საუბარი

გრამატიკულად საუბარი და ლაპარაკი სინონიმებია( აქვე შეიძლება ჩამოვთვალოთ ქაქანი, ჭორაობა და კიდევ უამრავი ვარიანტი, სინონიმებს რა გამოლევს ქართულში).

ვითომ?
საუბარი მხოლოდ ვერბალური ურთიერთობა არაა, თუმცა ესეც არის, ვინ რას თვლის საუბრად. ეს კიდევ თავის მხრივ იმაზეა დამოკიდებული, თავში და გულში რა გაქვს…

ვიღაცისთვის შეიძლება სხვების ცხოვრების გარჩევა-ანალიზი იყოს საუბარი, ვიღაცისთვის- საყიდელ-გასაყიდი და ანგარიში, ვიღაცისთვის- საკუთარი პრობლემები, ვიღაცისთვის-ცხოვრება და მისი უცნაურობები და ასე გაუთავებლად. მაგრამ არმც და არამც არ შეიძლება საუბარი გამოვიდეს, თუ ერთი  რომელიმე ბუტიკის მაგარ ბრენდებზე ლაპარაკობს და მეორე- ადამიანის არსზე და პიროვნულ თავისუფლებაზე. კი, შეიძლება თავიდან კოჭი გაუგორო და აჰყვე, მაგრამ ცოტა ხანში ისე მოგბეზრდება, მთქნარებით მოკვდები და დროზე თუ არ დააღწევ თავს მასთან ყოფნას, აგრესიაც კი შეიძლება მოგეძალოს.

ვისთან შეიძლება გამოგივიდეს საუბარი? პასუხი მარტივია, იმასთან, ვისაც საშენო თემები აღელვებს. აუცილებელი სულაც არაა თქვენი აზრები ემთხვეოდეს. ხან ასე იქნება  და ხან ისე. მთავარი ისაა, რომ შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები, მოისმინოთ. მერე დაფიქრდები, ეგებ და არის მისაღები იმისი აზრი, თუ ჩათვლი, რომ მაინც საკუთარს ანიჭებ უპირატესობას, დაიტოვებ შენთვის და იმასაც არ დაუწყებ გადარწმუნებას. ის თავისაზე დარჩება, შენ შენსაზე, მაგრამ ასეთ დროს აუცილებლად ხდება ხოლმე მაინც გადაკვეთა აზრების და შეთანხმებამდე მისვლა, თუნდაც განსხვავებულ შეხედულებებზე დარჩეთ.

ათასნაირი ადამიანია ამქვეყნად. ურთიერთობებიც მრავალნაირია და მათი დასაწყისიც სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც ყველაზე კარგი და ხანგრძლივი ურთიერთობა სწორედ საუბრით იწყება.

ჩვენ ვსაუბრობთ… TET A TET, თანამოსაუბრეთა გარემოცვაში, ქუჩაში, სახლში, ტრანსპორტში, ინტერნეტში და ამ დროს ან იბადება ურთიერთობა, ან რაც არის უკვე, ის მყარდება.
გგონიათ ადვილია? გგონიათ ადვილად მისაღწევია?

მოკლედ, ეძებეთ მოსაუბრე, პარტნიორი თქვენი აზრების და გემოვნების მომსმენ-გამზიარებელ-გამგებ-მოპასუხე და თუ შედგება ეს საუბარი და არ მოგბეზრდებათ, შემდგარა კიდეც ურთიერთობა.

ადამიანი მოაზროვნე არსებაა( უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში), მეტყველიცაა და ამიტომ თავის აზრებს სიტყვებით გადმოსცემს, შეიძლება ვერბალურად, შეიძლება წერით, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ხოდა პირველად  სიტყვა იყო… ყველაფერი ხომ სიტყვიდან დაიწყო…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «საუბარი»

  1. სწორია. გეთანხმები!
    «მაგრამ არმც და არამც არ შეიძლება საუბარი გამოვიდეს, თუ ერთი რომელიმე ბუტიკის მაგარ ბრენდებზე ლაპარაკობს და მეორე- ადამიანის არსზე და პიროვნულ თავისუფლებაზე.» — რამდენჯერ მქონია ეგ ფაქტი. 🙂

  2. თუმცა ჩვენც შეიძლება ვილაპარაკოთ ბუტიკზეც და ბრენდზეც, ოღონდ გააჩნია რა დოზით 🙂

  3. ხო აბა რა! მთავარია დოზირება. 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

  4. gaum:

    ალბათ, საუბრის მთელი მუღამი მოსმენაა … 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s