კონტრაქტი :D

კარგა ხანია მივხვდი, რომ უხილავი კავშირი მაქვს ზეციურ სამყაროსთან. თანაც მარტო მე კი არა, მთელ ჩემს ოჯახს.ზეციურში ერთ კონკრეტულ(?!) შრეს, ანუ ანგელოზთა სამყოფელს ვგულისხმობ, ანგელოზებში კი ერთ კონკრეტულ(?!) ანგელოზს, კერძოდ ჩვენს მიქაელს.

ბავშვობიდან ვგრძნობ მის სიახლოვეს. დიდი ხანია, ჩემს ოჯახს მასთან საქმიან–მეგობრული ურთიერთთანამშრომლობის კონტრაქტი აქვს გაფორმებული.ეს იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ დროდადრო ახალ–ახალი კადრებით ვამარაგებთ მის სამყოფელს. მაგრამ სანამ გავგზავნიდეთ, ჯერ ხანგრძლივი და დამქანცველი მომზადების პერიოდია.ეს იგივე ჩვენი ცხოვრების წესია.ალბათ ფიქრობთ, რომ რაღაც ისეთია, ძნელადმისახვედრგასაგები? სულაც არა! ეს ზუსტადაც კლასიკური მაგალითია იმის, აი ყველაფერი გენიალური რომ მარტივია, თუ პირიქით…

მოკლედ, რთული არაფერია. ჩვენ ჩვენი არაჯანმრთელი ცხოვრების წესით, დამქანცველი შრომით, ნაკლები დასვენებით და თავის პატივისცემით, არასწორი კვებით(შიგადაშიგ დიეტებითაც), სპორტის და ყველანაირი გამაჯანსაღებელი საშუალებების უარყოფით, ნუ ცოტა–ცოტა სიგარეტის მიშველებითაც, ბევრი ნერვიულობით და ცოტა წარმატებით მონდომებით ვზრუნავთ ჩვენი მიქაელის,ცისფერი მთების არ იყოს,ორი სათაური რომ აქვს, სამფლობელოს შევსებაზე. ოღონდ ჩვენგან გაგაზავნილი ყოველი ახალი კადრი არის მოყვასზე და ადამიანთა მოდგმაზე ზრუნვის გამოხატულებაც.

ჩვენ…ჩვენ…თქვენ არხეინად იყავით, ნურაფრის შიში ნუ გექნებათ,ძმანო და დანო! აგერ არ ვართ? ჩაგენაცვლ–დაგენაცვლებით. 2013–ისას ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი, იქ ეს სისტემა იმუშავებს თუ არა, იქამდე კი ჩემი თავი გენაცვალოთ.მოკლედ ისე გამოვიდა,რომ ეს ერთგვარ ოჯახურ ბიზნესადაც შეიძლება ჩაითვალოს, ოღონდ  აი რაღაცნაირ ალტრუისტულ–საქველმოქმედო ბიზნესად. ხო, აბა რა? აკეთებ და არ ელი არაფერს, უანგაროდ შრომობ, იხარჯები ფიზიკურადაც და რაოდენობროვადაც, გასცემ და გასცემ! ხო, აბა ერთი ოჯახიდან 4–ის გაშვება ახალ გარემოში,სრულიად უცხო სიტუაციაში,თან უკან დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე ადვილი საქმეა?! სამაგიეროდ, ჩვენი მიქაელი(და გაბრიელიც)გვაფასებს ჯეროვნად,სჯერა ჩვენი, გვენდობა და კიდეც გვემეგობრება. აბა! მეტსაც გეტყვით,უკვე სოციალურ ქსელშიც!

ხოდა ასე! ისე, ემანდ ფრთხილად იყავით! თორემ შეუძლია გააუქმოს ჩვენთან საქმიანი კონტრაქტი,მარტო მეგობრულს დასჯერდეს და მერე სულ თქვენ მოგიწევთ იმის კეთება, რაც აქამდე ჩვენ გვიკეთებია! ასე რომ,ცოტა ფრთხილად ჩვენს განაწყენებებში!!! 😀 😀 😀

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s