მოკითხვა შორეთიდან

აბა, ჩემო ყოფილო თანაპლანეტელებო, როგორ მყავხართ? როგორც ვატყობ კარგად და , რაც მთავარია, ძველებურად. არაფერი არ შეცვლილა. ისევ ის აზრები, ისევ ის მიზნები, ისევ ის სურვილები, ისევ ის ხერხები ამ სურვილების ასასრულებლად და მიზნების მისაღწევად. ისევ ის გაცვეთილი სიტყვები.ისევ ის ყალბი მზერები.ყალბი დაპირებები.ყალბი ღიმილ-სიცილები. ისევ ის დაჩლუნგებული გრძნობები, ფიტულებად ქცეული ორფეხა არსებები, მოარული მძორები…სტომაქს მიჩერებული უსულო პატარა ადამის მოდგმა…
გიყურებთ და აღარც კი მჯერა, რომ მეც თქვენგანი ვიყავი ერთ დროს. რომ თქვენთან ვცხოვრობდი.
გახსენებაც არ მინდა.
როგორ იცით ხოლმე? რომ დასხდებით(ან დადგებით) და ბრძნულად ბჭობთ სამოთხე-ჯოჯოხეთის რაობაზე და მათში მოსახვედრელ ვიზებზე.
რა სასაცილოები ხართ! და საცოდავები! როგორ გიყვართ ფორმულები, დოგმები, ჩარჩოები და სიახლეზე ფიქრიც კი გკლავთ!
ბორიალობთ მაგ თქვენს მაძღარ ან გასაძღებ ცხოვრებაში და გინდათ აქაც, სანამ სუნთქავთ, სამოთხეს დაამგვანოთ საკუთარი ყოფა, თუნდაც სხვებისთვის ამ ყოფის ჯოჯოხეთად ქცევის ხარჯზე და მერე იქაც სამოთხის პრეტენზია გაქვთ!
ნეტა ის მაინც თუ იცით, რაა ან ერთი და ან მეორე? ალბათ დიდი ღობით გამიჯნული ადგილები გგონიათ არა? ერთში სულ მზეა, უსაქმურობა და დროსტარება, მეორეში კი ბნელა და დიდი ქვაბში ხარშავენ თქვენთვის არმოსაწონებს არა?
მინდა მძულდეთ, მაგრამ უკვე ამის ღირსებიც არ ხართ! მეცოდებით კი ძალიან.
ჩემი ჯოჯოხეთი მანდ იყო.ის წლები არ იყო მარადისობა, მაგრამ უდრიდა კი ტანჯვის სიმრავლით და ხარისხით. აბა რა წამოვიღე თქვენგან ან თქვენი დამპალი დედამიწისგან ისეთი, რომ მეძვირფასებოდეს და მანატრებდეს თქვენთან ყოფნას? არც არაფერი. როდის იყო ტკივილი, იმედგაცრუება, ტყუილი, დაკარგვა, ძარცვა-გლეჯა, ჩაგვრა, ბოღმა, შური და ასეთები ენატრებოდა და ენანებოდა ვინმეს?
სამოთხე თქვენგან შორს ყოფნაა, თქვენი ყალბი სახეების არდანახვა, თქვენი ყიყინის არმოსმენა, თქვენი დემაგოგიის და უაზრობის არგაგებაა.
ან აქამდე რა მაჩერებდა უცხოს უცხოთა შორის?
ახლა ისე შორს ვარ თქვენგან, ვერაფერს  დამიშავებთ. ვერც ბინძური ხელებით მომწვდებით და ვერც შხამიანი ხმით მომწავლავთ!
დავყურებ ამ გახრწნილ სფეროს და ვხედავ, როგორ იხრწნებით ცოცხლად. მატლები დაგდით,  ჩირქი გდით დამსკდარი სხეულებიდან, თვალების ნაცვლად ცარიელი ფოსოები დაგრჩენიათ და იქიდანაც მატლები მოღოღავენ. ყარხართ და თქვენი სიდამპლის და სიმყრალის სუნი აქამდეც კი აღწევს ხანდახან.
კარგია უთქვენობა!
კარგია შორს ყოფნა!
ეჰ, მეგობრებო, მეგობრებო, როგორ მიყვარდით და ვკარგავდი ტყუილად დროს!
ეჰ, მეგობრებო, მეგობრებო, როგორ მძულდით და ისევ უაზროდ ვკარგავდი დროს!
ახ, რა კარგია, მეგობრებო, მე თქვენ მკიდიხართ ყველა! ყლეზე-მეთქი ვიტყოდი, მაგრამ სქესი არ მიწყობს ხელს! და მაინც მკიდიხართ!
ჯოჯოხეთი-განსაწმენდელი-სამოთხე-ასე იცით ხო? გინდათ ჩემი ვერსია?
სიყვარული-სიძულვილი-დაკიდება! აი ესაა სწორი!
მოკლედ, აბა, ჩემო დაკიდებულებო, კარქა იყავით, სულ კარგებში და კეთილებში! და არც არასდროს ამოყნოსოთ აქ, ჩემთან! მცდელობასაც გიკრძალავთ!
როგორ იცით?»გკოცნი»,»გეხვევი» და ასეთები ხო?
ჩემი ვერსია:
აბა კარგად, გაფურთხ-გაწიტებთ აწ და მარადის.
თქვენი «უცხო»-ნეომარსიანელი.
Запись опубликована в рубрике ემო с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «მოკითხვა შორეთიდან»

  1. vow, vow, vow!!!!! katerina, mudam sheni blogis mkitxvelad miguleee! saocari postia da dzalian niwieri xar.gansakutrebit kargi pasaji iyo: » jojoxeti-gansawmendeli-samotxe ki ara — siyvaruli-sidzulvili-dakideba» da es yleze rom daikidebdi, sqesi rom giwyobdes xels! damimegobrdi facebook-ze — darine metreveli var.

  2. «virtualuri, magram yvela namdvilze namdvili» — mimiqaravs realoba, araaa?! mixaria, rom arsebob !

  3. მიხარია. მადლობა.მოგძებნი

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s