სინდისი- საუბრიდან გამოყოლილი

ყველაფერი ინდივიდუალურია ამქვეყნად. რწმენაც ასეა. ასე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, რაკი ადამიანი ინდივიდია და კოლექტიური აზროვნება და, მით უმეტეს, კოლექტიური რწმენა არ უნდა იყოს მისაღები მისთვის.
ზოგი იჩემებს, რომ სწამს ღმერთი და მიწაში დებს იმათ, ვისაც   არ სწამს ან ისე არ სწამს, როგორც ამას. ზოგი ამბობს, რომ არაფრისაც არ სწამს და ასამარებს იმათ, ვისაც სწამს…

ზოგი, ვისაც წერა აიტანს, წერს და წერს და ამ წერაობაში ისე დაერევიან ერთმანეთს, რომ ამათი თეთრი ბუმბული ველად გააქვს ნიავს.
მე ჩემი სარწმუნოება მაქვს. ჯერ ერთი არაფრით არ მესმის, რატომ ვერ თავსდებიან ერთად მეცნიერება და ეკლესია. მე გადასარევად შევაზავე ერთმანეთში და მგონი გაცილებით რეალური და დამაჯერებელი ამბავი გამოვიდა.
ღ მ ე რ თ ი… ღამეა ერთი… ნუ მზიანიო ამბობენ, მაგრამ მაინც ღამე…
ღამით კი ხედვა ჭირს… ხოდა აბა როგორ შეუძლიათ ასე თამამად და გადაჭრით ამტკიცონ ან აბათილონ რამე?

«ჰეი,რომელნიც ეძიებთ უფალს სადღაც თქვენს მიღმა,სადღაც თქვენს იქით,
ვერსად იპოვით სხვაგან,რადგან თქვენშია იგი.

თუ არაფერი დაგიკარგავთ,ფუჭი ძიება რისთვის გარგიათ?
რატომღა უხმობთ,რატომღა ეძებთ მას,რაც არასოდეს არ დაგიკარგავთ?
გააპრიალეთ სარკე სულის,ჩამოაშორეთ ჭუჭყი და ჟანგი…»   -ეს ჯალალედინ რუმია.

აბა რას ეძებ ცაში? ის მართლა შენშია. ვაჟამ მას სინდისი უწოდა.
არის ამაში ლოგიკა. კი, სინდისია ღმერთი. არა? რაც უსინდისობაა, ის ცოდვაც იქნება იმედია…რაც სინდისის ქენჯნაა,იმას სინანულს ეძახიან. მე რომ მკითხო, სწორედ ესაა ნამდვილი შემფასებელი. მოვინანიეთო, იციან თქმა მორწმუნეებმა.თუ ისეთი რამ ჩაიდინე, რომ სინდისი გკლავს, შენდობის ლოცვა გიშველის ვითომ? და თუ ასე ადვილად შეგიძლია საკუთარი ცუდი საქციელის გადახარშვა და ფეხზე დაკიდება, მაშინ ან მონანიება რად გინდოდა? ან თუ ინანიებ, მერე იმავეს რომ აკეთებ, ეგ როგორღაა? ანუ ხელი გამიჭუჭყიანდა, დავიბანე და მერე ისევ დავისვრი?

ეჰ… საწყალი, საწყალი ღმერთი… ერთმა ჩემმა მეგობარმა ასე თქვა, თუ მართლა არსებობს,უეჭველი დაიბრიდება ამათი შემყურეო.

ტყუილად იყურები ცაში! საკუთარ თავს შეხედე. ჩაიხედე სულში. იქაა იქ. მოუსმინე მაგ ხმას, შიგნიდან რომ გჭამს და დაუჯერე და ღმერთიც ეგაა. მერე აიხედე ცაში, რადგან თუ ქრისტეს სახელით ლაპარაკის ამბიცია გაქვს, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ სწორედ სახარებაში წერია, უფლისკენ სავალი გზა სიყვარულზე გადისო და ღმერთი შენშიაო.

ს ი ნ დ ი ს ი:  სი-მართლე  ნდ-ობა  სი-კეთე( ნუ აქ სი-ყვარულიც შეიძლებოდა)

არ ვიცი, რატომ დავიწყე ამის წერა. უფრო სწორად ვიცი, საუბრიდან გამომყვა. ხოდა ახლა უსინდისოდ ვბოდავ , მაგრამ უსინდისოდ არ ვიტყუები. არც უსინდისოდ ვჩალიჩობ, მოგაწონოთ და რეიტინგს მივაწვე.  ფიქრები მომეძალა და რომ არ დამეწერა, სინდისი შემაწუხებდა. მე კიდევ ძალიან მიყვარს, როცა მართალი ვარ საკუთარ თავთან, როცა მშვიდად მყავს ჩემი სინდისი.

ნიცშემ თქვა, ღმერთი აღარ არსებობს, მოკვდა და ის ადამიანებმა მოკლესო. მგონი ეს ნათქვამიც იგივეა , რაც მე ვილაპარაკე არა?

p.s. შენ გააგრძელებ ხო? :)))

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

7 комментариев на «სინდისი- საუბრიდან გამოყოლილი»

  1. მომეწონა!!! გეთანხმები!!! რატო ვერ თანხმდებიან მეცნიერება და რელიგია?! იმიტომ რომ სურთ მისი არსებობა-არარსებობა მეცნიერულად უტყუარი საბუთით სურთ დაამტკიცონ, არადა ის მართლა ჩვენშია. ხშირად ვისმენ ასეთ შეხედულებებს და არ ესმის ამ ხალხს, რომ ღმერთს კი არ ვჭირდებით ჩვენ, ჩვენ გვჭირდება ღმერთი. და მართლაც მისკენ მიმავალი გზა სიყვარულია — ერთადერთი გრძნობა, რომელიც სამართლიანობაზე მაღლა დგას. ამიტომ უშვებს უფალი, რომ აღსარებით ჩვენი ცოდვები მოგვეტევოს. თუმცა გეთანხმები ბევრი მას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს და სულერთია მისთვის ერთიდაიგივე ცოდვის განმეორებადობა, ხელს ხომ კიდევ დაიბანს. 🙂 🙂 🙂 კარგია, როგორც ყოველთვის!!!

  2. ხოდა, ვისაც გვჯერა, გაგვატარონ :)და ნუ დაიჩემებენ, რომ მათ იციან, რაა სწორი და არასწორი.არადა, რა სასაცილოა არა ამ თემაზე უტყუარი საბუთებით მსჯელობა?

  3. მართლაც სასაცილოა. 🙂

  4. gaum:

    „რელიგია ჯერ არ არსებობს. თქვენ ფიქრობთ, რომ რელიგია არსებობს – რელიგია კი შესაქმნელია, იგი მრავალი ადამიანის გაერთიანებით უნდა იშვას“. ნოვალისი, ფრაგმენტი
    ალბათ, ამის შემდეგ სინდისი უფრო ნათლად გამოჩნდება … 🙂

  5. ხოდა მე შემიქმნია და ეგაა. მაგრამ ერთიცაა, ეგებ ჯერ სინდისი უნდა გამოჩნდეს? და მერე დანარჩენი

  6. მეთქი როგორ მეცნობა. წაკითხული მქონია. 🙂 მართლაც «ს ი ნ დ ი ს ი: სი-მართლე ნდ-ობა სი-კეთე( ნუ აქ სი-ყვარულიც შეიძლებოდა)» ყველაზე მოკლე და უტყუარი განმარტებაა! 😉

  7. კარგი ხართ, მაესტრო კატერინა !!! მაგიტომ დავანებე აღსარების თქმას თავი, რომ ერთსა და იგივეს ვიმეორებდი… მოკლედ აქ არის და წაიკითხეთ — http://agmosavleti.wordpress.com/2012/06/21/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/ — აღსარების ჩაბარების პარადოქსალურობაზე მიწერია… მგონი, მაშინ სინამდვილეში არც ვნანობდი და იმიტომ ვაბარებდი, რომ უბრალოდ ცოდვების ჩამონათვალში ეწერა, ანუ სინდისი არ მქენჯნიდა ( რაც შენ თქვი კატერინა ),სინამდვილეში იმას ცოდვად არ მივიჩნევდი და უბრალოდ ისე, ოფიციალურობის გამო ვაღიარებდი… არის რაღაცები, რის გამოც მქენჯნის, და არის რაღაცები, რასაც ცოდვად არც მივიჩნევ… შენი პოსტების კითხვა შვებას მგვრის და სულ იდიოტივით ვიღიმები -ხოლმე, ზოგჯერ ყურებამდეც ვიცინი ! გმადლობ, რომ გულს მფხან და მახალისებ, რაღაცნაირად მაზოხისტურად მსიამოვნებს საზიზღარი სინამდვილის აღიარების ამოკითხვა !

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s