ბლოგოსფეროდან კოსმოპოლიტობამდე

ილია ამბობს:»რიტორიკაში წერია, ყველაფერი შეასვლით უნდა დაიწყოს კაცმაო». მე არც ორატორობის პრეტენზია მაქვს და არც ილიას შევედრები, მაგრამ მეც შესავლით დავიწყებ.
არ მენატრება საბჭოთა კავშირი!
არ მაქვს რუსეთის ნოსტალგია!
ნამდვილად მინდა ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, ოღონდ მართლა და არა ისე, ფსევდო-ფსევდო…
მინდა არავის უკანალში არ ჰქონდეს თავი შეყოფილი…

მინდა არავინ ხმარობდეს ყოვლად უცერემონიოდ, როცა და როგორც მოეპრიანება…თუ მაინცდამაინც აუცილებელია, იხმარონ, მაშინ, რა თქმა უნდა, მირჩევნია იმან იხმაროს, ვინც უფრო დაბანილია, განვითარებული, ესმის ამ საქმის და ისე მაინც იხმარს, რომ მტკივნეული და გულისამრევი არ იქნება…
არ ვცნობ არც ერთ ხელისუფლებას, არც ჩემსას და არც სხვისას, რადგან ზუსტად ვიცი, ჩემნაირებზე არც ერთი არ ზრუნავს…
არ ვცნობ ოპოზიციას, როგორც ხელისუფლების მავნე ნარჩენებს…
ჩემთვის სულერთია, ვინ ჩამიჩაჩქუნებს თავში ხმის ამოღებისთვის და პროტესტისთვის, ჩემი საკუთარი ხელისუფლება თუ რომელიმე უცხო ქვეყანა…ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ ვიქნები თავისუფალი და დამოუკიდებელი-ეს ფიზიკურად, თორემ ისე, აზროვნებაში ვინ გაბედავს ჩემს დამონებას…და სწორედ ამ შინაგანი თავისუფლების გამო კიდევ უფრო მონობაში ვიგრძნობ თავს…
არ მგონია, რომ დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ, არც ისეთი ბრიყვი და მიამიტი ვარ, რომ დავიჯერო ის ტყუილები, ხმამაღლა რომ გაჰკივიან…
არც იმის მჯერა, რომ იბერია გაბრწყინდება…
არც იმის მჯერა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა ვართ და ზეციური ძალები დაგვიფარავენ, როგორც რჩეულ ერს…
არც იმის მჯერა, რომ მარტო ჩვენ ვიცით მეგობრობა, ერთგულება, სიყვარული და მისთანები…
რად მინდოდა ეს უაზრო შესავალი? ეს ისე, ვინმემ რომ მცდარი დასკვნები არ გააკეთოს…
***
მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც ვირტუალურში შესავლელი დამეკეტა. სრულიად google და gmail შევძარი და ავაწრიალე.გავარკვიეთ-იმეილი იყო გატეხილი.მერე აღმოჩნდა, რომ ბლოგსაც იგივე დამართნოდა. დიდი ნერვიულობის და წვალების შემდეგ ყველაფერი დავიბრუნე და გავმართე. გადავწყვიტე, კიდევ რომ მსგავსი რამ არ დამართნოდა ჩემს qetlandias,რამე თავდაცვითი საშუალება მომეძებნა.
ხოდა გავაშანშალე წერილი, სადაც ვითხოვდი დავეკვალიანებინე, როგორ ამერიდებინა თავიდან არამკითხეების თარეში და დავდე blogger.com-ის ფორუმზე.
ტექსტი, რა თქმა უნდა, რუსულად იყო, რაკი ინგლისურად copy, paste და ასეთები ვიცი მარტო :))).მაშინვე შევამჩნიე შეცდომა, წერილში რომ გამპარვოდა(რუსული კლავიატურის უქონლობის გამო, კონვერტირებული ტექსტი იყო და სიტყვაში «защитить» ასო «з»-ს ნაცვლად «с» დაჯდა), მაგრამ დამეზარა გასწორება და ყველაფრის თავიდან აკრეფა.
პასუხმა გულზე გამხეთქა ბრაზით.პირდაპირ ვაკოპირებ( მიმოწერის გაგრძელებაც პირდაპირ კოპირება იქნება, არც ერთი სიტყვა შეცვლილი ან დამატებული).
mr.Vit:
Вам нет необходимости это делать. Мало кому понадобиться копировать Ваши грамматические ошибки.
ვინც კარგად მიცნობს, მიხვდება, რაც დამემართებოდა. ჯერ ერთი, გამიტყდა მაგრად, შეცდომის გამო რომ ამიგდეს და მეორე, საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი ამ უტაქტო ირონიის გამო. ხოდა აბა რის მე ვიყავი, ასე რომ დამეტოვებინა ეს ამბავი. მეც ვუპასუხე:

Katerina:
Ваша ирония совсем не кстати. Eсли Вы не заметили, я не русская и пишу на своем родном языке и пишу довольно прилично,так что зря побезпокоились, не стоило утруждать себя,большое спосибо за совет.
ჩავთვალე, რომ გული მოვიოხე და ჯავრი არ ჩავიტოვე.ცოტა ხანში პასუხი დამხვდა:
mr.Vit:
Уж если слово «сащитить» написано на Вашем родном языке, то приношу свои искренние и публичные извинения.
Возможно это и опечатка, с каждым такое бывает. Но уж больно глаза режет. Ну прямо в лоб, с первого слова. И я совершенно не хотел Вас обидеть. Просто у меня открытый слог. Может и нужно иногда завуалировать. Но я живу эмоциями. И меня с раннего детства приучили говорить правду.( ნუ აქ იყო ბლა-ბლა-ბლა-ანუ რჩევები, რაც არაა საინტერესო და სავსეა ტერმინებით და თავს არ მოგაწყენთ)Буду искренне рад, если Вам это поможет в отчаянной борьбе с пиратами Виртуального моря.
И ещё раз простите меня великодушно за мою резкость и прямоту.
ახლა ამასაც ხო არ დავტოვებდი უპასუხოდ? მეც დავწერე:

Katerina:
Hичего, ето было недрозумение, вообше-то я понимаю Вас, я тоже не выношу такого рода ошибки, просто в моем случае ето простимо :)). К моему большому сожолению, выиснилось, что я позабыла русскии язык … жаль …обязательно поработаю над этим…хотя, то, что «защитить» пишется через «з» я точно знаю, просто на моeм компютере нет русской клавиатуры, приходится писать на англисском и конвертировать на русскии и ошибка ускальзнула, не заметила…большое спосибо за ответ.

mr.Vit:
Очень рад нашему виртуальному знакомству.
Немного необычно. Но в этом даже есть некий романтизм.
Словно в переполненном суетой метро, в час пик наступил кому-то на отполированный носок туфельки, да ещё и обругал. А поднял глаза и сердце сбилось с такта. И в горле комок застрял. И в спине клин…
Нашел Ваши блоги. Пробежал бегло темы и нашел для себя много интересного.
Ещё раз простите…
Это Вам.
Буду искренне рад узнать Вашу точку зрения в отношении этого музыкального материала.

Katerina:
я тронута Вашим письмом…Оказывается, Вы в глубине души поэт. Как говорит Бегбедер,»самые неисправимые романтики это циники»… понимаю Вас, это средство защиты в этом несносном мире… Очень рада, если мои блог понравился, жаль только , что всё на грузинском и Вы не сможете оценить мои посты. я с радостью посмотрю то, что Вы прислали мне, я тоже очень рада нашему знакомству. C уважением,Katerina.

mr.Vit:
ჩვენ ვცხოვრობთ შესანიშნავი დრო. ასაკი საინფორმაციო ტექნოლოგიების მუშაობს საოცრება. რა თქმა უნდა, სცენარის წაკითხვის ყველაფერი და ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ არსი ნებისმიერი რამ, როგორც წესი შეგიძლიათ მიიყვანეთ აზრი ორი სიტყვა.

Katerina:
Ну… Потеряла дар речи… Вы меня удивили…Вы правы, мы правдо живем в мире техники…Но по-моему тут не только в этом дело, главное то, что у Вас появилось желание сделать это. я ценю .А теперь немножко на моем родном, Вы же уже влодеете :)) მიხარია თქვენი გაცნობა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანების სიახლოვეს ხელს ვერ უშლის ვერც მანძილი და ვერც დრო.მომავალ საუბრამდე, კეთილი სურვილებით.
აქ კიდევ უფრო საინტერესო. ახლა სხვაც შეუერთდა ამ მიმოწერას:

Stepan C. Сотрудник Google:
Ребята, привет!
Это просто гениально!!! 😉 Ну очень, очень порадовала ваша переписка!!! Столько галантности и романтизма ;-). Желаю вам успеха и просто хорошего настроения!!! Моя очередь теперь — მადლობა ;-).

С уважением,
Степан

Katerina:
Вам спосибо за добрые слова и за родушныи прием,я уж довно признала преимущество интернета.Как досадно, что люди портят отношения вымисленными проблемами. Hу я правда как Леополд 😀 😀 😀 :» Ребята, даваите жить дружно».Мне как-то приятно и pадостно.Сегодня был интересныи день, я рада и у меня хорошое настроение! დაგემშვიდობებით დიდი პატივისცემით, მომავალ შეხვედრამდე.C наилучшими пожеланиями, Кaterina.

mr.Vit:
როგორ მყარი რთულია უნდა ვიპოვოთ შესაბამისი სიტყვები. და როგორ წარმოუდგენლად რთულ აკონტროლოთ თქვენი ემოციები…

Katerina:
А нужно ли? зачем сдерживать емоции?! я некогда не умела скривать свои емоции и чувства…Ну…я же южанка, при том грузинка :)).Вот пост про это(…).Если что-нибудь будет непонятно, я тут и с радостю помогу.

არ ვიცი, თქვენზე რა შთაბეჭდილება მოახდინა ამან. მე ძალიან დამაფიქრა ყველაფერზე…ვითომ საჭიროა რამე მოვაყოლო ამას? ,მგონი, უმჯობესია არაფერი ვთქვა, დავტოვო უკომენტაროდ და თქვენ მოგანდოთ დასკვნების გაკეთება, ოღონდ ჩემი შესავალი არ დაივიწყოთ :))).
მე ერთი ვიცი, ერთი კარგი მუცალისთვის ალუდა მთელ თემს გადაუდგა… ერთი კარგი ზვიადაურისთვის სიძულვილი ერგო ჯოყოლას…ორივეს მოღალატე დაარქვეს…ნეტა ჩემზეც ასე ხომ არ იფიქრებენ მავანნი? :დდდ
ადამიანობას და შეგნება-ინტელექტს ეროვნება არ აქვს, ისე როგორც სარწმუნოება…
უცებ შორეული ბავშვობის მოგონება ამოტივტივდა:დედაჩემის უახლოესი მეგობარი გერმანელი იყო, აქ დაბადებული, რასაკვირველია. ხოდა ერთხელაც , ჩვენთან რომ იყო სტუმრად, მე სრული სერიოზულობით მივედი და გამოვუცხადე: გერმანელები ფაშისტები არიან და არ მიყვარს, ეგენი ჩვენი მტრები არიან-მეთქი.დედაჩემის სახე დღესაც მახსოვს. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მივქარე. მთელი ერთი კვირა მიხსნიდა მერე, რა არ ვქენი სწორად, რომ გერმანელი სხვაა და ფაშისტი სხვა და ასე შემდეგ, რომ ასე არ შეიძლება, რომ არ შეიძლება რომელიმე ერი გძულდეს…
დღესაც მესმის ეს ხმა და სიტყვები…
სულ მახსოვს ჩემი ალუდა…
P.S.ისე, პრეზიდენტობაზე ხომ არ მეყარა კენჭი?.. :დდდ

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ბლოგოსფეროდან კოსმოპოლიტობამდე»

  1. Я всё больше и больше испытываю некую неловкость. Вы так красиво закрутили сюжетную линию, что из нашей серенькой с горчинкой переписки может выйти увлекательная Интернациональная повесть или захватывающий воображение сценарий лирического фильма. Искренне восхищен Вашим талантом видеть в самых незаурядных вещах прекрасное. Спасибо.

  2. Спосибо.Я рада. А что? это идея. Обязательно подумаю :)))У меня уже есть один рассказ про виртуальних отношениях а сеичас напишу уже историю без границ и без всяких незначительних ерунд.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s