უფლის წყალობა ერთ ლარად-კატერინას დის პოსტი

დღეს არაფერია უფასო, ჩვენ ვიხდით გაზის ფულს, შუქის, წყლის…
არ გადაიხდი და ჩაგიჭრიან!
ვიხდით ფულს ყველაფერში, რაც გვჭირდება. აბსოლუტურად ყველაფერში! რელიგიაშიც კი! პრინციპში ეს ადრეც ასე იყო, ეკლესიამაც ხომ უნდა იარსებოს? მაგრამ დღეს უკვე ფასებმა მოიმატეს.
თუკი ადრე უბრალოდ სანთელი უნდა გეყიდა, ან ეკლესიაში სადმე კუთხეში დადგმულ შესაწირის ყუთში ჩააგდებდი ან არ ჩააგდებდი ხურდას, დღეს უკვე- ყველგან! ყველგან! თან დაგდევენ “შესაწირი”, “საქველმოქმედო”, გამომძალველობითი საშუალებები! გადაიხადე ლარი! გადაიხადე და იქნები დალოცვილი! ბევრს გადაიხდი და ბევრჯერ დალოცვილი! უფალი შეგეწევა და გაგაძლიერებს!
ამ კუთხით მუშაობს სატელევიზიო რეკლამაც: რგოლები, რომლებიც დიდი კრეატიულობით, მართალია, არ გამოირჩევა, მაგრამ აქვს რაღაც მცდელობები, რაღაც ისეთი “ოფერები”, რითაც მაყურებლის გული უნდა მოიგოს და რითაც უნდა გადაგაწყვეტინოს, რომ სწორედ ამ ტაძრის მშენებლობას მიეხმარო, სწორედ აქ “შეიტანო შენი წვლილი ნათელ საქმეში” და არა სხვაგან!
შეგიძლია დარეკო მაგთიდან, ჯეოსელიდან, ბილაინიდან!
არ გაქვს მობილური? ისინი შენზეც ზრუნავენ! შენ შეგიძლია ქალაქის ტელეფონიდან, სახლის ნომრიდან დარეკო, სახლიდან გაუსვლელად, დარეკე და იყავი დალოცვილი, “უფალი შეგეწევა და გაგაძლიერებს!”
არც სახლის ტელეფონი გაქვს? არაფერი უშავს! შეგიძლია გადარიცხო “პეიბოქსიდან”! მოკლედ თავს ვერ დაიძვრენ! “რა ვქნა, არ მაქვს” აქ არ არსებობს!
“პეიბოქსის” სარგებლობა გაბნევს? მაშინ სპეციალურად შენთვის! ყველა სუპერმარკეტში და უბრალო მინიმარკეტშიც კი: ხის უბრალო ყუთები! ჩაყარე ფული! შესწირე უფალს! უფალი შეგეწევა და გაგაძლიერებს!
სულ ცოტა ხნის წინ ყვითელი ავტობუსით მგზავრობისას, ფანჯრებზე სამი ასეთი განცხადება დავთვალე სხვადასხვა ეკლესიის, სხვადასხვა ნომრით, მაგთისთვის, ჯეოსელისთვის…. ამავდროულად მძღოლის თავს ზემოთ შეკიდულ-ჩამოკიდულ ტელევიზორშიც ერთ-ერთი მშენებარე ტაძარი ითხოვდა ლარის გადარიცხვას! ავტობუსში! ამ ხალხს მაგდენი ფული რომ ჰქონდეს, ავტობუსით კი არ ივლიდა- მეთქი, ვიფიქრე ჩემთვის.
ამ შინაარსის განცხადებები და რეკლამები ასევე შეგიძლიათ მრავლად იხილოთ პრესაში და სხვადასხვა ვებ გვერდებზეც…
მოკლედ სადმე აუცილებლად ნახავ! სადმე აუცილებლად ჩაგჩრიან ცხვირში! არაფერს! არაფერს ასეთი აგრესიული რეკლამა არ აქვს საქართველოში, მგონი, როგორც ამ გამომძალველობას უფლის სახელით!
იმ დღეს ჩემი ბიძაშვილი გამომიტყდა, ერთი საშუალოსტატისტიკური ნამარხულები მრევლია, რა ვქნა, ღმერთო, შენ მაპატიე ამას რომ ვამბობო, მაგრამ აღარ შემიძლია, დავიღალე ამდენი რეკლამებითო, კი კარგია, რომ შენდება ეს ეკლესიები, მაგრამ რამდენგან უნდა გადარიცხო, აღარ მთავრდებაო! გაღიზიანებული ჩანდა და გამიხარდა! ჩემთვის ვიფიქრე, ესეც კი თუ ასე გაღიზიანდა, ესე იგი ეს რეკლამა უკვე სხვაგან ასხამს წყალს- მეთქი! გამიხარდა…
ხოდა ძალიანაც კარგი! აკეთეთ, ბატონო, ასეთი რეკლამები უფრო ხშირად! უფრო ბევრი! ეცადეთ, ყველგან და ყოველთვის ლარის გამოძალვას, უფალი შეგეწევათ და გაგაძლიერებთ!

 

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «უფლის წყალობა ერთ ლარად-კატერინას დის პოსტი»

  1. სტატია ძალიან კარგია, მაგრამ გეხვეწები რა ფონი და თემა შეცვალე (ბლოგის) თვალებს თხრის. თან მე მხედველობა მაკლია და ცრემლები წამომივიდა უკვე 😐 არადა მინდა ჩავუჯდე ბლოგს და გადავიკითხო. იმედია გაითვალისწინებ და უყურადღებოდ არ დატოვ ჩემს თხოვნას. გმადლობ წინასწარ :* 🙂

  2. რა ვიცი,წინა ფონს და დიზაინს მიწუნებდნენ, თვალებს გვგტკენსო და ეს მოიწონეს და ცოტა დავიბენი.მგონი გამოკითხვა უნდა ჩავატარო და ისე დავაყენო ფონიც და დიზაინიც.ისე, მაინც მალე გამოვცვლი.მბეზრდება ხოლმე.თუ გინდა დატოვე შენი ვარიანტი და ეგებ კიდეც დაემთხვეს ჩემს გემოვნებას, რა იცი. მადლობა კომენტარისთვის.

  3. Eka Dzneladze:

    sheizleba ragac ver gavige, magram ratom gagexarda tu reklama sxvagan asxams ckals, da ra aris es sxvagan?

  4. ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს ჩემი პოსტი არაა 🙂

  5. ეკლესია ბიზნესად იქცა, რამდენიმე დღის წინ მიცვალებულის ტაბლა არ გვიკურთხა მღვდელმა სანამ ფული არ გადავიხადეთ.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s