საყოველთაო შებრალების დღე

ჩემს კალენდარს ახალი თარიღი ჩაემატა- წმინდანთა საყოველთაო შებრალების დღე. ეს არ არის კონკრეტული თარიღი, ხან როდისაა და ხან როდის. ის სხვების მსგავსად ერთხელ არ არის, შეიძლება წელიწადში ასჯერ, ან კვირაში ერთხელ, ან სულაც ყოველდღე. ამ ბოლო ხანებში უკვე ყოველდღეა.

მაშ ასე, ვიწყებ შებრალებას:
მეცოდება ღმერთი. არადა, კარგ საქმეს აკეთებდა, ეგონა. მოუვიდა შთაგონება და მთელი გულით და სულით მოაკუწკუწა სამყარო… მარა აი, მერე იაღლიში მოუვიდა. შეიძლება მაშინვე მიხვდა, რომ ის, რაც ბოლო დღეს ქნა, არ უნდა ექნა, მაგრამ რაღას იზამდა? «ჩვენი გლახა ჩვენ უნდა შევინახოთ» პრინციპით არჩენდა და ჩიტის რძეს არ აკლებდა ტალახ-ნეკნისგან შექმნილებს. მერე რომ მიხვდა, ამათ ჩემს ჭკუაზე ვერასდროს ვატარებო, კი გამოაბუნძულა და უთხრა, რაც გინდათ, ის ქენით და «მეაც შემეშვითო».
ხოდა, მას მერე უყურებს ამათ საცოდაობას. თან , ალბათ, კვდება სლოკინით, დღეში იმდენჯერ ახსენებენ, ყველაფერზე და ყოველ წამს. ასე მაგალითად:» მართალია, უმუშევრობაა და ჭირს ოჯახის რჩენა, მაგრამ ერი უნდა გამრავლდეს( ორის ზემოთ ნამატზე ბონუსია),ღმერთი თავის გაჩენილს არ გაწირავს»; » უფალი დასჯის ყველას, ვინც არ ლოცულობს, არ მარხულობს, ვინც ქალიშვილობას იოლად ელევა, ვისაც W&M-ს შორის არჩევანი არევია»; «ღმერთო, გვიშველე და მოგვაშორე ეს ხელისუფლება, თორემ იღუპება ქრისტიანობა»; «უფალი არ გაწირავს ძირძველ იბერიას და გააბრწყინებს»; » მარწყვის ტორტს ვაცხობ და ღვთის მადლით კარგი გამოვა» და ასე შემდეგ(აქ უნებურად კადრი მახსენდება «ცისფერი მთებიდან: «დაანებეთ ჩემს ცოლს თავი! » ). ამას რომ ვისმენ, ხომ მეცოდება და მერე, რომ ვუყურებ, რა კატეგორიის ხალხია ამის მთქმელი, თან კომპეტენტურობის პრეტენზიით,  ორმაგდება სიბრალულის განცდა.
ხან ათას უბედურებას აბრალებენ. არადა, რა ადვილია ვინმეს დადანაშაულება და მისი სახელით ლაპარაკი, როცა იცი, რომ პასუხს ვერ გაგცემს…
მეცოდება ქრისტე. ამდენი ფარისეველი ალბათ არც ერთი ზე-კაცის ირგვლივ არ ყოფილა.
მთელი ეს ფსვდოქრისტიანული მორალი სიყალბეა და დემაგოგია. არც მე მაქვს ალბათ ამაზე საუბრის მორალური უფლება, რაკი ვერ ვარ მთლად მისაბაძი ქრისტიანი. ისე კი ვთვლი, რომ ჩემი აღმსარებლობა ქრისტიანობაა და არც სურვილი მაქვს ამის შეცვლის. იმიტომ არა, რომ სხვებს არ ვთვლი ღირსად.უბრალოდ  მომწონს ქრისტე, როგორც დიდი ჰუმანისტი, მებრძოლი დოგმების და სიყალბის წინააღმდეგ, როგორც რევოლუციონერი. ის, ვინც ლამის შეუძლებელს ქადაგებდა «გიყვარდეს მტერი შენიო», როგორ შეიძლება ითხოვდეს ვინმეს ჩაქვავებას მისი განსხვავებულობის გამო?! ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა და თუ ვინმეს სიძულვილს მისი სახელით ამართლებ, მაშინ მთელი შენი ქრისტიანობა «მარშრუტკაში» გადაწერილი პირჯვარია(ისე, ეს რაღაც განსაკუთრებულია, ტემპით, ფორმით და მოძრაობით).
მეცოდება მარიამი. ვითომ ის არ ეყოფოდა, შვილი რომ თვალწინ მოუკლეს, ახლა ხან ივერიის გადარჩენას, ხანაც ისევ ზღვით მოგზაურობას და რა ვიცი, კიდევ რას არ სთხოვენ.
მეცოდება ნინო კაბადოკიიდან, გულუბრყვილოდ რომ ეგონა, დავავიწყებინე ამ ხალხს კერპებიო. მერე რა, თუ არმაზი და გაც და გაიმ აღარაა აქტუალური.ჩვენში რა გამოლევს კერპებს…
მეცოდება წმინდა გიორგი, მისი სახელი პოლიციასთან რომ დააკავშირეს ამაყად…
მეცოდება  ნიკოლოზი, გაუთავებლად სასწაულებს რომ ელიან მისგან მხარ-თეძოზე წამოწოლილი ლუარსაბები…
მგონი აღარ ღირს გაგრძელება, თორემ ალბათ ხვალამდე ვერ დავამთავრებ ჩამოთვლას.თუმცა რისი თქმაც მინდოდა, იმისთვის, ალბათ, ესეც კმარა…
მე მაინც მგონია, რომ ადამიანი ღვთის შვილი იმიტომაა და მისი მსგავსი, რომ ის თავისუფალია, თავის-უფალი! და არავის აქვს სხვისი ცხოვრების მართვის უფლება, არც მისი შეხედულებების გამო აბუჩად აგდების. მით უმეტეს, თუ ამას ქრისტეს სახელით აკეთებს, რადგან სახარებაში ყველაზე კარგი ეპიზოდი მეძავის ქვებით ჩაქოლვის მცდელობის ამბავია.
და კიდევ, იქნებ უკეთესია დავანებოთ თავი მუდამ ზემოდან მხსნელის მოლოდინს?
Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «საყოველთაო შებრალების დღე»

  1. ვაიმეეე, დიდი მადლობა! რა მაგარია! ზუსტად უხდება!აუ აი ძალიან გამიხარდა ისიც, რომ ეს მაჩუქე და ამაზე მეტად ის, რომ ზუსტად დაინახე,ის, რაც ყველაზე ყველაზე კარგ ადგილად მიმაჩნია ამ პოსტში.რა კარგია! აი კიდეც მივამაგრე 🙂

  2. ჩვენ ქართველები ვართ და ,,ჩვენ ვართ, რაც ვართ, ჩემი დედამ…!»

  3. აჰა, რჩეულნი!!!

  4. ვიდეო იმდენად უხდება თემას, შენი დადებული მეგონა, კატერინა.

    რწმენა მოდურია ჩვენთან, სამწუხაროდ და ამ მოდურობის გამო, მარხვის და სამარხვო კარაქის არ იყოს, რწმენის არსი იკარგება.

  5. ხო, მოდურია და წმინდა ადგილების ახლომახლო აღსარებისშემდგომი სიწმინდეები ყრია ბლომად 🙂

  6. ჩემი დადებულია, ლინკი მეგობარმა მომცა და მივამაგრე, უხდებოდა

  7. აქ ხო ყველაფერი მოდის აყოლითაა და მიბაძვით, რწმენაც და ურწმენობაც, უმრავლესობა ასეა, გაუზრებლად, სხვისი შეხედვით

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s