მარტოობა და ჩვენ

რატომ ეშინიათ მარტოობის? რომ ასეა, ამას წყალი არ გაუვა და არც შემეკამათოთ.
აბა დააკვირდით:
ადამიანები ეძებენ ურთიერთობებს, იძენენ მეგობრებს. მერე ცდილობენ ამ ურთიერთობების შენარჩუნებას, ზოგჯერ კომპრომისების და ნერვების ხარჯზეც…
აქ ოჯახური ურთიერთობებიც მოიაზრება.
ქალების უმრავლესობა მარტოობასთან ბრძოლის ერთ-ერთ ხერხად გათხოვებას მიიჩნევს, კიდევ შვილების გაჩენას, პატრონი მეყოლება და მომხედავიო. არადა, იმ ასაკამდე ან მიატან და ან არა, რომ ვინმეს მისახედი გახდე და თუ მიატანე, ან მოგხედავენ და ან არა…
კაცების უმეტესობა ქორწინდება იმიტომ, რომ მომვლელი უნდა ჰყავდეს და ისედაც, წესია, აბა რა კაცი ხარ, ოჯახი თუ არ გყავს! მერე რა, თუ მოგბეზრდება, პრობლემებიც ყელში ამოგივა, ცოლზეც გემთქნარება უკვე და ერთი სული გაქვს სადმე გაძვრე და თუ შანსი გამოგიჩნდა, არაფრით გაუშვებ ხელიდან ! ოჯახი მაინც წმინდათაწმინდაა!
მოკლედ, ეშინიათ რა და არ უნდა ამას დიდი მტკიცება.
არადა, რაა საშიში?
მე მიყვარს მარტოობა. დიდი ხანი არაა, რაც ეს აღმოვაჩინე.
იყო დრო, მეც მეშინოდა ალბათ, მაგრამ ახლა ეს ყველაზე კომფორტულ მდგომარეობად მიმაჩნია.
მარტოობა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, უბრალოდ ყველა ვერ ხვდება ამას. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს მეგობრებთან თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, პირიქით, რაც მეტად ეკონტაქტები სხვებს, მით მეტად აფასებ მარტოობას და მის ხიბლს.
აბა, რაა ცუდი ამაში: ხარ შენთვის, არავინ არაფერს მოითხოვს შენგან, არც არავინ გახვევს თავს თავის აზრებს, არავინ გაიძულებს უსმინო მის ქაქანს და მერე თავს ძალა დაატანო და შენც თქვა რამე, რომ არ ეწყინოს. არც ფიქრში გიშლის ხელს არავინ. ანუ ყველა საშუალება გაქვს ემეგობრო საკუთარ თავს, ესაუბრო, ეკამათო, დაუსვა კითხვები, მერე უპასუხო, მასთან ერთად გააკეთო დასკვნები, დაუკვირდე და ამოიცნო, ვინ ხარ, რა მოგწონს და რა არა, რა შეგიძლია და რა არა, გაიხსენო, როგორ და რამდენჯერ გტკენია, გაგხარებია…ამ ყველაფერს საკუთარი თავის გაცნობა-შეცნობა ჰქვია და ამას მხოლოდ მარტოობაში აკეთებს ადამიანი. ეს ერთადერთი მდგომარეობაა, როცა ხარ სრულიად თავისუფალი და არაფერი გძაბავს. უბრალოდ ამას მიხვედრა და აღიარება უნდა.
ყველა გადის იმ გზას, მარტო დარჩენის შიში რომ ჰქვია. მეც გავიარე, თავისი შეცდომებით. მერე მეც მქონდა განცდა, რომ დამთრგუნველია მარტოობა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევემეგობრე და შევეთვისე და ახლა სხვებთან ყოფნა-ურთიერთობისას  მომეჩქარება ჩემს მარტოობაში, ერთი სული მაქვს, როდის შემოვიხურავ კარს და დავრჩები საკუთარ თავთან. როცა ამას ოჯახის წევრები არ მაცლიან, რაც შეიძლება სწრაფად ვცდილობ დროზე მოვიშორო ყველა საქმე და შევიძურწო ჩემს ოთახში…ჩემს პატარა ბუნაგში და თავი შევრგო საკუთარ სულში, ტვინში და მერე ვირტუალურში…
მარტო ყოფნა სულაც არ არის საშიში… ეს პრივილეგიაა… უბრალოდ ყველა ვერ ახერხებს ამას…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «მარტოობა და ჩვენ»

  1. anna:

    მე გეთანხამები ქეთ მარტოობა ყველაზე სასურველი მდგომარეობაა… ფიქრობ ,კითხულობ. აანალიზებ.. გეღიმება შენთვის ,გეტირება და არავინ გაწუხებს აბსოლუტურად უადგილო კითხვით გიჟი ხო არ ხარ რა შენთვის იცინი ან რა მოხდა ასეთი უცებ რომ ატირდი…?? მოკლედ მეც შენსავით სახლში მისვლისთანავე ჩემი ოთახის კარს ვუმხერ როდის შევძლებ შეძრომას შიგნით და დავტოვებ ყველეფერს კარს მიღმა . აი მაშინ ვარ «ნამდვილად» სახლში…წყენანარევი ხუმრობა რა თმა უნდა თავს იჩენს ჩემებისგან -რა კოშკის ქალივით ხარ ,,, ჩვენ არ ვარსებობთ?? ,მაგრამ პასუხი — კარი მიხურე რა დე ხო მიცნობ არა??))) რა ჩემი ბრალია მიყვარს მარტოობა… (( მარტოობამოყვარული ადამიანები უკეთასად იცნობენ საკუთარ თავს ….ცდილობენ მაინც შეიცნონ პირადი მე ..)).( ხო ნაცვალსახელი «მე» დიდი ასოთი იწერება თუმცა ქართული დამწერლობა ამის საშუალებას არ გვაძლევს.ასე რომ ვიგულისხმოთ…)))))))))))))))..

  2. აი ხო ხედავ, ეს ის შემთხვევაა, რომ არ ყოფილხარ მარტო :), რაკი მეტანხმები და შენც გამოგიცდია ეგ. კი ეგ ყველაზე მაგარი მდგომარეობაა, რომლებსაც მარტო რჩეულები ამუღამებენ 🙂

  3. anna:

    და ეს ის შემთხვევაა როცა მიხარია რომ მარტო არ ვარ…)))

  4. ხანდახან ცხოვრებაც გვიწყობს აღმოჩენებს, თან კარგ აღმოჩენებს 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s