უწყლობისგან დაწერილი პოსტი

გუშინ ფბ-ზე ტრადიციული შეკითხვა-გამოკითხვები ვნახე: » რა არის მხოლოდ აქ შესაძლებელი». ჯერ ვიხალისე. შემდეგ დავფიქრდი და პოსტის დაწერაც მომინდა.
ჩვენი საამაყო ქვეყნის ღირსებებზე და გამორჩეულობაზე აქამდეც არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ ეს ის თემაა, რაზე ფიქრიც და საუბარიც არასდროსაა ზედმეტი.
ამჯერად აღარ დავიწყებ მის მესიანისტურ ფესვებსა და ზეციურ სამყაროსთან თანაზიარობაზე ბაასს. მხოლოდ ფაქტები…არგუმენტები…

მხოლოდ აქაა შესაძლებელი, იმ გამოკითხვის არ იყოს, გქონდეს უმაღლესი განათლება(ზოგჯერ რამდენიმე დიპლომითაც კი) და იყო უმუშევარი, ან დამლაგებელი, ან ტაქსის მძღოლი.
მხოლოდ აქ შეიძლება, ისევ იმ გამოკითხვის არ იყოს, გქონდეს სექსი და იყო ქალიშვილი, რადგან აპკი მაჩვენებელია პიროვნების პატიოსნების. ისეც ხდება, რომ 40 წელს გადაცილებულ ქალიშვილს, ყველაფერი რომ გადაუგვარა სექსის არქონამ და საოპერაციო
გამოკვლევებისას ექიმმა დაურღვია საქალწულე აპკის მთლიანობა( სამედიცინო ინსტრუმენტით), შემდეგ მისივე მოთხოვნით ცნობა მისცეს, რომ მისი სიწმინდე მხოლოდ აქ, ამ გინეკოლოგიურ სავარძელში და სამედიცინო აუცილებლობის გამო შეიბღალა. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ვიგონებდე. აქ ერთი სიტყვაც არაა გამოგონილი, მეტსაც გეტყვით, ვიცნობ კიდეც ამ ადამიანს.
მხოლოდ აქ შეიძლება 40 წელს გადაცილებული კაცი ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობდეს და მათ კმაყოფაზე იყოს, თუ დაობლდება, მერე ცოლი გადაიბარებს ამ მისიას. აბა რა. ხომ ცნობილია ქართველი მამაკაცის ინფანტილიზმი, რომ ის გულის სიღმეში დიდი ბავშვია და მოსაფრთხილებელი.
მხოლოდ აქაა შესაძლებელი დღის 1 საათზე გაიარო ქუჩაში და კორპუსებთან ეზოებში ნახო ჯან-ღონით სავსე მამრები, ლაპარაკით გაქაფულები, ან ლუდის სმაში გართულები.
მხოლოდ აქაა შესაძლებელი მოსახლეობის 80 პროცენტი უმუშევარი იყოს, მაგრამ მიუხედევად კაციჭამიური ფასების და ტარიფების არც შიმშილით კვდებოდეს ვინმე და გადასახადებსაც იხდიდნენ.
მხოლოდ ამ ქვეყანაშია შესაძლებელი იყოს ამდენი შეუმდგარი ცხოვრება, ქალის თუ კაცის. თუმცა ქალების პატივისცემითაც ხო გამოვირჩევით და ამიტომაც ამ ამბავში სწორედ ისინი არიან უფრო გამორჩეულები.30 ჰაჰა 35 ამის მერე მათ ქალადაც აღარ აღიქვამენ, მერე რა, რომ  ქალის სქესობრივი აქტივობა სწორედ 35 წლიდან აღწევს პიკს და ისინი ვინც მათ შეეფერებიან პარტნიორებად უკვე 6-ის ნახევარს უკაკუნებენ, მაგრამ თვალი მაინც «მალალეტკებისკენ» გაურბით.
მხოლოდ აქაა შესაძლებელი ყველა ქალი იყოს პატიოსანი და ყველა კაცს ჰყავდეს საყვარელი.
მხოლოდ  აქ არის მიღებული ყველას ჰქონდეს ამბიცია უმაღლესში სწავლის და საამისოდ 7 ფაკულტეტი ისე ჩამოწეროს, არც დაფიქრდეს, რას ისწავლის იქ და უნდა თუ არა იმის  სწავლა, ან რომ ისწავლის, მერე რაში გამოიყენებს ცხოვრებაში.
მხოლოდ აქ შეიძლება ყველა ბიჭს აიძულებდნენ სამხედრო სამსახურს, მაშინ როცა თვითონ პროფესიული ჯარიც არაფრის მაქნისია და ვერც ვერასდროს იქნება.
მხოლოდ აქაა შესაძლებელი გამუშავებდნენ ვირივით და კაპიკებს გიხდიდნენ.
მხოლოდ აქაა შესაძლებელი გქონდეს წყალი გრაფიკით და იხდიდე იმდენს, რამდენსაც ისინი, ვისაც ეს სიამოვნება მუდმივად აქვს. მერე გაგიძვირონ გადასახადი და ამას მოჰყვეს წყლის მოცემის ხანგრძლიობის შემცირება.მერე ზუსტადაც შენ უნდა დაგიყენონ მრიცხველი( მრიცხველის ფულსაც შენ იხდი) და ამის მერე 2-3 ან მეტი დღე «ცისკარას» გმირებივით უნდა შესციცინებდე ონკანს ეგებ ერთი წვეთი ჩამოვარდესო.სიმწრით ნერწყვსაც აღარ გადაყლაპავ და მოაგროვებ უნიტაზის ჩახარეცხად. თან გაიხსენებ ყოველი შადრევნის გახსნას და მათ ჩხრიალს და კიდევ უფრო გამწარდები.

გავაგრძელო? მომწყინდა.თანაც ისეთი დასაბანი ვარ, მეტირება საკუთარ თავზე.კაცმა რომ თქვას მთელი ეს პოსტიც უწყლობაზე დარდმა და ფიქრმა შთამაგონა და მერე მიება რაღაცები. ან რა გამოლევს მისაბმელს?
ვზივარ მწყურვალი, ტურტლიანი, შარდისბუშტგადაგვარებული, სწორნაწლავდაბერილი, 21-ე საუკუნის მარტვილი… ვითომ მეტად ეწამებოდნენ გარდასულ საუკუნეთა დედანი? ფაქტობრივად ხორცშესხმული  თავშეკავება ვარ. ვითომ აქამდე მაკლდა ყველაფერზე უარის თქმა და თავშეკავება, რომ ახლა ეს ყველაზე ადვილად მისაღწევ-მოსაგვარებელიც არ დართვოდა… თან შიგადაშიგ ინფორმაციებს ვამოწმებ… ეტაპობრივად აღდგება მიწოდებაო.ნუ მე ალბათ ტრადიციულად სულ ბოლო ეტაპზე ვიქნები… მუცელი მგვრემს…ჰა…არ გაბედო! მტკიცედ დექ! ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტეისა, ნუუკუე მტერმან საძოვარი არ ჰპოვოს შენ თანა! მგონი აზოტმა ამიწია მოუშარდველობით…ჰა… არ გაბედო! გაუძელი! რამეთუ ნეტარ არიან გლახაკნი…
ოიიიიი, ღმერთო და წმინდაო სამებავ, გადმომხედე მოწყალე თვალით და მაღირსე უნ იტაზზე დაჯდომის სიამოვნება….შხაპის ქვეშ დადგომის ნეტარება…დანარჩენებისთვის აბა როდის შემიწუხებიხარ?არ მინდა ისინი! მცირედითაც კმაყოფილი ვიქნები, როგორც ჭეშმარიტი მართლმორწმუნე!
განიხსნას ცა და ეშვას მაცხენა სანაპიროს  წყლით სავსე ბაკიანი უნიტაზები და ცხელი წყლით გაპიპინებული აბაზანები…
ალილუია!

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s