ქეთევანის ღირსეული მემკვიდრე — ქართული საზოგადოება.

    სამწუხაროა ფრიად 😦 არც კი გამეცინა 😦

  6. ნუ რომ გითხრა, იმ წუთას მე მეცინებოდა, მოგატყუებ. შენ წარმოიდგინე ახლა მე რად დამიჯდა ამის მოთმენა და სიმშვიდის შენარჩუნება 🙂

  7. ha ha ha 😀 ra cudi gogo axr shen 😀

  8. კიი, მასეა და სულაც არ ვდებ თავს კარგობაზე, მაგიტომაც გიყვარვარ 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s