თემიდა პანელზე

თემიდა(Themidos-» მტკიცედ მდგარი»)-სიმართლის ქალღმერთი, მართლმსაჯულების მცველი. თემიდას სძულს სიცრუე და ძალადობა. ის ამავე დროს არის ადამიანთა ქომაგი ღმერთების წინაშე- ეს ისე, შესავლის ნაცვლად…ახლა კი ჩვენი დროის თემიდა…
ის კარგა ხანია გარდაგულარძნეს… შიშითა განილევის და ირყევის, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა…
საწყალი, საწყალი თემიდა…

რომელ ადამიანთა მცველობაზე საუბარი, როცა საკუთარი თავიც ვერ დაუცავს და პანელზე გასულ მეძავს დამსგავსებია, რომელიც თავის ნაოფლარს გამაძღარ, მაგრამ მაინც მუდამ მშიერ სუტენიორს უთვლის ხელის კანკალით ყოველი სამუშაო დღის(ან ღამის) ბოლოს.
საშოვარზეა ეს ჩვენი გოგო. კაი ხანია დაივიწყა წარსული დიდებულება, სიამაყე. მთელი გულით, მონდომებით და პროფესონალიზმით ცდილობს ფულის შოვნას და კოსტიუმ-ჰალსტუხიანი ბოსების ჯიბის შევსებას.
წლებმა გამოცდილება დაუგროვა, დახვეწა ტექნიკა, მომსახურების მრავალფეროვნება, ტრადიციულებთან ერთად არატრადიციულსაც კარგად ფლობს. შეუდარებლად გამოსდის ორალური სამართალი, ანალურიც და კიდევ უფრო შეუდარებელია ჯგუფურში.
კლიენტებს არ არჩევს მათი ღირსებებით და შესაძლებლობებით. ტყუილად ხომ არ აქვს თვალები ახვეული. ყველას გამოიჭერს და ყველას გაყვლეფს, მათი ჯიბის სისქის მიხედვით.
მერე იმ  გაუმაძღარ სუტენიორს-ხელისუფლება ბიძიას ჩაუჩხრიალებს ნაშოვნს. უარსაც ვერ გაბედავს, სახელიც რომ ჩამოართვან, მერე? რაღა დარჩება? ახლა, ასეა თუ ისე, ჰქვია მაინც ის, რაც ერქვა და გულუბრყვილოთათვის ეგებ ისევ იმ თემიდად აღიქმებოდეს.
ახლა ალბათ იტყვით, ნეტა რა უნდაო. რა მინდა და არ მინდა მატერორებდეს და მარეკეტებდეს ყოველ წამს საკუთარი ხელისუფლება, თან სამართლის სახელით.
აი გუშინ , მოვდივარ სახლში და  ეზოსთან მხვდება პატრულის მანქანა და თვითონ პატრული ჭიშკარშია შეყუდებული. რა ვქნა, შეიძლება ვინმესთვის პოლიცია და ასეთები სანდო, სათნო და კეთილი ძია სტიოპები არიან(არის ასეთი საბჭოთა საბავშვო ლიტერატურის «შედევრი»-ძია სტიოპა მილიციელი, ყველას რომ უყვარს და ყველას მშველელი რომ არის), ჩემთვის მოძალადეეებთან ასოცირდებიან და მეშინია მათი. ხოდა, სანამ გავიგებდი, რა უნდოდა, ხომ კინაღამ გაჟონვა დამემართა( ამის მიზეზად საკმარისია გყავდეს ვაჟი) და როცა მოსვლის მიზეზი გავიგე, სიმწრის სიცილით გავიხიე. მოგიყვებით ახლავე. რამდენიმე თვის წინ ჩემი პირმშო ავტობუსსა შინა დააჯარიმეს. აბა კი, თქვენ გეგონათ უწესოდ იმგზავრა და ბილეთი არ აიღო და ღირსია? არაფერიც.პატიოსნად, მოსწავლის ბილეთით იყო და უფასოდ ეკუთვნის მგზავრობა. მაგრამ , როგორც აღმოჩნდა, იმ გაურკვეველ არსებას, გაჩერებებზე რომ უსაფრდება მგზავრებს, რაღაცა თვალში დიდად მოეჩვენა ეს ჩემი პირმშო და ჯარიმა გამოუწერა. მე, ვაღიარებ ჩემს შეცდომას, დამეზარა გასასაჩივრებლად წასვლა, ჯანდაბას-მეთქი და გადავიხადე ის ხუთი ლარი. მოკლედ მას მერე კაი ხანი გავიდა. ახლა ირკვევა, რომ ვჯარიმდები75 ლარით. მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არაა.
მომყავს ტექსტი :» თუ 7 დღის ვადაში არ დაფარავთ აღნიშნულ გადასახადს და ქვითარს არ წარადგენთ სააღმსრულებლო ბიუროში, ქონება დაყადაღდება და მოეწყობა აუქციონი». აბა? ხოა სასაცილო?
ახლა უყურეთ: წავიღე ქვითარი სააღმსრულებლოში. იქ მითხრეს, ალბათ ბანკმა დააგვიანა და იმან აგოს პასუხიო. წავედი ბანკში, იქ მითხრეს, ჩვენ რა ვქნათ, გადავეცით და ვერაფრით დაგეხმარებითო. მერე ისევ სააღმსრულებლოში, მერე ისევ ბანკში…და როცა მივხვდი, რომ «რკინის ქალამნების» ჩაცმა არ ამართლებს ამ დალოცვილ ქვეყანაში, ჩემი გადასახადი უკვე 80 ლარზე ავიდა :))). მეც ავდექი და სულ სიმღერ-სიმღერით გადავიხადე.
ხოდა ახლა ვზივარ ნაცემივით, ნაფრონტალი და ვხედავ საწყალ თემიდას წაკუზულს,აქეთ-იქიდან რომ ჟიმავენ…
ხანაც ნახევრადშიშველს ბოძზე შემხტარ-შემოხვეულს ტანგაში დოლარგაკვეხებულს და ასე… მეცოდება, ხო იცით…რა ქნას? საშოვარზეა საშოვარზე! აბა მარტო თქვენი შუქი და მისგან დამწვარი ნაგავი ეყოფა ბიუჯეტს?
ეჰ…ამას ჰქვია დრონი მეფობენო! ახლა რომ მამამისს წამოახედა…უი,უი,უი…მტრისას! ახლა კიდე სტიქიური უბედურება გვინდა ჩვენ?
Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s