არჩევანი

მთელი ჩვენი ცხოვრება არჩევანია და მისი ხარისხიც ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებულ და ჭკვიანურ  არჩევანს ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც ამას არ ექვემდებარება დაბადებაა, რომელიც ან იქნება და ან არა. თუმცა ესეც მშობლების არჩევანზეა დამოკიდებული. თუ ეს გაქვს, მაშინ ისიც უპირობოდ გარანტირებულია, რომ ადრე თუ გვიან მოკვდები, რაკი სიკვდილი ყველას გარანტირებული აქვს დაბადებიდანვე.
ამ ორის გარდა ყველაფერი შენზეა და შენს არჩევანზე : პროფესიაც, მეგობრებიც, ახლობლებიც და ისე ნაცნობებიც, ისიც, ვის დაუკავშირებ შენს მომავალს და შესაბამისად ისიც, როგორი იქნება ეს მომავალი…და შესაბამისად, როგორი იქნება შენი ცხოვრებაც…

თითქოს ადვილია არჩევანი ცუდსა და კარგს შორის. მაგრამ ამისთვის უნდა შეგეძლოს მიხვდე, რომელია ცუდი და რომელი კარგი შენთვის და საერთოდ რას ჰქვია კარგი და რას ცუდი შენთვის და შენი ცხოვრებისთვის, თორემ ისე, საზოგადოდ, კარგს და ცუდს ყველა არჩევს. ეს თუ არ შეგიძლია, მაშინ აუცილებლად შეგეშლება და მერე მიხვდები, რომ ყველაზე ძნელი სწორედ კარგსა და ცუდს შორის არჩევანი ყოფილა და სულ ტყუილად უყურებდი ასე იოლად.

გაცილებით ადვილია აირჩიო კარგსა და კარგს შორის, მაგრამ აქ დიდი წვალება არ დაგჭირდება, რადგან ამდენი კარგი ერთად სადაა და თუ გაგიმართლა და დაინახე, კი ააარჩევ და გინდაც შეცდე, არ დაზარალდები, რაკი ეს არჩევანი კარგსა და კარგს შორის იყო.

აი, ერთობ ძნელია გაერკვე, რა ამოირჩიო ცუდსა და ცუდს შორის. იცი, რომ ორივე შემთხვევაში დანძრეული გაქვს, მაგრამ თან ჭია გრღრნის, არ გასვენებს. მაინც გინდა სინჯო და გამოსცადო საკუთარი ინტუიცია. ეს ერთგვარი აზარტიცაა ალბათ. გინდა გადადგა ნაბიჯი და ნახო, სწორად გადადგი თუ არა. თუ დაუჯერე ამ ჭიას და გარისკე, კიდევ უფრო დაგენძრევა, თუმცა ამას ხო ისედაც გრძნობდი და ახალიც არაფერი უნდა იყოს ამაში, მაგრამ მერე მაინც იწყებ თავის დადანაშაულებას და ნანობ. არადა, ხო ელოდი ამას? მაგრამ ექსტრემი გინდოდა არა? ადრენალინი? ხოდა ა ბატონო! ახლა იტყვით, სულაც ნუ გააკეთებდი ამ არჩევანს, თუკი ორივე ცუდი იყოო, მაგრამ ეგრე სადაა? გიწევს მაინც. მაგრამ ამ შემთხვევაშიც იმაზე უნდა იფიქრო რომელია შენთვის უკეთესი, თორემ ზოგჯერ, რაც სხვისთვისაა ცუდი, ის შენთვის გადასარევია.

აი, ახლა ვზივარ და მეც არჩევანს ვაკეთებ: დავწერო თუ არ დავწერო. არადა მინდა დავწერო, მაგრამ თან არ მეწერინება…აზრები გამირბ-გამომირბის და სიტყვებიც მეკარგება…მაგრამ თან რომ მინდა დავწერო? მეც ვირჩევ ცუდიდან ცუდს. ვიცი, იდიოტური პოსტი გამოვა და ზოგი კიდეც დამცინებს, მაგრამ იმას მაინც შევისრულებ, რომ დავწერე. ხოდა ვწერ. ვწერ და არც ვკითხულობ, რა გამოდის…
ისე, თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მინდა, ერთხელ მაინც  მოვახერხო და  კმაყოფილი დავრჩე საკუთარი არჩევანით.

ახლა ამ პოსტს დავდებ და თქვენც არჩევანს დაგიტოვებთ: ან წაიკითხოთ და ან არა, ან მოგეწონოთ და ან არა, ან დამცინოთ და ან დაფიქრდეთ, თქვენც ხომ არ გიგრძვნიათ ასეთი რამ…თუ კი, მაშინ არჩევანიც გაკეთებულია და თუ არმოწონებას აირჩევთ, დაცინვას მაინც გადავრჩები… :)))

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «არჩევანი»

  1. მართალია, ყველაფერი გარდა დასახელებულისა მართლაც ჩვენი არჩევანია. აქედან დასკვნა თუ რარაც კარგად არ მიდის, არავინაა დამნაშავე თუ არა მხოლოდ შენი თავი. მე გავაკეთე არჩევანი — წავიკითხე და მომეწონა! 🙂 🙂 🙂

  2. მომწონს ეგ არჩევანი, თუმცა მე არა მარტო ამ შემთხვევაში მომწონს შენი არჩევანი 🙂 :*

  3. დიდი მადლობა! 🙂 🙂 🙂

  4. მე კარგსა და კარგს შორის არჩევანი უფრო მეძნელება (და ცუდს და ცუდს შორის). თორემ, კარგსა და ცუდს შორის იოლი მგონია. ბურიდანის ვირის არ იყოს, ძნელია, ორ თანაბარ ფასეულობას შორის ერთი შეარჩიო. ნიუანსების გათვალისწინება გიწევს.

    ამ ბლოგთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთება სულ არ გამძნელებია — ავდექი და გამოვიწერე. შესაბამისად, ახალი პოსტები ფოსტით მომდის და რა თქმა უნდა, გულდასმით ვკითხულობ კიდეც.

  5. მეც მასე მაქვს შენი ბლოგი 🙂 და კიდევ რამდენიმე. მეც ეგ მიჭირს… ეგაა ყველაზე ძნელი ასარჩევი, აბა შავის და თეთრის გარჩევა ადვილია 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s