სინანული

სინანული სულაც არაა ქრისტიანობის გამოგონება და რატომ აკავშირებენ მაინცდამაინც ამასთან? არა, შეიძლება მონანიებას კი აქვს ამასთან კავშირი, მაგრამ ადამიანური სინანულიც ხომ არის? და გაცილებით მეტადაც არის. რაც არ უნდა უსინდისო იყოს ადამიანი, მაინც აქვს სანანებელი. შეიძლება ის, რასაც ზევით ცოდვებს ეძახიან, სულაც არ აწუხებდეს და არც ის, ვინმეს რომ ცუდი გაუკეთა, მაგრამ იმას მაინც ინანებს, სიტყვაზე აი თავისთვის რაღაც რომ  არ გააკეთა, ან რამეზე უარი თქვა. მგონი, რაღაც ავბორჯღნე, მაგრამ  მიხვდებით იმედია.

უმეტეს შემთხვევაში სინანული და შეცდომა განუყოფელია  და რაკი ჩვენი ცხოვრებაც გაუთავებლად შეცდომების დაშვებაა, მაშინ ხომ ცხადია, რომ სინანულიც სულ გვერდითაა. უშვებ შეცდომას, უფრო სწორად, რომ უშვებ, მერე ხვდები, რომ შეგეშალა, მანამდე, კიდეც რომ გეგრძნო სადღაც გულის სიღრმეში, მაინც არ დაიჯერებდი. რომც დაგეჯერებინა და არ დაგეშვა, მაშინ იმას ინანებდი, რატომ არ გავაკეთე ის, რასაც ვაპირებდიო  და ვეღარც გაიგებ, შეცდომა გამოვიდოდა, ეს რომ  გაგეკეთებინა, თუ არა. მოკლედ, უშვებ შეცდომას და მერე ნანობ, ნანობ… მერე ეჩვევი და უცებ ერთხელაც ისე ირგებ ამ სინანულსაც და შეცდომასაც, რომ უამათოდ აღარც წარმოგიდგენია. უფერული დარჩებოდა შენი ცხოვრება, რომ არ დაგეშვა. ხვდები ამას და იმ სინანულს სადღაც კმაყოფილებაც ახლავს უკვე, რომ შეძელი და გაბედე, მერე რა, რომ ნერვების და განცდების ხარჯზე. რაღაცნაირად თვითშეფასებაც გეცვლება, უფრო მყარად ხარ გადაწყვეტილებებში.

მერე იწყებ სინანულს, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო იშვიათად გიჩნდება შეცდომის დაშვების სურვილი. ხვდები, რომ იმ წინა შეცდომებს უკვალოდ არ ჩაუვლია და კი მოგქონდა თავი, მაგრამ ახლა გრძნობ, რომ მაინც დაუშინებიხარ. მერე რაკი ასე ხარ, ეძებ შეცდომებს და რადგან დიდ და სერიოზულ მასშტაბებზე ვეღარ იქაჩები, ისე ხარ დაშინებული, წვრილმანებით კმაყოფილდები. ეს კიდევ დიეტაზე ყოფნას ჰგავს, აი, რომ გშია და გემრიელი ნამცხვრის მაგივრად  უმ კომბოსტოს რომ ჭამ. მერე უცებ თუ გამოხტა რამე სერიოზულად დასაშავებელი, ისეთ სინანულს დაიწყებ, აქამდე რაც ყოფილა, მოგონილია იმასთან. რატომ? იმიტომ რომ მიხვდები-თავი აღარ გაქვს ამდენი სინანულის… ხოდა ჩერდები… და მერე ისევ ნანობ…

აი, მეც, ვზივარ ახლა და ვეძლევი სიანულს… რატომ არ გამოვიყენე ყველა შეცდომის დაშვების შანსი? ხვალ ალბათ ვინანებ, რომ ამაზე ვნანობდი 🙂

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «სინანული»

  1. ალბათ, განზრახ შეცდომის დაშვების აუცილებლობა წმინდანების წინაშეც არ იდგა 🙂
    შეცდომები იმდენად ბევრია რომ … დავიჯერო სანანებელი ვერ მოიძებნა? … 🙂

  2. mzia:

    SINANULI SAsINELI GRzNOBAA.zALIAN MTANJAVS XOLME AMITOM VCDILOB ArAR VIFIQRO DAsVEBUL sECDOMEBZE.MERE VXVDEBI ROM AMASAC CUDI sEDEGI MOAQVS ZOGI EGOISTAD MNAtLAVS ZOGI UYURADrEBOD ME KI XSNA SIRAQLEMAS PRINCIPsI VIPOVE DA MIVYVEBI ASE

  3. რომ მოიძებნა, იმიტომაც ვნანობ და ვწერ 🙂

  4. makakuna:

    არც ერთი ჩადენილი„შეცდომა„არ მინანია,იმიტომ,რომ როცა ჩადიხარ ამ შეცდომას,მაშინ ცოდვა არ არის,შეცდომაა და მაშინ ასე გინდოდა,ვერც ვერავინ დაგაჯერებდა შეცდომას უშვებო.
    ერთი და იგივე შეცდომას რამდენჯერმე არ იმეორებენ,თუნდაც იმიტომ,რომ უკვე მიხვდნენ შეცდომა რომ იყო და სულელი უნდა იყო იგივე გააკეთო.
    ანუ უკვე მოვინანიეთ ეს შეცდომა.
    თუ ვინმესთვის სასაცილოა ცოდვის მონანიება მამაოსთან,კარგად დაფიქრდით,ბოლო-ბოლო ყველა ვინანიებთ ცოდვას.

  5. დაასრულმა ძალიან გამისწორა ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s