საზტრანსპორტი,მე,სულიერები და უსულოები

ტრანსპორტი გადაადგილების საშუალებაა, თუმცა გადაადგილებასთან ერთად ის შეიძლება ფიქრის საშუალებაც იყოს. ნუ , რა თქმა უნდა, ეს იმ კატეგორიის ადამიანებზე ვრცელდება, ვისაც ისედაც უყვარს ფიქრი. კიდევ ეს მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხება, თორემ ძნელად წარმოსადგენია გაზიმზიმებული მანქანის საჭესთან მჯდომი ფიქრებს აკვლევინებდეს თავს.მე პირადად ყველაზე კარგად ეს ამბავი «მარშრუტკაში»  გამომდის. არც მეტროა ურიგო, მაგრამ აქ უფრო ადამიანებზე დაკვირვებით ვარ დაკავებული და ჩემი ფიქრებიც შესაბამისად მათით და მათი გარეგნობით თუ საქციელით და ამის მიხედვით მათზე დასკვნების გაკეთებით კავდებიან. ავტობუსი კი მძაგს, რადგან შორეულ წარსულს მახსენებს. მე კიდევ არაფერი მაქვს იქ მოსანატრებელ–ტკბილადმოსაგონარი და ისედაც, მაღიზიანებს სიძველისადმი ტრფობა და სევდა . მოკლედ ასეა, არჩევანი «მარშრუტკაზეა». ოღონდ უნდა ვიჯდე აუცილებლად, სასურველია ფანჯარასთან, ცოტა ბანალური კია, მაგრამ ასეა და რა ვქნა. რა თქმა უნდა ყურსასმენები მაქვს გარჭობილი და ვიწყებ…

თემა პირველი: საკუთარი ცხოვრების ქექვა–მსჯელობა.როგორც წესი,ამით ვიწყებ
ყოველთვის.  ვფიქრობ,  რაც იყო აქამდე  იმაზე, ვაგროვებ შეცდომებს( ძირითადად მარტო ესაა), ვაანალიზებ.მერე მივდივარ დასკვნამდე,რომ ახლა ამ წუთას ამ აყროლებულ მარშრუტკაში რომ ვზივარ და ასეთი ორომტრიალი რომ მაქვს თავში ზუსტადაც იმ შეცდომების ბრალია.ისიც მათი ბრალია ალბათ ახლა ანიდან ჰოემდე რომ ჩავყვები ანბანს და 32 ასო–ბგერა საბოლოოდ მხოლოდ ერთ ბგერასთან რომ იგივდება–უ–სთან. ყველაფერი ანიდან ჰოემდე უ–თი იწყება ჩემთვის.მაგარია.
არ ვიცი, მარტო მე ვარ ასე თუ სხვების შემთხვევაშიც ასეა, ისე გამოდის, რომ შეცდომად მხოლოდ ურთიერთობების ან რაიმე საქმის დაწყება ითვლება.აი დამთავრება კი არასდროს. პირიქით, სწორი ნაბიჯი ყოველთვის ესაა,მაგრამ რატომღაც ყოველთვის ვაგვიანებ ამ ნაბიჯის გადადგმას და მერე იმას ვნანობ, უფრო ადრე რომ  არ გავაკეთე და ტყუილად რომ დავკარგე დრო და ენერგია.ურთიერთობებზე ფიქრს თავისთავად გადავყავარ ახალ ტალღაზე–

თემა მეორე: ადამიანები და მე. ვუყურებ მოჯაყჯაყე ფანჯრიდან სახეებს, სხეულებს, ათასნაირს, მერე ჩემს ცხოვრებაში მობორიალე ადამიანებსაც ვიხსენებ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ მათზე, მით მეტად მიმძაფრდება შეგრძნება საკუთარი უცხოპლანეტელობის.ვიცი, ესეც ბანალურია უკვე ალბათ და ჩემზე კარგ და ჭკვიან ტიპებს ულაპარაკუჩივლიათ გაუცხოებაზე, მაგრამ ფაქტს ვერ წავუვალ. უმრავლესობის აზრით, ასეთ დროს პრობლემა თავად შენშია.ზოგჯერ მეც კი ვფიქრობ ასე, მაგრამ ეს მარტო ზოგჯერ. უმეტესად კი  სულაც არ ვთვლი, რომ რამე მაქვს გამოსასწორებელ–გადასაკეთებელი და რომ ნორმალური ზუსტადსაც ესაა და არა ის, რასაც ირგვლივ ვხედავ.დიახაც, მომწონს, რომ ვარ ემოციური, რომ ძნელად ვიყვარებ და ადვილად ვიძულებ ადამიანებს( არაუმიზეზოდ ოღონდ), რომ ბოლომდე ვერავის ვერაფერს ვპატიობ, რადგან სიყალბედ და დემაგოგობად მიმაჩნია  მიმტევებლობასა და სულგრძელობაზე საუბარი. ვთვლი,  რომ ადამიანური ბუნებისთვის ეს შეუძლებელია და არაა საჭირო თვალთმაქცობა.ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემში მკვლელი იმალება. მე ჩემს გონებაში და მახსოვრობაში ადვილად და გამეტებით ვკლავ ადამიანებს, თან ისე, რომ ხსოვნასაც კი არ ვინახავ.მერე ისინი აღარ არსებობენ ჩემთვის, ვითომ დაიხოცნენ.მართალია, ამის გამო გეომეტრიული პროგრესიით მცირდება ჩემს მეგობარ–ახლობელთა რიცხვი, მაგრამ მთავარი ხომ ხარისხია და არა რაოდენობა? პატიება, მსხვერპლის გაღება, დათმობა, ზრუნვა და ასეთები მხოლოდ იმათთვის მაქვს შემონახული, ვინც ჩემი ნაწილია და ვის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენელია ჩემთვის. მარტო მათთან გავჩუმდები, საკუთარი ნებით გადავჩოჩდები, ყველაფერს გავუგებ, წყენასაც გადავყლაპავ და ზედაც გადავყვები, მაგრამ ასეთები დიდი–დიდი 4–5 ადამიანი იყოს.დანარჩენებთან კი ბოდიში.ვერაფერსაც ვერ ჩავყლაპავ და არაფერსაც არ დავთმობ, თუ ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება.მოკლედ, ჩვენი ილიასი არ იყოს, ხიდია ჩატეხილი მე და ადამიანებს შორის და ზოგჯერ მიზნთროპობის შემოტევასაც ვგრძნობ.ამაზე ფიქრი ახალ ფიქრს იწყებს–თემა მესამე: მე და ნივთები.

ისე გამოვიდა, რომ ერთობ უცნაური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ნივთებთან. აქ არ ვგულისხმობ იმას, რაიმეს აჩემება რომ ახასიათებთ და გათილისმება. ზოგიერთმა ნივთმა წარმატებით დაიკავა ჩემს ცხოვრებაში homo sapiens-ური ადგილი. მაგალითად, ჩემმა პაწუკა ლეპტოპმა ღირსეულად მოიპოვა მეგობრის სტატუსი. რატომაც არა? ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის(მიუხედავად ჩემი ინგლისურის არცოდნის), იცის, რა მინდა, ერთგულად მეხმარება ჩემი სურვილების და ჩანაფიქრების შესრულებაში, საიტერესო მოსაუბრეა, ჭკვიანია, უამრავი საინტერესო ამბის მცოდნე და ასევე უამრავი შესაძლებლობების მქონე. თან ცოტას ლაპარაკობს, არც შურიანია, არც ეგოისტი, არც ნერვებს მიშლის.აბა სად ნახავთ ასეთ ადამიანს? მოკლედ ამ ამბავში ერთპიროვნული ლიდერია!
შემდეგ პოზიციაზე მობილური დგას, ოღონდ არა თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით. ჩემი მობილური გაადამიანდა! დიახაც! ვიცი, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ აბა ამას რა დავარქვა სხვა?
…ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო მისი უცნაური საქციელი და დღემდე გრძელდება.მირეკავს ჩემი მეგობარი(რეალური, სულიერი და ძალიან საყვარელი, რომელმაც ყველა გამოცდას გაუძლო და დღემდე ჩემიანად დარჩა), რომელიც ყოფითი პრობლემების და რუტინული ცხოვრების გამო ზაფხულის მერე არ მინახავს და მეკითხება, რა გინდოდაო.რაზეც მე ერთობ გავოცდი. გაირკვა, რომ ჩემი ტელეფონი რეკავდა.ზარი სამჯერ გამეორდა.შემდეგ გაჩერდა.შევამოწმე და გამავალ ზარებში მართლაც იყო დაფიქსირებული სამი ზარი.ნუ ვიფიქრე, ალბათ დაბლოკვა დამავიწყდა და შემთხვევით გავიდა ზარი–მეთქი.ერთი კვირის შემდეგ შემთხვევა ისევ გამეორდა.ამჯერად უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ტელეფონი დაბლოკილი იყო. საღამოს ვეკონტაქტეთ ერთმანეთს,ტელეფონით ისევ, ვიცინეთ ბევრი, აღვნიშნეთ, რომ ჩემი მობილური ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა და აჯანყდა ჩვენი ერთმანეთის ნახვის ვერადავერმოხერხების გამო, დავგეგმეთ რანდევუ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.სრული ერთი კვირა მსგავსი აღარაფერი განმეორებულა.ჩვენ რა თქმ უნდა კვლავ ვერ მოვახერხეთ დათქმულის შესრულება და ორშაბათს ისევ ატეხა რეკვა. ისევ სამი ზარი. მერე ისევ საუბარი, ისევ დაგეგმვა შეხვედრის, ისევ ერთი კვირით  გამოსწორებული მობილური, ისევ არასრულება ნათქვამის და ისევ აჯანყებული მობილური…ეს უკვე ორი თვეა გრძელდება. კვირაში ერთხელ, სამად სამი ზარი და მხოლოდ ამ ადამიანთან. სხვასთან ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და არც ხდება. აბა მითხარით ახლა, ნორმაალურობაა ეს? ჰგავს ეს ნივთის საქციელს?
უცნაურობებზე ფიქრს  გადავყავარ იმაზე, რაც ირგვლივ ხდება.
თემა მეოთხე: ზოგჯერ თურმე ხდება, რომ დრო წრეზე ტრიალებს და უკან ბრუნდება. აჰა, გაბრწყინებული ქვეყანა, მეტი შიშით და ნაკლები აზროვნებინ უნარით კმაყოფილი და ბედნიერი, მუდმივად სხვის აზრს მიჩერებული ხალხი, აყვავებული დემაგოგია, ფარისევლობა, მონური ექსტაზი(ხო, ესეთიც არსებობს თურმე) და უკნაკლო ხელისუფალი. და აგერ მეც ამ უნაკლოთა გარემოცვაში «მარშრუტკასა» შინა მყოფი და ფიქრების გაუთავებელ მოსახვევებში მოჯაყჯაყე… და ეს საკრალური ფრაზა: ‘სანამ გადახვალ. გააჩერე» 😀
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ფიქრებს აღძრავს.ფიქრი აკეთილშობილებსო და აქედან გამომდინარე საზტრანსპორტი აკეთილშობილებს ადამიანს.:D

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «საზტრანსპორტი,მე,სულიერები და უსულოები»

  1. არ ვიცი რა ვთქვა, მეც იმ მარშუტკაში მგონია თავი 🙂

  2. ხოდა ძალიან კარგი, ვ დვოიომ ვესელეე 🙂

  3. რა საინტერესო ამბები და ფიქრებია ^^

    მობილური, ჰმ, ზოგჯერ ჩვენზე ჭკვიანები არიან 🙂

  4. კი, რომ აღარაფერი ვთქვათ, კომპიუტერზე 🙂

  5. მეც ვისურვებდი მგზავრობისას ამდენი დრო მქონდეს, როგორც წესი ბათუმში ნებისმიერი დანიშნულების ადგილს მაქსიმუმ 10 წუთში აღწევ, ამიტომაც ავტობუსში მხოლოდ წუხილს ვასწრებ, მიზეზები კი იცოცხლე… უჰაერობა, თავზე ჩამომჯდარი თანამგზავრები და ა.შ. 🙂
    პ.ს. პირველი ფოტოც ბათუმში, pliaj.ge–სთვისაა გადაღებული, რომელიც ახლა სამწუხაროდ გამორთულია. ჰოდა, როგორც ავტორს ცოტა არ იყოს მეხამუშა ასე უპატრონოდ, რომ ვნახე ეს ფოტო, უკვე მეძალიანბევრე ადგილას დადებული 🙂

  6. ფოტო გოოგლეს სურათებიდა ავიღე. გამოვცლი, არაა პრობლემა

  7. უკვე წავშალე. ერთი ადგილი გამოაკლდა ბევრს 🙂

  8. მადლობა 🙂 რაღაცა ძალიან ხმამაღლა მომივიდა წეღან ნათქვამი და მაპატიე 🙂

  9. ეგ არაფერი, სულაც არ მინდა პლაგიატორად ჩამთვალოს ვინმემ, თვითონ ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს. ადრე მცოდნოდა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ აბა საიდან გავიგებდი? დავგუგლე და ფოტოებში ესეც ავარჩიე სხვებთან ერთად.ისე, მართალი გითხრა ვერ ვხვდები რაა საწყენი იმაში, რომ ვინმესთან შენი ფოტო იდოს, თუკი არ ამბობს ჩემი გადაღებულიაო. ასე არ ვიყენებთ სხვების გადაღებულ ფოტოებს სულ? აბა ვისაც ბლოგზე სურათი აქვს მაინცდამაინც თვითონ უნდა გადაიღოს თორემ ისე ქურდობაა? არ მესმის, მაგრამ არა უშავს.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s