განსხვავებული აზრი

ნივთების განსხვავებულობა ადვილად შესამჩნევია. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანების გარეგნობაზეც, შეხედავ და დაინახავ. მაგრამ ადამიანი მარტო გარეგნობა ხომ არაა. ამიტომაც აქ უფრო რთულადაა საქმე.

ყველას თავისი შეხედულება აქვს, საკუთარი გემოვნებიდან, თვალსაწიერიდან, მენტალობიდან, ინტელექტიდან, ადამიანობიდან გამომდინარე. ამიტომაცაა რთული ადამიანური ურთიერთობები.

ქვეცნობიერად მაინც ყველა თანამოაზრეებს ვეძებთ, რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ არ გვაღიზიანებს განსხვავებული აზრი. თუმცა გაღიზიანებაც არის და გაღიზიანებაც. შეიძლება ვერ გაიგო სხვისი პოზიცია, სხვისი შეხედულება, არც იყოს შენთვის მისაღები, მაგრამ ეს სულაც არ გაძლევს იმის უფლებას, მტრად ექცე ან გასაბრდღვნელად გაიმეტო ეს ადამიანი.

არც ის მგონია სწორი, ჩიჩინი დაუწყო და ეცადო მის გადარწმუნებას. ყველას   საკუთარი ხედვა     აქვს და ერთსა და იმავე რამეს ყველა ამ ხედვიდან გამომდინარე ხედავს და აფასებს.

არც ისაა სწორი, თავი მოაჩვენო, თითქოს იზიარებ მის აზრს და ამით მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდე. თქვი, შენ რასაც ფიქრობ, მოაყოლე შენი არგუმენტები და სულაც ნუ ელოდები, რომ აუცილებლად შენ გაიმარჯვებ. ურთიერთობა არ უნდა ჰგავდეს პოლიგონს.

რა თქმა უნდა, გადასარევია, თუ თქვენი აზრები დაემთხვევა და გაუგებთ ერთმანეთს. ისედაც, ეს, ალბათ, ამოსავალია ურთიერთობისთვის, მაგრამ ყველაფერში ხომ ასე არ იქნება? ანუ რაც არ უნდა გესმოდეთ ერთმანეთის , მაინც აღმოჩნდება რაღაც ისეთი, რაზეც სხვადასხვა შეხედულება გექნებათ და თუ თავიდანვე იმ ამბიციით ხარ, რომ აუცილებლად შენი აზრია ჭეშმარიტება და სხვა ყველა სისულელეა, მაშინ განწირულია ეს ურთიერთობა.

სხვისი აზრის პატივისცემის უნარი დიდი ნიჭია თურმე, ყველაზე იშვიათი და ყველაზე დასაფასებელი.

ბევრია ისეთი, ხმამაღლა რომ გაჰყვირის ტოლერანტობაზე, შემწყნარებლობაზე, განსხვავებულობის უპირატესობაზე, მაგრამ ხშირად, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ესენიც ისეთივე წარმატებით ჩაგაქვავებენ, გაგლანძღავენ (ბილწადაც), როგორც ამას ისეთები აკეთებენ, თვითონ რომ აკრიტიკებენ და თავადაც რომ ბევრჯერ გამხდარან მათი გონებაშეზღუდულობის სამიზნე. ხოდა, აბა მაშინ რით ხარ მათზე უკეთესი? რაღაც იგდებ მათ აბუჩად და ნათლავ ჩამორჩენილად და ერთუჯრედიანად?

ბუნებრივია, რომ გულს უფრო ეამება იმის მოსმენა, რასაც შენ ფიქრობ და როგორც შენ ფიქრობ, მაგრამ თუ პიროვნული თავისუფლების ამბიცია გაქვს, მაშინ კიდეც აიტანე და თუ მაინც ვერ ერევი უკვე გაჩენილ მტრობას და სიძულვილს ამ ადამიანის მიმართ, გაჩუმდი მაინც.

ანუ რა გამოდის? გავყვირით ხმამაღლა, რომ გვინდა თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი ჩამორჩენილი მენტალობისგან, თავისუფალი ტაბუებისგან, დოგმებისგან და თავად დოგმას ვუწესებთ იმათ, ვინც სხვანაირად ფიქრობს? ან რა აუციელებელია ყველა ერთნაირად ფიქრობდეს და ყველა ერთანაირი იყოს! ასეთი ხომ იყო უკვე და რაც მოვიგეთ, კი ვნახეთ ყველამ.


ყველაზე  დიდი ნიშანი ინტელექტის და კულტურულობის, ჩემი აზრით, სწორედ განსხვავებული აზრის მოსმენის უნარია. და თუ ეს აზრი ზედმეტად «კრიმინალური» არაა  სხვადასხვა გაგებით შენთვის, მაშინ მაინც გამოიძებნება  წერტილი, სადაც გადაიკვეთება თქვენი აზრები.  იქნებ სწორედ ისეთ რაღაცაში ხდება ეს გადაკვეთა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შენთვის? აბა როგორღა გაიგებ ამას, თუ პირველი ფრაზიდანვე მტრად მოეკიდები ამ ადამიანს!

ამ პოსტის დასაწერად რომ მოვემზადე, მინდოდა დამეკოპირებინა ყველა ის საოცარი კომენტარი, ასე გულუხვად რომ გამოიმეტეს თავისუფალი აზრის მამებმა და დედებმა ჩემი ერთი განხვავებული პოსტის გამო, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ჩავთვალე, რომ მეც მათნაირად მოვიქცეოდი. ახლა თუ კითხულობენ ამას, ვეტყვი, რომ სულაც არ ვბრაზობ 🙂 . პირიქით, მათი ფრაზების წაკითხვისას სიხარული მეუფლება და საკუთარი თავით კმაყოფილება, რომ ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია.

მოკლედ, იფიქრეთ ყველამ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად, ოღონდ მართლა და არა ისე, ყალბად და მოდისთვის. გქონდეთ თქვენი არგუმენტები, თქვენი სიმართლე. მე, ისე როგორც ყველა, ისე, როგორც თქვენ, ან მივიღებ ამას და ან არა და ამაში არაფერია საგანგაშო.პირიქით, საგანგაშო და ტრაგედია ისაა, როცა ყველა ერთნაირად ფიქრობს და ყველას ერთი დაკანონებული აზრი აქვს.

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

6 комментариев на «განსხვავებული აზრი»

  1. makakuna:

    ძალიან მიხარია,რომ მოსმენის კულტურა გაქვს და ასეც უნდა იყოს.იმიტომ ხომ არ წერ პოსტებს, მარტო კომპლიმენტები და ტაში მიიღო?
    განსხვავებული აზრი(თუნდაც უხეშად გამოთქმული)უნდა არსებობდეს აბა რა…და შენც ან მიიღებ და ან არა.

  2. ტაქტიანად გამოთქმულის მოსმენა უკეთესია 🙂

  3. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვეთანხმები რომ განსხვავებული აზრი საჭიროა და ამავდრულად შენ აზრს ვეთანხმები :დ

  4. მეც მაგას არ ვამბობ? ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, ყველაფერი რაღაც ადგილიდან ერთი წერტილიაო :). ყველამ თუ ერთნაირად იაზროვნა, სადღა იქნება მაშინ განსხვავება? და ყველა ადამიანი ინდივიდი უნდა იყოს და შესაბამისად განსხვავებული.

  5. მოიცა ახლა კიდევ მიწევს რომ დაგეთანხმო :დ და გამოდის რომ პოსტის აზრს არ ვეთანხმები, ღმერთმანი გაუგებრობაა, არადა ვეთანხმები :დ

  6. ეთანხმები აბა რა! ეგეც არის პოსტის აზრი, რაღაცაში ვთანხმდებით და რაღაცაში არა, მაგრამ პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრებს, იმიტომ რომ ვაზროვნებთ და ამ რაღაცაში არდათანხმება ხელს არ გვიშლის რაღაცაში ვიყოთ თანამოაზრეები. რა ჩაიხვა?! :დდდ

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s