Beyoncé — Run The World და ეროვნული სიამაყე

ნატოზე უკეთესი მაპია, მაპზე უკეთესი ბიონსეს კლიპია! არა, ბიონსე  კია მაპზე უკეთესი, დაინახავ- მოგეწონება, განსაკუთრებით თუ საბუთებში სქესის გრაფაში «მამრ» გიწერია ან თუ მუსიკალურ გემოვნებაში გაქვს გარღვევა. ხოდა, რაკი ჩვენი ძირძველი ქვეყანა მაინც პარტიარქალურია, კია გასაგები ეს საყოველთაო აღფრთოვანება.
ავშენდით! ჯერ ის, რომ თვით პოპის ფერხორციანმა ვარსკვლავმა თავისი ერთობ სექსუალური სხეულის ორიოდე მოძრაობის ფონად ქართული წარწერა გამოიყენა( ნუ ახლა რა უჭირს, რომ სულ ორი წამით და იმასაც რა უჭირს, რომ ამ წარწერაზე ჩვენი სირცხვილი უფროა, ვიდრე რამე თავის მოსაწონებელი); ახლა კიდევ პერსპექტივა? მაგისი ქმარი ხო Jay Z-ია, რეპერია მაგ. ხოდა რახან ცოლი ასეთ პატივს გვცემს, ცოლი და ქმარი რამ გაყო? ხოდა აბა აწი რომ კლიპს გადაიღებს ეს ჩვენი Jay Z, იქ უკვე ტექსტში ახსენებს ჩვენს ქვეყანას! მერე კიდევ დაიწყებენ ავის მსურველები, ამერიკას ფეხებზე ვკიდივართო. მეტი რა ქნან? ზოგი ისეთია, იმასაც იტყვის, მასე ჯეკსონის კლიპებშიცაა დაღუპული ქვეყნები, მაგრამ ამით იმათ არაფერი არც მიმატებიათ და არც  გამოსწორებიათო, ეს სასიხარულო კი არა სამარცხვინო უფროაო, მაგრამ რა უჭირს! რა გამოლევს ამ ქვეყნად დაუნახავს და გულბოროტს! ჩვენ აგერ, ბატონო, ძალიანაც გვიხარია! ეგერ ფილმი გადაიღეს ამ ომზე და მთლად ენდი გარსია ათამაშეს ჩვენი მიშას როლში. მერე რა, რომ ცოტა უნიჭო ფილმია და მისი კანში წაღების ამბავიც იმაში გამოიხატა, რომ რაღაც უმნიშვნელო ჩვენებაში ჩასვეს, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონია ფესტივალთან, ხო გადაიღეს და! აგერ ახლა ეს კლიპიც! ასე რომ, «მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი» და გავმხნევდეთ! ქართველნო, ჩვენ მარტონი არ ვართ! მივეცეთ ეროვნული სიამაყით ტკბობას, დავიჯეროთ საკუთარი გამორჩეულობა და საუკეთესოობა!
აბა. დავიწყეთ! იხარე ჭერო, მოკვდი მტერო!   http://www.youtube.com/watch?v=VBmMU_iwe6U&feature=player_embedded
Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s