10 მცნება მშობელთათვის-იანუშ კორჩაკი

1- ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთი იქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

2- ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და ა.შ. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.

3- თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროს გადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.

4- მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებით. ცხოვრებას ყველა საკუთარი ძალების შესაბამისად უძლებს. იცოდეთ, მისთვის ცხოვრების ტვირთი შეიძლება გაცილებით მძიმეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მას ნაკლები გამოცდილება აქვს.

5- არ დაამციროთ!

6- ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ შვილისათვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ. სინდისმა მაშინ უნდა შეგაწუხოთ, თუ შეგიძლიათ და არ აკეთებთ.

7- თუ შვილისათვის ყველაფერს არ გაიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისად გაგიღიათ.

8- შვილი ტირანი არ არის, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლება. ის ძვირფასი ფილაა, რომელიც ცხოვრებამ შესანახად, გასაფრთხილებლად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.

9- უნდა შეგეძლოთ სხვისი შვილის სიყვარული. არასდროს გაუკეთოთ სხვას ის, რაც არ გინდათ, რომ თქვენს შვილს გაუკეთონ.

10- გიყვარდეთ საკუთარი შვილი, როგორიც უნდა იყოს იგი- უნიჭო, უიღბლო, ზრდასრული. იხარეთ მასთან ურთიერთობით, რადგან ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერჯერობით თქვენთან არის.

Запись опубликована в рубрике სხვადასხვა с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

19 комментариев на «10 მცნება მშობელთათვის-იანუშ კორჩაკი»

  1. არაკომფორტული წასაკითხია 🙂 შესასრულებლად ხომ საერთოდ 🙂

  2. კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს ახალ ბლოგზე! :)) :*
    ან კიდე: აქა მშვიდობა! :დდდ

  3. «ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და ა.შ. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.» ––ეს მცნება ყველას ჯობია :დ

  4. 🙂 აბა რაა? პროცესი და ვსიო არა? გეიხარე. ვიხალისე ძაან 🙂

  5. mzia:

    kargi xar kargiiiiiiiii

  6. kakato:

    შვილი ტირანი არ არის, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლება. ის ძვირფასი ფილაა, რომელიც ცხოვრებამ შესანახად, გასაფრთხილებლად და მასში შემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.
    ზოგიერთებს უნდა გაუკრა ეს, სადმე გამოსაჩენ ადგილას :))))

    ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთი იქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

    ესაა მგონი ამოსავალი წერტილი

  7. ვისაც წავაკითხე, ყველამ გაუკრა 🙂 და ის მეორე » მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება» თვითონ გაიკრეს 🙂

  8. :*:* es yvela mshobels sulshi unda qondes gamjdari :*:*

  9. jemali:

    ათი მცნება ამ ყველაფერს კიდედვ უფრო ღრმად მოიცავს ვიდრე აქ წერია, სათაური არ შეესაბამება, იმის მერე შეიძლება ყველაფერი სწორად წერია, რათქმა უნდა ჩემი აზრით

  10. ეგ ეგზიუპერმა დაარქვა, მე არაფერ შუაში ვარ 🙂

  11. jemali:

    თქვენ ეგზიპერი მოგწონთ

  12. ეს მომწონს, პატარა ნაბიჯების ხელოვნება და «პატარა უფლისწული». ისე საყვარელი მწერლები და ნაწარმოებები უფრო სხვებია.მიწერია ბლოგის ვიჯეტში

  13. ხომ ვამბობ, ეკზიუპერი გენიოსია–თქო!

  14. ρ н α ι σ:

    «სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ეს თვით ცხოვრების სუნთქვაა. ჩვენ პატარა ხეს დიდი სიყვარულით ვზრდით. როდესაც იგი იზრდება და ბოლოს და ბოლოს გამხმარ ხედ იქცევა, ყოველგვარი შეცოდების გარეშე ვჭრით მას. რა დიდი სიყვარულით ვუვლიდით პატარა ხეს! ვზრდიდით, სანამ მასში სიცოცხლე იყო. როდესაც იგი ხმელი და უსიცოცხლო გახდა, მისდამი ჩვენი სიყვარულიც დასრულდა. დედა ბავშვობიდან გვიყვარს, რომელმაც დაგვბადა და გაგვზარდა. მაგრამ როცა კვდება, მის სხეულს წვავენ და მასზე მიბმულობას არ განიცდიან. რა არის ის, რაც წინათ გვიყვარდა? ჩვენ ცოცხალი არსება გვიყვარდა. ამრიგად, სიყვარული და სიცოცხლე ურთიერთდაკავშირებულია.»

  15. zura pirveli:

    dzalian gulis amachukebeli da lamazi mcnebebia!!! 🙂

  16. უნდა გამოვაკრა ოჯახში !!! კაი ხნის წინ უნდა გამომეკრა! : )

  17. აქამდე არ გიქნია მაგ ამბავი? 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s