ზღვაურ-ზაფხულური პოსტი

მე დავბრუნდი.
ერთკვირიანი გაქცევა თბილისიდან, ყოფიდან და ინტერნეტიდან დამთავრდა. ამ დროის მანძილზე მხოლოდ ჩემი ქეთლანდია მომენატრა, მეტი არაფერი. მოკლედ კატერინა დაბრუნდა მიზანთროპობაგალაითებული, გარუჯული და სურვილით, ისევ მალე გაიქცეს ზღვაზე.
ახლა იქაური შთაბეჭდილებები…

ზღვამ და მზემ პატივი მცა და პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობა, თან შედეგიანად.აი ადამიანებს რაც შეეხებათ, აქ ცოტა რთულადაა საქმე.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში არაფერიც არ იცვლება, მარტო სახელები, გვარები და სახელწოდებები.
ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, კურორტებზე რუსი დამსვენებლების პარპაში და თავხედური ამბიცია, ყველა და ყველაფერი მათთვის და მათ სასიამოვნოდ რომ უნდა ყოფილიყო და ისე უნდა ეგრძნოთ თავი, როგორც საკუთარ სახლში და უკეთესადაც. დამხვდურებიც ცდას არ აკლებდნენ, ფეხქვეშ ეგებოდნენ და შენ,თბილისიდან ჩასული, ვიგინდარად და ზედმეტად გრძნობდი თავს.
ახლა ეს აღარაა, მაგრამ არც დიდად უკეთადაა საქმე. აჭარაში ყოფნის 6-მა დღემ ლამის დამავიწყა, სად, რომელ ქვეყანაში ვიყავი დასასვენებლად. აქტუალური კითხვაა «ქართველი ხარ?» აგერ უცხო ქვეყანაში რომ გადაეყრები ვინმეს ქართლოსის მოდგმიდან, ისე. აქ ნამდვილად იფიქრებ, რომ კავკასია ერთი სახლია, ოღონდ ამ სახლში საშინლად უწესო. ბინძური და ხმაურიანი ხალხი შეკრებილა და შენთვის ისეთი პატარა კუთხე გამოუყვიათ, ცალ ფეხზე თუ დადგები, თორემ ისე ვერ დაეტევი.
ჰაოსის ნაშიერთ აუღიათ აქაურობა და ქართლოსიანები ახლა მათ ეგებიან ფეხქვეშ, რაკი დიდი რუსეთი აღარ სწყალობთ. აბა რა ქნან? სისხლში აქვთ და ვერ მოიშლიან ამ ჩვევას.
ყოველი კუთხე-კუნჭულიდან ყურს გიამებს სომხური» კარო» და მისთანები და თუ ქართული ისმის რამე, აქაც მხოლოდ სიტყვებით ხვდები, რომ ქართულია, თორემ ისე ვერც განასხვავებ.
ახლა არავის ეგონოს, რომ სომხების წინაარმდეგი ვარ და არმენოფობია არ დამწამონ. მართალია, საშინლად იქცევიან და ჰიგიენის თვალსაზრისითაც დიდი ვერაფერი მოსაწონები არიან, მაგრამ ამაში რომ არც ქართველები უდებენ ტოლს, ეგეც ყველამ ვიცით.
მათი თავმომწონეობაც და სითავხედეც ისევ ქართველების ბრალია. ასე რომ მე მოძმე სომხებს კი არ ვერჩი, არამედ მათ «გულმხურვალე» მასპინძლებს.
კაი ბატონო, გავიგე, რომ ღამღამობით აქოთებული რესტორნებიდან,  ცხიმხახვხორცის გულის ამრევი სურნელის გარდა, სომხური ჰანგებიც იფრქვევა, რაკი შაბაშების პონტია, მაგრამ დღისით? ამ დროს ხომ არავინაა ამ დაწესებულებებში და ცარიელ კაფე-რესტორნებში?
რაღა საჭიროა ამ ზურნა-დუდუკის ჭვიტინი, თუ შენ თვითონ არ მოგწონს ან შემტენი თუ არ ხარ? ან რა საჭიროა იყოს სამარშრუტო ხაზი ერევანი-ქობულეთი? არ ვიცი, მოკლედ სრული «დურდომია».
ახლა ბათუმური შთაბეჭდილებები.
ვიღაცამ თქვა, ესენი იმდენს იზამენ, შემაძულებენ ბათუმსო და იქ ჩასვლისას სულ ეს ფრაზა მიტრიალებდა თავში. მე ზედმეტად მიყვარს ეს ქალაქი იმისთვის, რომ სულერთი იყოს, იქ რა ხდება. არა, არ გეგონოთ, რომ არ მომწონდეს მისი გალამაზება და ახალ-ახალი რაღაცების კეთება. მომწონს, ბატონო, მაგრამ უგემოვნებობას რომ ვერ ვეგუები, რა ვქნა?
აგერ თეატრი. რას ერჩოდნენ, ვერ გავიგე. მშვენიერი, ლამაზი, გემოვნებიანი, კოხტა შენობა და რა? მიუტყეპებიათ ეს რაღაც საშინელი ოქროს ფირფიტები და ისე ელავს, თვალებს გჭრის და თავი რომელიღაც მიყრუებულ აზიურ ქალაქში გგონია.ერთმა ჩემმა ნაცნობმა მშვენივრად შეაფასა: ოქროს კბილები ჩაუსვეს თეატრსო. და საერთოდაც, რა უბედურებაა ეს ოქროსფერზე გადარევა-შეთხლეშვა? რა, კაია თუ რა? საითაც გაიხედავ, ყველგანაა ჩაკვეხებული.
ახლა ეს ახალი ფიგურები, რკინის კონსტრუქციები, რომლებიც ძირითადად რომანტიკულ  და სასიყვარულო გულის ამაჩუყებელ სცენებს წარმოადგენენ. ჩანაფიქრი ნამდვილად არაა ცუდი და თვითონ ფიგურებსაც აიტანდა კაცი, რომ არა ეს უაზრო ფერად-ფერადი გულები.
აბა ვისთანაა შავი რკინის ფიგურებს შორის წითლად მობრდღვიალე გული?

ახლა ალის და ნინოს არ იკითხავთ?ჯერ თავიდანვე იმან აღმაშფოთა, ასე რომ მონათლეს და აზრი დაუკარგეს ამ მშვენიერ ნამუშევარს, ასე რომ მომხიბლა ვენეციის ბიენალედან რეპორტაჟისას. ამ სახელწოდებით რაღაც უაზრო ჩარჩოებში მოაქციეს, როცა გაცილებით უფრო საიტერესო ჩანაფიქრი იყო. ახლა რა ყოფაში არიან? დგანან უაზროდ გამოკვეხებულები ქვა-ღორღსა და პლაჟს შორის ერთმანეთში შეჭედილები. თუ ასე სულ მუდამ გაშეშებულები უნდა მდგარიყვნენ და მარტო ზეკაცების სტუმრობისას უნდა ამოძრავებულიყვნენ ტელევიზორში გამოსაჩენად, ცალკ-ცალკე მაინც გაეჩერებინათ, კიდევ შეიძლებოდა გეფიქრა, რომ არის ამაში რაღაც სიმბოლური-დგანან ერთმანეთის პირისპირ და ელოდებიან მიახლოება-შერწყმას.ახლა? ცოტა სასაცილოა. ისე შეჭედილან, რომ შთაბეჭდილება გექმნება, ერთი სული აქვთ, როდის გაშორდებიან , რადგან უკვე გული ერევათ ერთმანეთზე. უი, აი ახლა დავფიქრდი და მგონი ესეც სიმბოლურია და ამით კიდევ ახალი აზრი შეიძინა ამ კონსტრუქციამ-ქართული ოჯახი :))).
ძველი ბათუმური სახლებიდან უაზროდ ამოჩხერილა «რედისონი», რომელიც, თავისთავად ალბათ კარგი შენობაა, აქ რომ არ იდგას.
დადუმებულ-დამწყდარ შადრევანს, ცეკვის  რა მოგახსენოთ და, სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ ეტყობა. მის ახლოს წამოჭიმულია უზარმაზარი შენობა-კიდევ ახალი თავმოსაწონებელი. ისე მართლაც შეიძლება მოიწონო თავი ამით, როგორც კიჩის საუკეთესო თავლსაჩინოებით.
ვისაც სადმე რამე უნახავს ან გაუგია, ან საიდანღაც გახსენებია, ყველაფერი ზედაა. ხან პრაღა, ხან მეჩეთი, ხან ბაროკო, ხან ბუდისტური რელიეფური ფიგურები…კიჩია აბა რა?
კიდევ ბევრს დავწერდი ალბათ, უბრალოდ ამის მეტი ვერ მოვასწარი მენახა, რაკი დროში ვიყავი შეზღუდული. აი თუ კიდევ გავძვერი ცოტა ხნით, უკვე მარტო ბათუმს დავივლი ფეხდაფეხ და ყოველ კუნჭულს დავაკვირდები.ვინ იცის, კიდევ რადენი რამ გავმაზე უდროობის გამო.
მოკლედ ასე. ამ ბოლო ხანებში ამინდი სასიკეთოდ შემობრუნდა აჭარის იმედად დარჩენილებისთვის, აი ფასები, სიტუაცია და გემოვნება კი… რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!.

მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს, როდის გავწანწალდები ჩემს საყვარელ ქალაქში, ვიბოდიალებ ძველი ბათუმის შმორიან ულამაზეს ქუჩებში, დავჯდები ჩემს საყვარელ «приветь из батума»-ში და თავს ძველი იტალიური ფილმის პერსონაჟად წარმოვიდგენ.
მერე ისევ დავეთხლიშები ცხელ ქვებზე, დავიხრუკები მზით, მოვუსმენ ზღვას და ვიგრძნობ, როგორ გამომდის შიგნიდან გარეთ უარყოფითი ემოციები, ვიცლები, ვმსუბუქდები და ვემშვიდობები მიზანთროპიას, დროებით, მაგრამ მაინც…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s