გოგონა მეტსახელად ჯონათან ლივინგსტონი :)))

მე ჩვიდმეტი წლის ვარ. მგონი ცოტაა: ერთი, ორი, სამი. ოთხი….ჩვიდმეტი- სულ რაღაც 2 წუთი დამჭირდა დასათვლელად, არც კი…ნეტა ტკივილიც ასე მალე ჩამოსათვლელი იყოს და ცოტა…
მე ჩვიდმეტი წლის ვარ და 117 წლის სამყოფი განმიცდია, მგონია. კი, უფროსებს რომ ვკითხო, მეტყვიან, ჯერ რა დროს შენი ეგეთებიაო. არადა ასაკი არაფერს წყვეტს. მთავარი ადამიანის ბუნებაა, ტვინის მოწყობილობა და  ფიქრის უნარი.
ეს კიდევ ასაკთან არაფერ შუაშია. უფროსიც ბევრი მინახავს იდიოტი. და საერთოდ, ვინც პატარა ასაკშია იმბეცილი, ის მერე უფრო ლენჩდება. ასე რომ, რიცხვები არაფერს წყვეტენ.
მოკლედ, სად ვიყავი? ხო, ჩვიდმეტი წლის ვარ, სულ ცინცხლად, აგერ რაღაც ერთი საათია, რაც შევსრულდი.
მიყვარს ნაყინი და შოკოლადი, ვერ ვიტან სადილებს, მიყვარს ყველაფერი ის, რაც მავნებელია, მაგრამ გემრიელი.
მიყვარს კითხვა. საყვარელი წიგნებია «სამოსელი პირველი», «ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი»,»მარტოობის ასი წელიწადი»,»თოლია მეტსახელად ჯონათან ლივინგსტონი». არა, სხვებიც კი მიყვარს, მაგრამ ესენი გამორჩეულად.
მინდა ბევრი რამე ვიცოდე, ძალიან ბევრი, ოღონდ ამ ბევრში ფიზიკა-ქიმია-მათემატიკა და ასეთები არ იგულისხმება.
მინდა ვნახო ყველა საუკეთესო ფილმი, რაც არსებობს დედამიწაზე,
მინდა წაკითხული მქონდეს ყველა საუკეთესო წიგნი.
მინდა ბევრი რამე ვნახო და გავიგო,
მინდა არ დავემსგავსო სადილ-ვახშამზე მოფიქრალ უფროსებს,
მინდა არ გავუხეშდე და არ დამეკარგოს სიყვარულის, სიძულვილის, გაოცების, სიხარულის, წუხილის უნარი.
მინდა დრომ და ცხოვრებამ ვერ «აღმადგინოს».
მინდა არ გამოვსწორდე და ყოველთვის შევძლო საკუთარი აზრის უშიშრად გამოთქმა.
მინდა ყოველთვის შევძლო უმრავლესობის აზრის ფეხზე დაკიდება.
მინდა ყოველთვის მქონდეს ტირილის უნარი.
ერთი სიტყვით, აღმოჩნდა, რომ ძალიანაც კარგი ვყოფილვარ და ზოგიერთი უფროსისგან განსხვავებით სულაც არ ვთვლი, რომ  რამე მჭირს გამოსასწორებელი.
მე ჩვიდმეტი წლის ვარ. წინ მთელი ცხოვრებაა. ვიცი, რომ ძნელია, ვიცი, რომ ბევრჯერ მეტკინება, ბევრს კიდეც ვიტირებ, ბევრჯერ თავსაც დავიდანაშაულებ იმაში, რომ ვერ შევიცვალე, მაგრამ მე არჩევანი უკვე გავაკეთე- მე ჯონათანობა მინდა!

Запись опубликована в рубрике ჩანახატები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «გოგონა მეტსახელად ჯონათან ლივინგსტონი :)))»

  1. მიყვარს მე ეს გოგო და მიხარია, რომ ასეთია.:* :*

  2. chemi azrebi vicani^^ miyvars shennairi saswaulebi:*

  3. ეს მე თუ თამარს? რომელს გვეხება?თუმცა ორივე შემთხვევაში სასიამოვნოა.:))

  4. anna:

    არ გინდა განაცრისფრდე ხო?? მგონი შენ ეგ არც გემუქრება სამაგისოდ ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე ხარ,,, (მეც ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს არავის მისცე უფლება, არც ცხოვრებას გაგანაცრისფროს…((( )

  5. ეს პატარა გოგო თამარიც მასეთია, ამიტომაც მიყვარს ასე 🙂

  6. ჩვიდმეტი წლის გოგოს რიჩარდ ბახი რომ უყვარს, ეს უკვე ძალიან კარგია და იმის ნიშანი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

    შეცდომებს ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს და განსხვავებულობა ნიჭია და არა ნაკლი.

  7. როგორც ყოველთვის, მართალი ხარ… ეს გოგო ჩემი სიამაყეა 🙂

  8. განსხვავებულობასაც გააჩნია, გააჩნია, რა გამოგარჩევს სხვებისგან , მაგრამ თამარის განსხვავებულობა კარგი შემთხვევაა… ერთ რამეს გირჩევ, თამარ, მათემატიკაზე და მისთანებზე გული არ აიყარო და თავს დააძალე — მეცნიერების ცოდნა, თუნდაც ცოტაოდენი რამეების, ცხოვრებას აადვილებს და მოვლენებსაც აჩქარებს… მათემატიკის ცოდნა შენს ლიტერატურულ შემართებას და პოტენციალს უფრო გაამდიდრებს, თუმცა არც ახლა წერ ცუდად !

  9. ეს თამარის დაწერილი არაა. მე დავუწერე დაბდღის საჩუქრად 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s