შეუგუებლობა და ფიქროთერაპია

ღამით დაგეგმილი: ხვალიდან იწყებ! რას? ცვლილებას შენს ცხოვრებაში!!!

დილა: იღვიძებ. ტრადიციული პროცედურების შემდეგ ჯდები ჭიქა ყავასთან. ფიქრობ წუხანდელ ჩანაფიქრზე. იწყებ დაგეგმვას, საიდან დაიწყო. რჩევა-რჩევაში იღებ ერთ კონკრეტულ ნაბიჯს და ამზადებ თავს ამისთვის.
ცოტა კი გეზარება და ეჭვიც გჭამს, მაგრამ რაკი უკვე დაგეგმე და თავსაც პირობა მიეცი, მეტი გზა არ გაქვს. შთააგონებ საკუთარ თავს, რომ ყოჩაღი ხარ, რომ გამოგივა. იცვამ, რაც შეიძლება პრაქტიკულად, რომ არაფერმა დისკომფორტი არ შეგიქმნას და გადიხარ…

კარს გაიხურავ  თუ არა, სიხარული გიპყრობს, რომ მიდიხარ სიახლის მოსაპოვებლად… ცვლილების შანსი… გუბიდან ამოსვლის მცდელობა…

მიდიხარ ამაყი საკუთარი თავით. ყურში კარგი მუსიკა გაქვს გაკვეხებული. მზეა. თბილა. ქვეყანა შენი გგონია. ისეთი თავისუფალი მიაბიჯებ, სახეზე ღიმილით. თან მუსიკის ტაქტს აყოლებ სიარულს და ლამის წაიცეკვო კიდეც. ყველა შენ გიყურებს, მამაკაცები განსაკუთრებით. გულში გეცინება მათ რეაქციაზე, მაგრამ თან  თვითკმაყოფილება გეუფლება და უფრო გამართული მიდიხარ…

რაც უფრო უახლოვდები ადგილს, სადაც  ამ სიმწრით მოფიქრებული ცვლილების მოპოვებას აპირებ, მით უფრო ცხადად გრძნობ, რომ მაინცდამაინც ჭკავიანური არ უნდა იყოს ეს მცდელობა, მაგრამ არ ჩერდები…

მოლოდინი მართლდება… აქ კიდევ ერთხელ რწმუნდები იმაში, რაზეც არაერთხელ გიფიქრია: რომ ყველაფერი დააგვიანე, რომ აწი ვერაფერს შეცვლი, რომ  ეგებ დადგა დრო, შეეგუო იმას, რაც გაქვს და შეეშვა საკუთარი თავის წვალებას და ღრღნას…

მიდიხარ… სად? არ იცი. სახლში არ გინდა, არც ვინმესთან მიგიწევს გული. საკუთარი თავის მეგზურობა გირჩევნია ყველაფერს და ბევრი, ბევრი სიარული, რომ განიავდე. ჰოდა, მიდიხარ და მიდიხარ…

მიყვები მუსიკას… ცდილობ შეინარჩუნო ის განწყობა, აქეთ წამოსვლისას რომ გქონდა. ქუჩიდან ქუჩაზე, უბნიდან უბანში… მარშრუტს გაუაზრებლად ირჩევს გზა…ფიქრობ… გეღიმება საკუთარ თავზე, სხვებზე, ცხოვრებაზე… რა კარგია საკუთარ თავთან ყოფნა…

უკვე ფეხები გტკივა…ნეტა რამდენი კილომეტრი გაიარე უკვე?

ირჩევ კაფეს(აი ამას უკვე შემთხვევით არ ირჩევ, იცი, რომ სულ სიწყნარეა, გემოვნებიანია და მუსიკაც კარგია). შედიხარ. უკვეთავ უშაქრო ყავას. სიგარეტი ყოველთვის გიგდია ჩანთაში.

ჯდები ფანჯარასთან. სვამ მწარე ყავას. ეწევი. აკვირდები გამვლელების სახეებს, გამომეტყველებას, სიარულს… ფიქრობ… მერე უცებ წერა გინდება, რომ უკეთ დაიცალო. პასტა და ბლოკნოტიც სულ გიგდია ჩანთაში. წერ. როცა თავს მაღლა სწევ, ხედავ, რომ იქ მყოფები ისე გიყურებენ, როგორც უცხო ჯიშის ცხოველს( ან ფრინველს).ეტყობა ქართველი ქალები ასე არ იქცევიან.

წერ, წერ და გეღიმება. რაღაც გიხარია. რა?-უსვამ კითხვას თავს. წესით წარუმატებლობა არ უნდა გახარებდეს. მაშინ რა? პასუხსაც პოულობ და კიდევ უფრო ამაყდები: შენ შეგიძლია საკუთარ თავს თვითონ  მოუფიქრო, როგორ გადახარშო კიდევ ერთი ჩაფლავება! შენ შეგიძლია თვითონ უშველო თავს, არ შეჰყვე ბნელ ფიქრებს! შენ გისწავლია გაუძლო მარცხს, არ გაგიკვირდეს და არც გეწყინოს ისე, როგორც ადრე!მგონი გავზრდილვარ!..

აქედან რომ გახვალ, იცი, რომ ისევ ივლი დაუსრულებლად, სანამ არ დაეცემი, სანამ ფეხები არ გიმტყუნებს…

თურმე აქამდეც სულ ტყუილად გეშინოდა მარცხის. მთავარი სულაც არაა, გამოგივა თუ არა, მთავარი მცდელობაა.

მიდიხარ, მიხეტიალობ და ზუსტად იცი, რომ კიდევ მოიფიქრებ რამეს, კიდევ ცდი და გკიდია, გაგიმართლებს თუ არა! ფიქრობ ამას და გრძნობ, როგორ გიყვარს ამ მომენტში შენი თავი, როგორ აფასებ, რომ წლებმა და წარუმატებლობებმა ვერ მოკლა შენში შეუგუებლობა, რომ წვალობ და იატანჯავ თავს და არ ნებდები!

რა კარგია, რომ შემიძლია ეს!

ამაყი ვარ! :))

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «შეუგუებლობა და ფიქროთერაპია»

  1. დაცემით ყველა ეცემა. მთავარია, ადგომის, გზის გაგრძელების და კიდევ ერთი ცდის თავი, სურვილი და ძალა გქონდეს… მე ასე მგონია.

    უშაქრო ყავა და სიგარეტი — აი, ეს მომწონს.

  2. სწორად არ მომჩვენებიხარ ჩემიანად ხო? 🙂

  3. კი 🙂 ფოსტით შენი ფბ-რიქუესტი მომივიდა. სამსახურში წვდომა არ მაქვს და საღამოს დაგამატებ. მაგნუმ ოპუსშიც შემოიხედე — დახურული ჯგუფია, ხარისხიანი ბლოგების გაერთიანება გვაქვს.

  4. შემოვიხედე და გამოვგზავნე გაწევრიანების მოთხოვნა. მიხარია, კიდევ ერტი ჯანმრთელი ბლოგის აღმოჩენა 🙂 ცოტნეს დამსახურებაა 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s