ბედნიერების გარანტია

არის რაღაცები, რაც უეჭველი ბედნიერების გარანტიაა. მაგრამ მათ შორის არის უმთავრესი და უტყუარი: საქართველოში დაბადება-არდაბადება და ქალად დაბადება-არდაბადება.
თუ არ გაგიმართლა და ამხელა დედამიწაზე მაინცდამაინც აქ დაიბადე, მაშინ ჩათვალე, რომ სამიდღემჩიოდ «ბედნიერი» ხარ, რაკი არსად  გექნებოდა ასეთი ფუფუნება თავის «შემდგარ» და «სრულყოფილ პიროვნებად» აღქმის და  ვერსად გექნებოდა ასეთი «სრულყოფილი» პიროვნული თავისუფლება.

თუ არ გაგიმართლა და ქალად დაიბადე, მაშინაც გარანტირებულად ბედნიერი  ხარ. «ლეკვი ლომისა სწორიას» ქვეყანაში სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.

ამას საფუძვლად ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის ასევე არაჩვეულებრი მამრების აზროვნება და მენტალობა უდევს. როგორი ამაყები არიან საკუთარი ძლიერსქესობით! მართალია, კაცმა არ იცის, ეს რაში გამოიხატება, თუ არ ჩავთვლით ცხენის ძალების რაოდენობას, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ შენ, რაკი ქალად დაიბადე და დღემდე დასამადლებელი გაქვს ის ორი ღერი ნეკნი, ვერაფრით ვერ იქნები მათი ღისეული კონკურენტი. შენ მათთვის გამოსაყენებელი ობიექტი ხარ, ხან უბრალოდ სამიზნე და მოსანადირებელი( კაცი ბუნებით მონადირეა და ასეთები), ხანაც გასაქილიკებელი, თუ ვერ გაგაქილიკეს და აქეთ აჯობე, მაშინ ხარ «ნაბოზვარი» და «დედამოტყნული», ოღონდ მათზე ჭკვიანი- არამც და არამც! თუ მოგინადირეს და  დასთანხმდი( :დდ), მაშინ მით უმეტეს «ნაბოზვარი» ხარ, აბა რა, სადაც მას მიეცი, მანამდე სხვაც ხომ იქნებოდა! თუ არ მიეცი და გაბედე უარის თქმა, მაშინ გოიმი ხარ და კომპლექსიანი და თუ ჭკუით არ მოიქცევი, ფლეგმაც. თუ მიეცი, მარა არ მოგეწონა, მაშინ ავადმყოფი ხარ და ფრიგიდული, ან უვიცი. თუ მიეცი და მოგეწონა და ინიციატივაც გამოიჩინე, მაშინ ისევ «ას …ზე გადამხტარი» ხარ და ფუუუ , შენთან რაღა უნდა! თუ ჭკვიანი ხარ და მასზე მეტი აზროვნებითაც და საქმითაც, მაშინ საშიში ხარ და არაქალური. თუ არაფერს წარმოადგენ და იდიოტიც ხარ, მაშინ მოსაწყენი ხარ და ერთჯერადად თუ გამოდგები. თუმცა ალბათ მაინც ეს ბოლო ვარიანტი უფრო გამოსადეგია, რაკი ასეთებთან უფრო ნაკლებად გრძნობენ საკუთარ არასრულფასოვნებას და აქ უფრო დიდი შანსია გამართლების. თუ თვითონაა შენზე რამეთი მეტი, მაშინ მუდმივად გაყვედრის საკუთარ თავს. გაუთავებლად უნდა ეძახო, რომ ისაა სამყაროს ცენტრი და ყველაზე კარგი, თუმცა ეს იმათაც უნდათ, ვინც არაფერს წარმოადგენს.

მოკლედ, დადიან ასე ჩვენი საამაყო ქვეყნის და ქალაქის ქუჩებში მანქანებით, ზე-მანქანებით, ფეხით, მეტროთი, ავტობუსით, «მარშრუტკით» ასეთივე საამაყო არსებები, წელში გაჭიმულები, თავმომწონეები იმ უბრალო მიზეზის გამო, შარვლის პატარა მონაკვეთში რომ ეტევა და რომლის სიგრძე-სიდიდითაც იზომება მათთვის სიამაყე, თუმცა ვისაც ამაშიც არაფერი აქვს საამაყო, მაინც ამაყობს, ხომ აქვს და!..

მესამე პირობა უპირობო ბედნიერების ინტელექტია.  აზროვნებისა და განათლების კოეფიციენტის სიდიდე პირდაპირ კავშირშია ამასთან. რაც უფრო მცირეა ეს კოეფიციენტი, მით უფრო მეტია შანსი იგრძნო თავი ბედნიერად.

მეოთხე პირობა თავმოყვარეობის არქონაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მეორე პირობა შეასრულე და ქალად დაიბადე. არ გაქვს ღირსების გრძნობა ხო? გაიხარე, გაშალე ფრთები და ინავარდე! ვერაფერი შეგაჩერებს! ვერც ვერავინ გატკენს რამეს, ვერც ვერავინ შეგიშლის ხელს რამეში და ასე…შენია ეს სამყარო!

ეგოიზმის მოჭარბებაც ერთგვარი გარანტიაა. კი, მართალია, ადამიანი თავისი ბუნებით ეგოისტია. ყველა გრძნობა, რაც კი გაგვაჩნია, სწორედ აქედან მოდის. მკვდარსაც კი  დავტირით იმიტომ , რომ ჩვენ მოგვიკვდა და აღარ გვეყოლება.მაგრამ მაინც არის განსხვავება, ვის მეტი აქვს ეს თვისება და ვის ნაკლები. რაც მეტია ეგოიზმი, მით უკეთ იწყობ  ცხოვრებას.
ალბათ კიდევ ბევრი შეიძლება ჩაემატოს ამ სიას, მაგრამ დღეს ესენი გამახსენდა.
ამის გახსენებამ კი კიდევ ერთხელ დამაფიქრა, როგორი წარმატებით დავარღვიე ყველა პირობა…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «ბედნიერების გარანტია»

  1. მარტო ჩვენი პრობლემა არ უნდა იყოს ეს.

    мужчины любят умных женщин. Они вообще любят фантастику — რუსული გამოთქმაა.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s