ნაციონალური ტოქსიკოზი

ძალიან შემაწუხა იმ ყველაფერმა, რაც ირგვლივ ხდება. დამღალა ამდენმა ფარისევლობამ და სიყალბემ, ყველგან და ყველაფერში. გაჩნდება რაღაც ახალი, გასარჩევ-საყაყანო და აბა, არიქა, დაერევიან ერთმანეთს. მერე ესეც მალე ბეზრდებათ და ისევ მიიძინებენ. მთავარი კი ისევ მისახედი რჩება.
ახლა ახალი თემა გაჩნდა: პარლამენტის გადაწყვეტილება რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით და საპატრიარქოს და აჟიტირებული მრევლის პროტესტი.
მე აქაც ცალკე აღმოვჩნდი.
გული მერევა ერთზეც და მეორეზეც.
შეიძლება ჩემმა დამოკიდებულებამ გააღიზიანოს ისინი, ვინც იწონებენ პარლამენტის გადაწყვეტილებას და ეთანხმებიან იმას, რომ რელიგიური ნიშნით ყველა თანასწორი უნდა იყოს. თავიდანვე ვაცხადებ, მერე რომ მცდარი დასკვნები არ გააკეთონ, რომ მეც ზუსტად ასე ვფიქრობ და რომ მძულს, როცა ვინმე იჩაგრება  თავისი ეროვნული ან  რელიგიური ნიშნების, ან თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო და  ნერვებს მიშლის ყველა, ვინც ამტკიცებს ქართველობის, მართლმადიდებლობის და ჰეტეროსექსუალობის უპირატესობას და ადამიანად არ ცნობს ყველა განსხვავებულს.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ზემოთ ნახსენები გადაწყვეტილება მეც სწორად მიმაჩნია, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის იმაში, კარგად დავფიქრდე და ეჭვი შევიტანო მისი მიღების და დამტკიცების ჰუმანურ მოტივებში.რატომ? ახლავე გეტყვით.
დავიწყოთ იმით, რომ ესაა  ქვეყანა, სადაც ადამიანს ჭიანჭველას ფასი აქვს და სადაც ყოველ წამს და ყოველ ცისმარე დღეს ირღვევა ადამიანის უფლებები. სადაც ყველაფერი აკრძალულია, სადაც უკვე არსებობაა შეუძლებელი.
მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმუშევარია. არ დამიწყოთ ახლა, ზარმაცები ვართ და იმიტომო, ან ცოდნა არ აქვთ შესაფერისიო, თორემ ვინც კარგად ისწავლა, ყველამ რაღაცას მიაღწია და სულაც აღარააა საჭირო მფარველების ყოლაო. ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრია ნიჭიერიც, ბეჯითიც, მონდომებულიც, დიპლომებიან-სერტიფიკატებიანი, მაგრამ სულ მუდან სამუშაოს ძებნაში და ამ გაუთავებელ ძიებაში თუ უცებ გაუმართლა და რამეს გამოჰკრა ხელი, მაინც დიდი დღე არ უწერია და თავიდანვე განწირულია იმისთვის, რომ პირველივე შემცირებაზე სწორედ მას გამოუშვებენ, თუნდაც სხვებზე მაღლა იდგეს ყველაფრით. ნაცნობის და მფარველის გარეშე არასდროს არაფერი ხდებოდა ამ ქვეყანაში და ახლაც იგივეა, უბრალოდ ნაცნობობის კრიტერიუმები შეიცვალა.
ვისაც გაუმართლა და მუშაობს, აქედანაც ალბათ დიდი-დიდი 10 პროცენტი იყოს უზრუნველყოფილი(ძირითადად ისინი, ვინც სწორედ იქ ზის, კანონებს რომ იღებენ ან კარგად კვებავს მათ ჯიბეეებს და ბიუჯეტს), დანარჩენები ფსიქიურ აშლილობამდე მიყავს იმაზე ფიქრს, როგორ ამყოფინონ შემოსავალი ოჯახს ამ კანიბალური ფასებისა და გადასახადების ფონზე.
ამას ემატება დაუცველობის განცდა. აქ არავინაა დაცული საკუთარი ხელისუფლებისგან. მუდმივი თვალთვალი უხილავი » დიდი ძმის», დამცინავი და თავზეხელაღებული პარპაში პოლიციის და თვალში შეყრილი ნაცარი მასმედიის, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ შესაშურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ეს სამოთხეა და აქეთ მოილტვის მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყარო( აბა რატომ იყიდა ბინა აქ იმ ჩვენმა მადლიანმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა?). დიდი თეატრალური შოუა ჩვენს ქვეყანაში, ოღონდ ძალიან უნიჭოდ და უგემოვნებოდ დადგმული. ყველაფერი გარედან, ფასადურად, სხვების თვალის ასახვევად, მტრის გულზე გასახეთქად და მოყვრის დასაცინ-თვალში ნაცრის შესაყრელად.
თუ რამე კეთდება, და რომ კეთდება, ამას არც არავინ უარყოფს, არა ხალხისთვის. ისე, თავის მოსაწონებლად. სკვერი და ბაღი შენდება და შიგ ვერ შეხვალ ან თუ შეხვალ, კოლია პიონერივით გაჯგიმული უნდა იჯდე და ზედმეტად არც ისუნთქო. კურორტები კეთდება და ისეთი ფასებია, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენზე არაა გათვლილი. პოლიცია გავაძლიერეთო და როგორც გამოჩნდა, ჩვენს დასაშინებლად ყოფილა ეგ ამბავი, აბა მაგათგან დაცული მე ჯერ არავინ მინახავს, დაჩაგრულ-დარბეული კი რამდენიც გინდათ. ჯარი დავაყენეთ ფეხზეო და ვაიმე რა სასაცილოა!.. ვის რაში უნდა, ან ვის რას დააკლებს წერტილოვანი ქვეყნის ერთი ბეწო არმია? სავალდებულოა სამხედრო სამსახურიო.სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილებაც იმ პარლამენტმა მიიღო, ახლა რომ აქებენ, ეს რა კარგად მოიქცნენო. ეს არ იყო უფლებების დარღვევა? ვინ ხარ შენ, რომ დამაძალო მე თოფის ხელში აღება და პოლიგონზე სირბილი, თუ მე არ მინდა და არ ვთვლი, რომ ეს მჭირდება ან მე და ან ჩემს ქვეყანას?
გული მერევა ამ ქვეყანაზე!
გული მერევა ყველა ქართველზე!
მერწყევა თქვენს ტრადიციებზე!
მერწყევა თქვენს კანონებზე, რადგან ზუსტად ვიცი, მაგათში მე და ჩემს ადამიანურ ღირსებას არავინ ითვალისწინებს!
გული მერევა თავწაკრულ მრევლზე და მის სიბრმავეზე, ცივილიზაციის ნატამალიც რომ ვერ მიჰკარებია!
სულ ტყუილად გიხარიათ ეს გადაწყვეტილება. როდის იყო, კანონი რამეს სასიკეთოდ ცვლიდა? განსხვავებულობის ვერატანა ქართველს სისხლში აქვს და ამას ვერანაირი კანონი ვერ შეცვლის(თუმცა აქვე უნდა დავამატო, რომ ყველაზე ნაკლებად ეს სწორედ ეროვნული უმცირესობების მიმართ ვლინდება. ყველას რომ იტანს და ფეხქვეშ ეგება, იმიტომაცაა, ილიას თქმის არ იყოს, რომ აქ, ამ ქვეყანაში, ყველა კარგად გრძნობს თავს ქართველის გარდა). გინდაც დავუშვათ, რომ მოხდა სასწაული და მართლაც გაუთანასწორდნენ უფლებებით უმცირესობები უმრავლესობას,რაც ძალიან ძნელად დასაჯერებელია, მათშიც ხომ არიან ქართველები? ანუ გამოდის, რომ მათაც არაშემწყნარებლური სისხლი აქვთ  და ჯუფთებადობის კანონი ალბათ ყველას გახსოვთ( შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება).
მართლმადიდებელიც ვარ, ქართველიც და ჰეტეროსექსუალიც, მაგრამ მუდამ უმცირესობაში მოვყოლილვარ ჩემი შეხედულებების და პრინციპების გამო, თუმცა დიდად არ მიწუხია ამაზე. ეს საამაყოც კია ჩემთვის.
აი ახლაც, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვერ შემიყოლია ამ ახალმა თემამ, რადგან მაინც მგონია, რომ ეს გადაწყვეტილებაც იმ შოუს ერთი განყოფილებაა, შერონების, ჰარლინების, გარსიების, პოტების და სხვა ვარსკვლავების მოსაწყვეტად და გულზე დასაკერებლად რომაა ჩაფიქრებული.
მომკალით და არ მჯერა არც არავის პატრიოტობის, არც არავის რწმენის, არც არავის ჰუმანურობის!
მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ განწირული მარადიული ბედნიერებისთვის ვუყურო ქართველთა სამარცხვინოობას!
ვიზა, მოქალაქეობა ჯანმრთელი ქვეყნის! მთელ ჩემს ცხოვრებას მათში ვცვლი!

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «ნაციონალური ტოქსიკოზი»

  1. gaum:

    კარგი ჩანაწერია … მთელი სამყარო ქართველეთია(http://wp.me/pNlTr-18s) :))) და
    უმეტესობა თეთრის და შავის გარჩევის უნარდაკარგული(http://wp.me/pNlTr-1aC) …

  2. და თუ გაარჩიე, ჩაგაქვავებენ.ზოგი ანტირელიგიურ გამოხტომებში მადანაშაულებს, ზოგიც არაპატრიოტობაში, ზოგსაც ახალი სალანძღავი ტერმინი მოუგონებია-ლიბერალ-პიდარასტი. მაგრამ ჩემთვის იმათი აზრი უფრო მნიშვნელოვანია,თეთრის და შავის გარჩევას რომ ცდილობს.

  3. gaum:

    საიდანღაც თქვენი კომენტარი გაჩნდა ჩემ ბლოგზე 🙂
    ახალი ტერმინები, ცნობადი სახეები, ექსკლუზივები …
    ტოტალური „ქრისტიან“-„დემოკრატების“ ხანაში ვართ …:)
    პატივისცემით …

  4. ხო აი, რაღაცნაირად უცებ მოვხვდი თქვენს ბლოგზე, მე არ ვიცი, როგორ:).გამიკვირდა, რომ აქამდე არ მომიწია მისი გაცნობა.დავინტერესდი. დავიმატე ჩემს ბლოგებში და ნელ-ნელა გავეცნობი.გოოგლე+-ში ვნახე თქვენი გამოწერის ნიშანი, მაგრამ იქიდან ვერ ვიპოვე ბლოგი.ისევ აქედან.მიხარია, რომ გაგეცანით ორივეს 🙂

  5. irma:

    cota bevrs xom ar igeb sakutar tavze

  6. სულაც არა, თანაც ეს ჩემი აზრია და ჩემი ბლოგი ანუ საკუთრებაა და აქ რასაც ვფიქრობ იმას ვწერ. მგონი ნორმალურია. ზოგს მოეწონება, ზოგს არა. 🙂

  7. თამამი და პირდაპირი. კატერინა უკვე შემიყვარდით თქვენი ბლოგიანად.

  8. გაიხარე, ჩემო ვივიენ. მეწვიე ხოლმე. დავმეგობრდეთ. ისე სახელი ვივიენი მეც მომწონს. მადლობა თბილი სიტყვებისთვის 🙂

  9. წავიკითხე, ჩემი თავი ვერ ამოვიცანი და მესიამოვნააააა, აააჰ!!! მე გულის ბლოგერი ვარ!იეეეეს!!!

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s