მეტამორფოზა


თვალი გაახილა.
ვერაფერი დაინახა. აღარც ოთახი იყო არსად, არც საწოლი, არც სინათლე შემოდიოდა არსაიდან. ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა. არა, იმიტომ კი არა, რომ დამბლა, ან ატროფია, ან რამე ამის მსგავსი დაემართა, სივიწროვის გამო.  უცნაურ, საძილე ტომრის მსგავს რაღაცაში იყო მჭიდროდ გამოხვეული.
კარგა ხანს იფაფხურა. რაკი მიხვდა, რომ არაფრის შეცვლა არ შეეძლო, გაჩერდა და ფიქრი დაიწყო…

«სად ვარ?»
«როგორ  მოვხვდი აქ?»
«რა მინდა აქ?»
«როდემდე უნდა ვიყო აქ?»
«სული მეხუთება,ბლინ!»
-ეეეე, არავინ ხართ მანდ? ჰელპ! ჰელპ-მეთქიიი!
არც ამან უშველა რამე, კაციშვილის ჭაჭანება არ ისმოდა.
თვალები დახუჭა. უჰაერობისგან სუნთქვა უჭირდა.
» რა მჭირს, ე?! კუბოში თუ ვააარ, მრგვალი რატოა? ან თუ მოვკვდი, როგორ ვსუნთქავ და ვფიქრობ? გავგიჟდი? რაღაც არც ამას ჰგავს.»
უცებ დატრიალდა ყველაფერი. ყველაფერი რა, თვითონ ტრიალებდა, თავის უცნაურ შალითასთან ერთად. გონება დაკარგა…
…თვალი მზემ მოსჭრა. გაშლილ მინდორში იწვა. ცაზე ღრუბლის ნამცეციც არ ჭაჭანებდა. კრიალა იყო სარკესავით. ყვავილების თუ ხილის თუ რაღაც ამდაგვარის არომატი აბრუებდა.
უცნაური სიმსუბუქე იგრძნო. უცანურობა რომ სჭირდა, ამას კი ხვდებოდა, მაგრამ ისეთი პონტი იყო, აი რომ გეშინია სიახლის.
წამოდგომა დააპირა.წამოიწია და ამჩატდა, მიწას მოსცილდა.
ახლაღა დააკვირდა საკუთარ სხეულს:
ლამაზი ფერადი ფრთები ხელების ნაცვლად…უცნაური საცეცებისმაგვარი ფეხები…მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მისი არც თუ უნაკლო სხეულის მაგივრად ულამაზესი პეპლის გარეკანი მორგებოდა მის ახლადგაღვიძებულ სულს.
ფარფატებდაააააა, ნუ იტყვით! რას გრძნობდააააა, ვინ აღწერს! აი, ბევრჯერ რომ გინატრია ადამიანს და სიზმარში რომ განგიცდია ფრენის სიტკბოება, სწორედ იმ მდგომარეობაში იყო.
გული იჯერა აქეთ-იქით ნავარდით. მერე მიწას დახედა.

იმ ადგილიდან ოდნავ მოშორებით, სადაც გაეღვიძა, მოგრძო რაღაც ეგდო, ჭუპრისმაგვარი.
» ამაში ვიყავი ხო? იმიტომ ვერ ვსუნთქავდი.»
მიუახლოვდა. უცნაური გორგალი იყო, ზედ უამრავ მოშავო-მონაცრისფრო ძაფებდახვეული.
კიდევ უფრო მიუახლოვდა და დააკვირდა.
სათითაოდ გაქექა ყველა ძაფი.
ყოველ მათგანზე რაღაც ეწერა.მთლიანად წაკითხვა შეუძლებელი იყო, ისე მჭიდროდ დახვეოდნენ ერთმანეთს.
მხოლოდ ალაგ-ალაგ იკითხებოდა სიტყვები: » მტკივა…» «მოკვდა…»
«მიყვარდა…» «მომატყუეს…» «დავკარგე…» «რატომ?..» «მე კიდე მეგონა…»  «მეზიზღება…» «ნუ მაწუხებთ…» «…» «…» «…»
დიდხანს ჩიჩქნიდა. ნაწვეტ-ნაწყვეტ ამოკითხული სიტყვების, ფრაზების დაკავშირებას და აკინძვას ცდილობდა და უცებ მიხვდა- წინ მისი დარდების, ადამიანური დარდების, გორგალი იდო და თვითონ, ამ ადამიანური დარდების გორგალში წვა-დაგვას გადარჩენილი,  ახალ სიცოცხლეს ნაზიარევი, პეპელად  ქცეულიყო და ახლა უკვე ღიმილით ათვალიერებდა თავის წარსულს.

საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა. რაღა დაამძიმებდა?!
მზე აცხუნებდა.
საიდანღაც მწიფე ხილის სუნი მოვიდა. ფრთები დაიქნია და იქით გაფარფატდა…


 
 

  

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s