დაჯარიმებული სექსი

აბსურდების ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ, იმედია, ყველამ ვიცით. ჟანრობრივად, ალბათ, ამ ყველაფერს გროტესკი შეეფერება…თუ არა? რაღაც ამაშიც გაურკვევლობაა…ისე მე კაი ხანია კუსტურიცას ფილმში მგონია ვცხოვრობ. ყველაფერი სატირალ-საცინრად, ყველაფერი თავდაღმა…აქ ელექტროენერგიაც კი სხვანაირად იზომება, სხვაგან  თუ კილოვატებით, აქ-ნაგვის ურნებით…აქ ყველაფერი აკრძალულია: ჭამა, ოღონდ სახლში, რადგან ნაგავს და დენს წვავს; დაბანა, რადგან წყალს თუ მოიხმარ ბევრს, ესე იგი ბევრი დასაბანი საშუალება გჭირდება და ესე იგი ნაგავიც ბევრი გაქვს; სურვილი ღამით განათებულ ოთახში ჯდომის, რადგან ესეც ნაგავს წვავს და ასე დაუსრულებლად.

კიდევ ხმის ამოღებაც აკრძალულია. არა კი ამოიღებ, მაგრამ გააჩნია ამ ხმით რას გამოსცემ, თუ მიშა მაგარია და ასეთები, მაშინ გაგიხარია, იძახე და იყავი, ეგებ კიდეც გამოჰკრა რამეს ხელი, მაგრამ თუ არა და თუ პირიქით, მაშინ დაგერხა, როდის იყო უნაკლოზე რამის თქმა კარგი ტონი?
აქ აკრძალულია კოცნა.არა. აკოცე და იყავი, მარა სახლ-ში! აბა რა წესია, გარეთ სხვის დასანახად?! რა მაგალითს აძლევ მომავალ თაობას? ეს ხომ მორალურად გარყვნაა საზოგადოების?! კაია აბა? წამოუწექი ბაღში ან სკვერში და «იზასავე»! ფუუუ! სკამი დასაჯდომადაა და სკვერი კულტურული დასვენებისთვის, შენ კიდევ რას შვრები? ეს ფეხის შეწყობა რაღა უბედურებაა? სადაა კულტურა?!
ერის გადაგვარება იქ იწყება, სადაც პარკებსა და სკვერებში სკამებზე ფეხებს აწყობენ და ფუი ეშმაკს-ზასაობენ!
იკრძალება სექსი მანქანაში და საზოგადოებრივ ადგილებში( ნუ ბორდელები არ იგულისხმება). ჯარიმა-500 ლარი. ახლა გამოდგება ვინმე ბოროტი და ინტრიგანი და იტყვის, აღარ იციან, რით შეავსონ ბიუჯეტიო.
ისე ბიუჯეტი იქით იყოს და ეს მეც ცოტა მეუცნაურა, ხო იცი! რა აუცილებლობაა სექსის აკრძალვის და ჯარიმის დაწესების, როცა ქვეყნის 80 პროცენტი სექსუალურ შიმშილს განიცდის და დაუკმაყოფილებლობისგან აღარ იცის, რაში მოახდინოს სუბლიმაცია და გამოსავლის ვერპოვნის გამო საბოლოოდ მიტინგებზე რეალიზდება!
აბა, გადახედეთ ქართველ ქალებს. თუ მიხვდებით რა აწერიათ სახეებზე?
1-რაღა დროს ჩემი სექსია;
2-სექსი არა ის, მაგის დრო მაქვს?
3-ვიძლევი ყოველთვის და ყველასთვის(ასეთები ცოტაა), ოღონდ კი იყოს.
4-ვიძლევი, მარა ამღები არსადაა
5-სიამოვნებით დავკავდებოდი ამ ამბით, მაგრამ ვისთან?
6-ხელი ჩავიქნიე, რაკი ვერასდროს ვერ გამათავებინეს.
7-გამომივიდა ეს ამბავი და რა მაგარი ვარ და ამაყი!
8-მქონდა, მარა ვნანობ
9-ეგ რა არის?
10-სექსი რავა, შვილები არ მყავს თუ რა, რაღაში მინდა?
და ასე შემდეგ.
ხოდა, მართალია ყველაფერი აღსაფრთოვანებელია, რაც კი დააწესეს ამ ბოლო დროს, მარა ეს ცოტა ნამეტანად მომეჩვენა ხო იცი. რაღა საჭიროა აკრძალვა იმის, რაც არ არის ან თუ არის, დეფიციტია?და ,მით უმეტეს, ჯარიმა?
მე რომ მკითხო, ამ საქმისთვის  ჯილდო უნდა დაწესდეს, ეგებ გვეშველოს რამე.
შემიძლია სხვა ვარიანტი შევთავაზო იმათ, ვისაც ამ ხერხით უნდა გაამდიდროს სახელმწიფო ხაზინა. ამ სახის დაჯარიმება  დიდ ვერაფერ ხეირს მოგცემთ. მე უკეთესსს გირჩევთ- დააწესეთ ჯარიმა უსექსობაზე. აი, გააჩერებს ვინმე სანდომიანი პოლიციელი მანდილოსანს და ეკითხება:» უკაცრავად, თქვენ რამდენი ხანია, სექსი არ გქონიათ? 3 წელი? ხოოო, მაშინ კვირაზე 10 ლარია, ანუ სულ მოგიწევთ სადღაც 1440 ლარი». აბა როგორია? ამას ჰქვია ორი კურდღლის დაჭერა: ერთი, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზრდება და მეორეც, დაიწყება სექსუალური რევოლუცია, რომელსაც არა და არ დაადგა საშველი.

აი, მერე იქნება მაგარი სანახავი. თვის ბოლო რომ მოახლოვდება, ატყნაურდება მასოვკა!
«პარფიუმერიდან» სცენა ხომ გახსოვთ?:)))
აბა, ავიქნიეთ ცხვირსახოცი…

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

10 комментариев на «დაჯარიმებული სექსი»

  1. სექსი, კოცნა, მოფერება, ცახუტება ყველაფერი რულს ❤

  2. ორგიაც ამას ქვია :დ

  3. ვიტყნაუროთ ყველამ :)))

  4. ჩვენ ხო საქართველოში ვცხოვრობთ?!
    სახელმწიფოდ წოდებულ კონკრეტულ გეოგრაფიულ ლანდშაფტში, სადაც სექსი, აქტსაც ვგულისხმობ და სიტყვასაც, სირცხვილად ითვლება.

    სადაც საკმაოდ არიან ძალადობის მსხვერპლი გოგონები.
    გავარტყი ეგეთ სექსსაც და მამრებსაც!

  5. ხოდა ყველაფერი რომ უკუღმაა და არასწორად, იმიტომაცაა კარგად ჩვენი საქმე. მაგრამ რაა იცი? ეს პოსტი იმდენად სექსზე არ იყო, რამდენადაც უაზრო აკრძალვებზე, უბრალოდ ესეც ერთი რგოლია, არა?

  6. ჩემ ბლოგზე ხო გაქვს ნანახი?
    NIKSOLOGIA-ს ქვემოთ რა აქვს მიწერილი 😉

  7. 🙂 ხო, ვიცი 🙂 ჯანმრთელია შენი ბლოგი 🙂

  8. izzy:

    ერთს გეტყვი!) საააქააარრრთვეეელოოოაააა!) დონე) ნუ რა ვიცი)

  9. izzy:

    Reblogged this on and commented:
    (

  10. ღვთივკურთხეული :დდდდ

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s