1984 თუ 2011?!

არის წიგნები, რომლებსაც წაიკითხავ, გადადებ და აღარაფერი გრჩება მისგან . უბრალოდ დრო მოკალი, ან გაეცანი კიდევ ერთ ყბადაღებულ, სნობებისგან აღიარებულ ნაწარმოებს და მწერალს და კიდევ ერთხელ დარწმუნდი იმაში, რომ ხარისხი ყოველთვის არ ემთხვევა პოპულარობას. ასეთები ბევრია და ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგალითად კოელიოც კმარა. მაგრამ არის ისეთი გამონაკლისებიც, რომელთან გაცნობაც სამუდამო კვალს ტოვებს და არასდროს გავიწყდება ის ემოცია, მისმა წაკითხვამ  რომ გაგიჩინა. ორუელი სწორედ ასეთია.

«1984»-წიგნი? მე ვიტყოდი უფრო მანიფესტი… მანიფესტი ტირანიის, დიქტატურის, ყველა რეჟიმის, სისტემის და იდეოლოგიის წინააღმდეგ…

პირველივე თავში ფრაზა-  «СТАРШИЙ БРАТ СМОТРИТ НА ТЕБЯ» უკვე გამზადებს რაღაც საშინელებისთვის, თანაც იგებ, რომ ეს ყველგანაა და ყოველთვის, ვერსად დაემალები, ვერაფერს გამოაპარებ…

როცა ხედავ, ხო ხედავ, რადგან ისეა ეს ყველაფერი აღწერილი, სრტიქონები იშლება და კადრები ჩნდება თვალწინ, ეკრანის წინ შეკრებილ უსახურ მასას, ერთი ფერის ტანსაცმლით, ერთნაირი გამომეტყველებით და ერთნაირი აღტაცებით ამ დიდი ძმის ცქერისას, ტანში ჭიანჭველები დაგირბის და გრძნობ, როგორ გეყინება სისხლი.

ესაა სამყარო, სადაც გრძნობები აღარაა. სადაც აღარ არის ერთგულება, ნდობა. სადაც ადამიანები თვითგადარჩენის ინსტინქტით ცხოვრობენ და შიშს დამონებულებს ერთი გზა დარჩენიათ-უყვარდეთ ბელადი! და ისე ჩაიგონეს და შეისისხლხორცეს ეს, რომ უკვე მართლა უყვართ და ემონებიან.

«ВОИНА — ЭТО МИР
СВОБОДА — ЭТО РАБСТВО
НЕЗНАНИЕ — СИЛА»- ესაა ამ სამყაროს დასაყრდენი იდეა და ამათაც, ნაცრისფერ მასას», უსიტყვოდ მიუღიათ ეს «სიბრძნე».

აქ ცხოვრების წესადაა ქცეული დაბეზღება, თვალთვალი. ყველა დამნაშავეა, ვინც ისე არ ფიქრობს, როგორც საჭიროა. ყველა ხალხის მტერია და მოღალატე, ვისაც საკუთარი აზრი გააჩნია, ვინც ისეთი არ არის, როგორიც ყველა.

აქ არის ისეთი დანაშაული, როგორიცაა «Мыслепреступление». ფიქრშიც კი დანაშაულად გეთვლება აზრის გაჭაჭანება და ეს ყველაზე მძიმე დანაშაულია, რომლისთვისაც არ აგცდება ინ 4 კამერის გამოვლა, სადაც კაი გვარიანად, გესტაპოს რომ მოაგგონებს ისე, გაწამებენ და მერე ამასაც არ გაკმარებენ და თუ არ აღიარე ის ყველაფერი, რასაც გეტყვიან( მერე რა რომ აბსურდულია ეს ბრალდებები), თუ არ შეგეტყო, რომ უკვე გულით გიყვარს დიდი ძმა, მეხუთე საკანში გიკრავენ თავს. ეს ყველაზე შემზარავია. აქ ხვდები, რომ კარგად შეუსწავლიათ ყველა შენი სისუსტე და სწორედ ამ სისუსტეებს იყენებენ შენს საბოლოოდ დასაზომბებლად. და როცა ისეთ ზომამდე მიგიყვანენ, რომ თავად იყვირებ, მე არა, ის აწამეთ და დასაჯეთ, ვინც მიყვარსო, აი, მაშინ უკვე თავისუფალი ხარ. გზა ხსნილი გაქვს. ოღონდ ეს არაა იმის გარანტია, რომ იცოცხლებ. მაინც მოგკლავენ, ოღონდ უკვე გონებაგამორეცხილს…

როცა მთავრი პერსონაჟი გამოდის საკნიდან გარეთ და დიდი ძმის დანახვაზე ცრემლები მოსდის…სიყვარულის ცრემლები!!!- მე მეგონა მოვკვდებოდი…გული გამიჩერდა წამის მანძილზე…

ძალიან ბევრმა ეს წიგნი აღიქვა, როგორც პროტესტი საბჭოთა კავშირის და ბოლშევიზმის წინააღმდეგ მიმართული. ამაში არის ლოგიკა… მაგრამ არა  მგონია ასე მარტივად იყოს საქმე.  ორუელი მიწაში დებს ყველა რეჟიმს. აქ ასევე წარმატებით შეიძლება დავინახოთ ფაშიზმიც და ყველა ის დიქტატორი, ვინც კი ყოფილა ისტორიაში, დაწყებული კალიგულადან დამთავრებული სტალინით.

მაგრამ ყველაზე ცუდი რაა იცით? რამაც ყველაზე მეტად მომსპო და გამანადგურა…

უცებ მივხვდი, რომ ჩემი თავიც დავინახე ამ პერსონაჟებში, ჩემს ირგვლივ მყოფებიც და საერთოდ, მივხვდი, რომ სადაც მე ვცხოვრობ და რაც ჩემს ირგვლივ ხდება, ზუსტად ისევე ჰგავს იმას, რაც ამ წიგნში ხდება, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი რეჟიმები…

ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ წიგნის გარჩევა- ანალიზი. ამას ასე უცებ ვერ გააკეთებ და მგონია, რომც გააკეთო, ბოლომდე არავინ წაიკითხავს, რადგან თუ აბზაცები არ იქნა ბევრი, დიალოგი , ეროტიკა და ისედაც, თუ ნახევარ გვერდს გადააჭარბე, ვიღაც აქვს მაგდენის წაკითხვის ნერვები!

უბრალოდ ისე ვეღარ დავიტიე ემოცია, გადავწყვიტე დამეფიქსირებინა…

წიგნი საოცარი გამოგონებაა! როგორ მინდა ყველამ იცოდეს ეს. განსაკუთრებით კოლეგა-ბლოგერებმა და მარტო ბლოგების კითხვით არ შემოიფარგლონ. მაშინ ეგებ მიხვდნენ, რა არის მნიშვნელოვანი და არა, რა არის სწორი ადამიანობისთვის და რა არა…

გავმეორდები და ისევ ვიტყვი იმას, რაც ადრეც ვთქვი ერთ პოსტში: ყველაზე ნამდვილი თავისუფლება აზროვნების თავისუფლებაა. ამას კი წიგნები იძლევიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ვითომ თავისუფლება ზღვარგადასულ თავაწყვეტილობას ემგვანება.

მოკლედ, კეჟერაძის არ იყოს, ვისაც არ წაგიკითხავთ, მშურს თქვენი, რადგან წინ გაქვთ პირველად წაკითხვის ბედნიერება!

მოკრძალებით- ამ «ბედნიერებას» უკვე ნაზიარევი კატერინა.

Запись опубликована в рубрике წიგნები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «1984 თუ 2011?!»

  1. ქართულად არის ნათარგმნი?

  2. ზუსტად არ ვიცი, მგონი არა. 😦

  3. კი არის, საკმაოდ კარგად თან :>

  4. კარგია. .)
    ისე კოელიოზე გამახსენდა, რაღაც ენით გადმოუცემი ფიცი მქონდა ჩემ თავთან დადებული, რომ ამ ადამიანის არაფერს წავიკითხავდი. ბოლოს მაინც გავტყდი და რაღაც იდიოტობა წავიკითხე, ჰოდა პირდაღებული დავრჩი, როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი სირობები წერო და ხალხში ასეთი სიმპატია გამოიწვიო ვერ ჩავწვდი :დ
    პ.ს. «1984» ჯერ არ წამიკითხავს თუმცა მე უფრო მშურს შენი : დ

  5. 🙂 ტყუილად კი არ გთვლი ჩემიანად :*

  6. makakuna:

    საქართველოში არ ვცხოვრობ და წიგნის გამოსვლაც შენგან გავიგე.თუ მოვახერხე გამოვაგზავნინებ.ისე კოელიო არც ისე წყალში გადასაგდებია(ჩემი აზრით)ბევრიც არაფერი…

  7. shengan gavige am cignze da dzalian damainteresa 🙂 saintereso postia, rogorc koveltvis:)

  8. ”პირველივე თავში ფრაზა- »СТАРШИЙ БРАТ СМОТРИТ НА ТЕБЯ» უკვე გამზადებს რაღაც საშინელებისთვის, თანაც იგებ, რომ ეს ყველგანაა და ყოველთვის, ვერსად დაემალები, ვერაფერს გამოაპარებ…”
    -ამასთან დაკავშირებით, ”ჩისტად” საშენო რამეებია: კაფკას ”პროცესი”. ფილმიც ნახე ასევე ქვია და ზუსტად იგივე ვითარებაა.
    -მონანიება (აბულაძის) ეგ არაა?!

    და თავს უფლებას მივცემ ამასაც დავდებ, გადახედე:

    http://niksologi.wordpress.com/2011/01/05/2-2-5/

  9. კი არის თარგმანი ქართულ ენაზეც

  10. კაფკა უკვე გავლილი ეტაპია, კაი ხანია ვიცნობ :), რომ არაფერი ვთქვა «მონანიებაზე». გადავხედავ აუცილებლად 🙂

  11. ძალიან კარგი კატერინა 😉

  12. ყველაფერი მომეწონა ამ პოსტში — გაფორმებაც (ძველ ყდას სხვა ეშხი აქვს), კოელიოს ხსენების კონტექსტიც (მომკალით და ვერასოდეს გავიგებ, რატომ წერს და რას წერს, რაღაცების წაკითხვა პატიოსნად ვცადე, მაგრამ ამაოდ…) თავად გარჩევაც (თუმცა, ეს უფრო პირადი იმპრესიებია, ანუ ის,რაც მომწონს და როგორც უნდა იწერებოდეს პოსტი წიგნზე).

    1984, «ცისფერი მთების» არ იყოს ყოველთვის აქტუალური იქნება. მე ასე მგონია.

    ჰო, ქართულად თარგმნეს უკვე. თუ არ ვცდები, «დიოგენემ» გამოსცა.

  13. ბევრჯერ დავიწყე ამ ნაწარმოების კითხვა და რატომღაც რაღაც მომენტში ვჩერდები, ვეღარ ვაგრძელებ არა იმიტომ, რომ არ მომწონს, არამედ სულ რაღაც მიშლის ხელს. მოკლედ, ვერ ჩავუჯექი, არადა მინდა. ფილმს არ ვუყურებ სპეციალურად, როგორც გავიგე საშინელი ეკრანიზაცია ყოფილა.

  14. კი , არ გირჩევ ნახვას.ხო, თუ არ ჩაუჯექი ისე ვერ წაიკითხავ. თუ დაიწყებ, მერე აღარ დაანებებ თავს.

  15. ძალიან კარგი პოსტია.
    რაც შეეხება მანიფესტობას ტირანიის წინააღმდეგ, ეს წიგნი ერთდროულად იქნება მანიფესტიც და ამავე წარმატებით დიქტატორთა ბიბლია.
    მე პირტადად შესაძლებლობა რომ მქონდეს 1984–ს ეროვნული გამოცდების პროგრამაში შევიტანდი, რათა ყველას წაეკითხა.
    დღეს ჩვენთვის ეს წიგნი უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებლად წასაკითხია ვიდრე ძალიან ბევრი ქართული რომანი. ნურავინ ნუ მიწყენთ. ასეა.

  16. მაგას ვინ გიწყენს… მაგრამ ეჭვი მეპარება დღევანდელ პოლიტიზირებულ და ჩამორჩენილი აზროვნების სკოლაში სწორად ასწავლონ ეგ წიგნი…:)

  17. Уведомление: 10 წიგნი « "ენტოცია – წვეთი ზღვაში"

  18. shit happens:

    არ არი კოელიო ხელწამოსაკრავი, ბესტსელერებიც სწორედ იმიტომ არის მის სახელთან დაკავშირებული, რომ მასას მოსწონს, მასის აზრს იზიარებს, ამაზე მეტი მიღწევა სჭირდება მწერალს?

  19. არ ვკრავ მე ხელს 🙂 უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე, სუბიექტური. არც იმათ ვერჩი, ვისაც მოსწონს.ყველას თავისი აზრი აქვს.

  20. ვერო:

    შემთხვევით წავაწყდი შენს პოსტს, თან , მგონი, საკმაოდ გვიან . კარგია , მომწონს შენი აზრები და თვალთახედვა.. მეც ძალიან მიყვარს ეს წიგნი , თითქოს დღესაც ნაცნობი პრობლემაა ..

  21. კეთილი იყოს შენი მობრძანება. არაფერი არასდროს არაა გვიან 🙂 მადლობა კარგი შეფასებისთვის. ხო, მართალია, პრინციპში ამიტომაცაა კარგი წიგნი. ნამდვილი წიგნები ხომ არ ბერდებიან…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s