პოპულიზმი ბლოგერეთში და ბლოგერული ურთიერთობები

სოციალური ქსელები ზუსტად ასახავს რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ.ამაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. მე ახლა ფბ-ს არ შევეხები. ჩემი დაკვირვების ობიექტი ბლოგებია და ბლოგერები.
არავისთვისაა ახალი, რომ პოპულისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და საერთოდაც, პოპულიზმი  ქართველების სენია, განსხვავება     მასშტაბებშია, შესაძლებლობებში და გასაქანში, თორემ ისე ეს ყველას სჭირს(აქ უცებ ვირთხა ნიკო გამახსენდა პოპულარობა «პოპულში» ძრომიალმა რომ მოუტანა).
 მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ეს სენი ბლოგებს და მათ პატრონებსაც ეტყობათ…
ხოდა ასე, როგორ გავხდეთ პოპულარულები?ამისათვის საჭიროა გაუთავებლად ვწეროთ თემაბზე, რომლებიც ცოტას წაისკანდალურებს, ბევრს გააღიზიანებს, ბევრსაც აღაგზნებს და მკითხველს მოგვიმატებს.ასეთი თემებია:რელიგია, სექსი და ამ ორ თემასთან განუყრელად მიკავშირებული რელიგიურ-სექსუალური უმცირესობები.
აქედან ყველაზე ექშენ-თემა მაინც სექსია.თუ მოთხრობას წერ, მისწრებაა ამ თემის გამოყენება, ოღონდ ისე კი არა, რომ სიუჟეტში ჩასვა და რაღაც დატვირთვა მისცე. უბრალოდ, ყოველგვარი ტვინის ჭყლეტის გარეშე, აიღე და აღწერე ერთი შემდგარი აქტი, ან სულაც არშემდგარი, ან ცუდად შემდგარი. ახსენე, რაც შეიძლება ბევრჯერ გენიტალიები და ეგაა.იქ ერთი-ორი ეროტიკული ფოტოც მიამაგრე და მორჩა, რეიტინგი და პოპულარობა გარანტირებულია. ისედაც, მარკეტინგულად ამართლებს, რომ ბლოგზე «ვიჯეტებში» გქონდეს ულევად სხვადასხვა შინაარსის მქონე ეროტიკული ფოტოები, რომ ვიზუალით უკვე დააინტერესო შენი ბლოგის ვიზიტორი, თორემ ხომ შეიძლება წაკითხვა დაეზაროს? ასე კი ერთი შეხედვითაც დააინტრიგებ და მიიზიდავ.
თუ პროზას არ წერ და ისე პოსტები გაქვს, რაც შეიძლება ბევრი უნდა წერო სექსუალურ  თავისუფლებაზე, უნდა დასცინო იმათ, ვინც ვერაა ამ ამბავში ასე «პროდვინუტი», შეიძლება რეალში შენც ისეთივე იყო და იმავე ცხოვრების წესით ცხოვრობდე, როგორითაც შენი დაცინვის ობიექტები, მაგრამ მაინც ასე უნდა თქვა, რაკი პოპულარობა გინდა.
მეორე ადგილზე რელიგიაა. კარგი იქნება, თუ რაც შეიძლება ბევრს იქილიკებ რელიგიაზე და მორწმუნეების სიბრიყვეზე, დააცირებ და აიგდებ მათ ტოლერანტობის და დემოკრატიულობის სახელით. მართალია, რეელობაში იქნებ შენც შედიოდე ეკლესიაში, სანთელს ანთებდე, პირჯვარსაც იწერდე, სააღდგომოდ წითელ კვერცხსაც ღებავდე, ნუ თუ შენ არა, ვინმე მაინც შენს ოჯახში და გულის სიღრმეში გრძნობდე ეჭვს, რომ «ის» მაინც არის, მაგრამ მაინც ასე უნდა მოიქცე. ასეა კარგი პოპულარობისთვის. კიდევ უკეთესი იქნება, თუ მერე ამ პოსტს ისეთ გვერდზე მოათავსებ, სადაც საპირისპირო აზრის თემატიკა სჭარბობს. აი მაშინ ატყდება ორომტრიალი და შედეგიც მიღებული გექნება.
მესამე ადგილი ეროვნულ- რელიგიურ-სექსუალური უმცირესობების თემას უჭირავს. რაც შეიძლება ბევრი უნდა წერო ქართველების ფაშიზმზე, ებოდიშო ერის სახელით სხვებს, მაგრამ თვითონ არასდროს გაეკარო იმ ერის წარმომადგენლებს, რომელსაც იცავ, არც მეგობრად გაუყადრო თავი და უფრო მჭიდრო ურთიერთობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
უნდა წერო თვალზე ცრემლმორეულმა გეი-ლესბოსურ სიყვარულზე და რომანტიკაზე, მაგრამ სინამდვილეში წამლად ერთიც არ გყავდეს ასეთი მეგობარი და რომ შეესწრო ასეთი ლავსთორის ამბავს, გულიც გერეოდეს ეგებ. ეს არაა მთავარი. ეს ხომ ბლოგის გარეთაა. მთავარი ისაა, აქ როგორ წარმოაჩენ თავს და არ დაკარგავ სკანდალურობის იმიჯს.
დიდად პოპულარობას ვერ შეგძენს ვერც შენ და ვერც შენს ბლოგს, თუ წერ რამე სხვაზე. აბა ვიღას უნდა ან წიგნებზე წერა, ან სულიერებაზე, ან უბრალოდ ემოციებზე? ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
გავმეორდები და ვიტყვი, რომ ბლოგერეთი ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალობას. აი კიდევ ერთი დასტური ამის- კლანურობა! ხო, აქაც, ისევე, როგორც ამ დალოცვილ ქვეყანაში, არის გარკვეული კლანური მენტალობა. რატომ? ახლავე გეტყვით. არსებობს ბლოგერთა დაჯგუფებები:
1- ელიტარული ანუ ზეპოპულარული, რომელთაც სისულელის წერაც ეპატიებათ, მეტსაც გეტყვით, გენიალურობაში ეთვლებათ, რაკი ერთხელვე მოიპოვეს გენიალურობის სტატუსი. აქ მოსახვედრად ერთგვარი ვიზაა საჭირო, რაც გამოიხატება მათ უპირობო მოწონება-აღიარებაში, განსვავებული აზრის არქონაში და ალბათ, ზოგჯერ პირად ნაცნობობაშიც. თავის მხრივ, ისინიც მარტო ამათ სცნობენ და სხვას არავის. თუმცა მათ შორისაც არიან გამონაკლისები და უნდა ვაღიარო, რომ  ესენი ძირითადად მამრი ბლოგერები არიან. ჩემდა  სამარცხვინოდ,ისინი უფრო ტოლერანტულები და სამართლიანები არიან უმეტეს შემთხვევაში, ვიდრე ქალები.
2- შეუმდგარი ანონიმი ბლოგერები. ერთმა ჩემმა მეგობარმა ბლოგერმა მათ «ბანდები» უწოდა. დაგესხმებიან თავს და მთელი მონდომებით, ექსტაზამდე გლანძღავენ, თუკი რამე ისე არ თქვი, როგორც მათ მოესურვებოდათ, აქაც დიდი თავგამოდებით და აგრესიულობით ისევ ქალები გამოირჩევიან. ნეტავი რისი ბრალია ეს? დაუხარჯავი სექსუალური ენერგიის ხომ არა?
3- აქაც, ისევე როგორც რეალში, არიან ჯანსაღად და სამართლიანად მოაზროვნე ბლოგები და მათი ავტორები ზუსტად არქმევენ თავის სახელს ყველაფერ. მათთვის თეთრი თეთრია და შავი-შავი, კარგი პოსტი კარგია და ცუდი-ცუდი, მიუხედავად მისი ავტორის პოპულარობის. სამწუხაროდ, ეს, როგორც ცხოვრებაში, აქაც იშვიათობაა.
4-თინეიჯერი ბლოგერები, რომლებიც ისე მონდომებულად ცდილობენ მიბაძონ ზეპოპულარულებს, რომ თვალზე ცრემლი მოგადგება. არადა, ზოგი მართლაც ნიჭიერი უნდა იყოს.
ახლა არაბლოგერი ვიზიტორების შესახებ! ეს კიდევ ერთი თემაა. გსტუმრობენ, სტატისტიკასი რიცხვებს გიზრდიან, მაგრამ თან არც იმჩნევენ არც პოსტს, არც კომენტარის ადგილს, არც მოწონების ღილაკს, ან კიდევ გსტუმრობენ და გლანძღავენ.
ახლა ალბათ კითხვა გაგიჩნდათ, ნეტავი ამდენს რომ ტლიკინებ, შენ რომელ კატეგორიაში ხარო. რა გითხრათ. მგონი, არც ერთში. ვწერ ჩემთვის, როგორც მეწერება. მკიდია, წაკითხავენ თუ არა, მოიწონებენ თუ არა, შეიმჩნევენ თუ არა. ვწერ იმაზე, რაც იმ მომენტში მართლა მაწუხებს და არა იმაზე, რაც მომგებიანია. არც რეიტინგზე დარდი მკლავს. არც არაფრის შეცვლას  ვაპირებ, რადგან ასე მიმაჩნია სწორად. ბლოგის ფუნქცია ზუსტადაც ისაა, რასაც ფიქრობ, ის წერო და თუ გინდა, სხვებსაც გააცნო. კიდეც ვკითხულობ სხვებისას, კიდეც ვაკომენტარებ,კიდეც ვუწონებ, თუ კარგია, არც  ვლანძღავ არავის, თუ რამეში არ ვეთანხმები. კიდევ არიან ჩემნაირები და მე მიხარია, რომ ზოგი ასეთი ჩემს ფრენდებშიცაა და პირადი ნაცნობობის არქონა, სულაც არ უშლის ხელს ჩვენს ბლოგერულ ურთიერთობას. ალბათ, ცოტა ვართ ასეთები, მაგრამ ცხოვრებაშიც ხომ ასეა? კარგი ყველაფერი ცოტაა :))).


Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

36 комментариев на «პოპულიზმი ბლოგერეთში და ბლოგერული ურთიერთობები»

  1. კარგი წამოწყებაა, მეც მომინდა რამოდენიმეჯერ ასეთი პოსტის დაწერა და ვიღაცეებს და რაღაცეებს ანგარიში გავუწიე. კიდევ ბევრ რამეს დავამატებდი თან. ახლა რომ ვუფიქრდები, ბევრ რამეს ვაკრიტკებ, თუნდაც იმ ზემოთხსენებულ თემებსაც ხშირად ვეხები (ოღონდ მართლა არ ვაკეთებ რეიტინგის გამო:(() და იქნებ დროა ერთმანეთის კრიტიკაც დავიწყოთ ბლოგერებმა?? თან საინტერესო იქნება- ერთს რომ გააკრიტიკებ, მთელ მის კლანს გადაიკიდებ და წავა მერე კლანთა ომები, მგონი არ მოვიწყენთ :DD

  2. ასეთ რეალობას არ ველოდი 😉 საღოოოლ ❤

  3. აუ გეთანხმები, ბრავო!!! სრული სიმართლეა, ბევრი წაიკითხავს და იტყვის რომ ცუდი პოსტია მაგრამ ფაქტი სახეზეა, თუ კი რეიტინგულ პოსტებს გადავხედავთ.
    მე ახლა აღმოვაჩინე შენი ბლოგი და უკვე ძალიან მომწონს და ასეთ პოსტებზე ასე ვწერ ხოლომე: «შე ჩემნაიროო»…
    🙂 🙂 🙂 წარმატებები

  4. ბუშკას- ზემოთხსენებულ თემებს, შენი თქმის არ იყოს, მეც შევხებივარ,ეგ ბუნებრივია. მაგრამ ბლოგს ეტყობა, აი დააკვირდი თუ არა, რეიტინგისთვის წერს ავტორი თუ ისე, შთაგონებით.როგორ შეიძლება გაუთავებლად ერთი და იგივე თემა ტრიალებდეს პოსტებში.ვგძნობ, რომ მეთანხმები.კარგია, თუ თქვენც შეგიმჩნევიათ ეს. ესე იგი, კიდევ შემმატებია მეგობრები 🙂 :*

  5. ხოდა ძალიანაც კარგი, ბუდემ დრუჟიწ ბლოგამი 🙂

  6. აბა რა ყველას პოსტს ეტყობა როგორ და რისტვისაა დაწერილი. :* 🙂 🙂 მეც გამიხარდა შენი აღმოჩენა.

  7. ცოტა უფრო დიდი შრიფტი არ იყო???

  8. კი იყო 🙂 ხო, ეტყობა წვრილად წერა კაი პონტია, ამის გამოყენებაც შეიძლებოდა.

  9. gaum:

    „კარგი ყველაფერი ცოტაა :)))“ ყველაფერი რომ ერთი სიმაღლის იყოს, ალბათ, მაღალი არ იქნებოდა (არც დაბალი) …და ეს პოპულიზმიც ხომ იმას ეწირება — კარგი უფრო რომ გამოჩნდეს … :))

  10. მგონი სჯობია ცოტათი დააპატაო ასოები, შენი ბლოგია და ბუნებრივია მოგწონს ის როგორიც არის მაგრამ საკითხავად ცოტა რთულია..

    ბლოგერების კლასიფიკაციაში გეთანხმები, მაგრამ შეიძლება ცოტა მეტი იყოს კატეგორიების რაოდენობა..

    გამოსავალი ის არის რომ მეტმა ადამიანმა წეროს კონკრეტულ თემებზე, მე მაგალითად სოციალიზმზე, ეკონომიკაზე, სოციალურ ფსიქოლოგიაზე და სხვა არაპოპულაურ თემებზე ვწერ თან ყველაფერს ამას სრულიად არასაჭირო ცინიკურ ფილიპიკებს ვუმატებ, მაგრამ დროთა განმავლობაში გამიჩნდა მკითხველები, ვიცი თუ სტატიას დავწერ სოციალიზმზე 100 კაცი კითხულობს თუ არადა 10 კაციც არ შემოდის..

    მგონი დრო უნდა ყველაფერს,.. ორი წლის წინ 30 ვიზიტორით პირველ გვერდზე იყავი ტოპ,გეზე დღეს სულ სხვა სიტუაციაა…

  11. ჩვენ 1 წლის ვართ და 2 წლის წინ არც 0 ვიზიტორი გვეყოლებოდა.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემი პოსტი, როგორც გულის დაწყვეტა, ისე გაიგე. თუ ვცდები, მაპატიე.მე მხოლოდ დაკვირვების შედეგად ერთგვარი ანალიზი გავაკეთე.შენს ბლოგს მეც ვკითხულობ დ ეტყობა იმ 10 კაცში შევდივარ 🙂

  12. ///ჩვენ 1 წლის ვართ და 2 წლის წინ არც 0 ვიზიტორი გვეყოლებოდა///

    არა ვიგულისხმე რომ ტენდენციაა თქო ბლოგების მკითხველების და მწერლების რაოდენობის 🙂

    //ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემი პოსტი, როგორც გულის დაწყვეტა, ისე გაიგე. თუ ვცდები, მაპატიე.///

    არა ნამდვილად არ მიგულისხმია ეს 🙂

    ///მე მხოლოდ დაკვირვების შედეგად ერთგვარი ანალიზი გავაკეთე///

    კი საინტერესო დაკვირვება იყო, უბრალოდ მე ვფიქრობ რომ გამოსავალიც არსებობს ეს არის და ეს 🙂

  13. მეც ვფიქრობ, რომ არსებობს გამოსავალი და სადღაც იმანაც დამაწერინა ეს პოსტი, რომ ზუსტადაც გვეფიქრა ამ გამოსავალზე. კარგი კომენტარი იყო 🙂

  14. ალბათ, მაინც აჯობებდა, რამდენიმე მაგალითის დასახელება 🙂

  15. საინტერესო იყო. გეთანხმები ფაქტიურად. მაგრამ არის ერთი რაღაც — ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავ. არის ხალხი, ვინც თუნდაც უმცირესობებზე მხოლოდ იმიტომ წერს, რომ მართლა აწუხებს ეს ამბავი. მეც დამიწერია მსგავსი ხასიათის ერთი-ორი პოსტი, არც ათეისტობას ვიჩემებ და არც განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას. ვარ მართლმადიდებელი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალური რაღაცეები უნდა დაივიწყო, მით უმეტეს, რომ ჩვენი რელიგია არის ლიბერალური.

    სხვა საქმეა როცა რაღაც გაწუხებს და იმიტომ წერ და სულ სხვაა, როცა კონკრეტული თემებით მანიპულირებას ცდილობ.
    ახლა დავფიქრდი და ერთი სასაცილო აღმოჩენა გავაკეთე — სულ რამდენიმე მსგავსი პოსტი მაქვს და არც ერთის სათაურში არ ფიგურირებს სექსი, ათეიზმი და სხვა «მიმზიდველი» სიტყვები. მე ვარ დები’ლ’ი რა 😀

    ხო, შენს ბლოგზე მგონი პირველად ვარ და სავარაუდოდ არა უკანასკნელად 🙂 კაი პოსატი იყო 😉

  16. აბსურდია 🙂 ძალიან არარეალური წარმოდგენა გქონია ბლოგებზე 🙂

  17. ძალიან მომეწონა პოსტი… შენ ის თქვი რაც ძალიან მაწუხებს.. სამწუხაროა , რომ ყველაფერი რეალობაა 😦 ამ ბოლო დროს განსაკუთრებით.. 😦 ყელში ამოვიდა პოსტები რომელიც უბრალოდ რეიტინგისთვის იწერება.. ვაპირებდი ამდაგვარი წერილი დამეწერა და ჩემი გულისტკივილი გამომეხატა, მაგრამ უკვე დაგიწერია:) თან ძალიან კარგად…
    ჯერ სხვა პოსტები არ წამიკითხავს შენი, მაგრამ მიხარია აქ რომ მოვხვდი 🙂 ვიცი მომეწონება აქაურობა 🙂

  18. გიორგი:

    ყველაზე სამწუხარო ის არის რომ,შენ რასაც წერ ეს ცხოვრებას ასახავს ბლოგები უბრალოდ გამოძახილია ,ეს არის სამწუხარო რეალობა რასაც შენ წერ ,სწორედ ასეთია რეალური ცხოვრევბაც .
    P.S რეკლამაში არ მინდა ჩამომართვა ამიტომ საიტის სახელს არ დავწერ ,ბლოგის ტიპის საიტი მაქვს სადაც ჩემი აზრით შენი ადგილიც არის, სადაც ნიჭიერი ხალხი მინდა იყოს შეკრებილი ,თუ დაგაინტერესებს მომწერე იმეილზე და მოგწერ საიტის სახელს ალბათ მოგეწონება .

  19. სიამოვნებით, მაგრამ მეილი სად ვნახო?

  20. ხოდა გელი აწი ხშირად 🙂

  21. ოჰ, როგორ მომეწონა პოსტი.
    საინტერესო ბლოგი გაქვთ, მივყვები და თითოეულ პოსტს ვკითხულობ: )

  22. გაიხარე,ველლ ქომ :))))

  23. ჯანსაღი პოსტია! როგორც სჩანს ეს პრობლემა უკვე საკმარისზე მეტს აწუხებს (:)

  24. შენც გაგიხარდა არა? მეც 🙂

  25. «აქაც, ისევე როგორც რეალში, არიან ჯანსაღად და სამართლიანად მოაზროვნე ბლოგები და მათი ავტორები ზუსტად არქმევენ თავის სახელს ყველაფერ. მათთვის თეთრი თეთრია და შავი-შავი, კარგი პოსტი კარგია და ცუდი-ცუდი, მიუხედავად მისი ავტორის პოპულარობის. სამწუხაროდ, ეს, როგორც ცხოვრებაში, აქაც იშვიათობაა.»

    ზუსტად ამ სიტყვების შესაბამისი პოსტია! კარგია, რომ ასეთ საჭირბოროტო თემას შეეხე! 🙂

  26. გაიხარე! ოღონდ უმრავლესობამ კინაღამ ჩამქოლა ამ პოსტის გამო თავის დროზე და დღემდე არ მცნობენ 🙂

  27. მე რომ არცერთზე არ ვწერ(..სხვა ინტერესები მაქვს.

  28. ჰმ, ნეტა რატომ არ მიკვირს საკუთარი აზრის გამოხატვისთვის რომ ჩაგქოლეს? 🙂
    პოსტს რაც შეეხება, გეთანხმები თითქმის ყველაფერში, კატერინა ❤

  29. ძალიანაც კარგი მერე, ამიტომაც იქნები სწორ კატეგორიაში, იმაზე უნდა წერო, რაც გაინტერესებს და გაწუხებს და არა იმაზე, რაც სხვას მოეწონება, ასე მგონია მე 🙂

  30. ხო, მეც არ გამიკვირდებოდა დიდად, რომ იმათგან ზოგი ისეთი არ ყოფილიყო, თავისუფალი აზრის მქადაგებლებად რომ მოაქვთ თავი. 🙂 მიხარია, გრაფინია :*

  31. სამწუხაროდ მართლა შაბლონი თემები აინტერესებს ხალხს(თორემ აბა მე რაზეც ვწერ ის კი არ აღელვებთ)

  32. » მართალია, რელობაში იქნებ შენც შედიოდე ეკლესიაში, სანთელს ანთებდე, პირჯვარსაც იწერდე, სააღდგომოდ წითელ კვერცხსაც ღებავდე, ნუ თუ შენ არა, ვინმე მაინც შენს ოჯახში » – ათეისტს რომ ვინმე ყავს ოჯახში რელიგიური ეგ რამეს ცვლის მის ათეისტობაში ? 😀

    «მეორე ადგილზე რელიგიაა. კარგი იქნება, თუ რაც შეიძლება ბევრს იქილიკებ რელიგიაზე და მორწმუნეების სიბრიყვეზე» – ვიღაც ბლოგერის სექსუალური აქტის აღწერა , ან მისი სექსუალური ფანტაზიის ნაყოფი და რეალური პრობლემები რომლებსაც სასულიერო პირები და რელიგია უქმნის ადამიანებს სხვადასხვა რამეა , რელიგია არის იარაღი რომელსაც იყენებენ ნაკლებად მოაზროვნე და განუვითარებელი ადამიანების სამართავად , მაგრამ არიან ადამიანებიც რომლებსაც ეს პრობლემა არ აქვთ , მოაზროვნე ადამიანი ქვიათ მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც ბრმად მისდევენ «მწყემსს» და მის დარიგებებს , აი «მწყემსი» კი ზრუნავს საკუთარ ავტორიტეტზე , ფინანსურ მდგომარეობაზე , საკუთარ ძალაუფლებაზე და ასე შემდეგ , ეს უკე საზოგადოების პრობლემაა , პრობლემა რომელზეც უნდა ილაპარაკო , უარყოფითი წარმოაჩინო ან უბრალოდ დაგროვილი სათქმელი თქვა და თუნდაც ერთმა ადამიანმა წაიკითხოს , იმის თქმა მინდა რომ ვიღაცის სექსუალური აქტის ასახვა და რელიგიაზე წერა სხვადასხვა რამეა 😉

  33. რა თქმა უნდა, ყველაფერზე შეიძლება წერა, ოღონდ თუ მართლა გაწუხებს და არა პოპულისტობისთვის 🙂 და ფორმასაც გააჩნია, ამაშიც გეთანხმები

  34. სამწუხაროა რომ დღემდე არაფერი შეცვლილა…

  35. ხო… რა შეცვლის, მახსოვს, როცა ეს დავწერე, სრულიად ბლოგოსფერო გადავიმტერე 🙂 არ ვდარდო მაგას :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s