ფიქრები გაზაფხულზე და მშენებლობაზე.

აჰა, ანუ როგორაა? გაზაფხული გამოცოხცლება და განახლებააო ხო? იმდენი თქვენ რა გითხარით. როგორც ყველაფერი, ესეც სუბიექტურია. ახლა გარეთ რომ ერთი–ორი ბუჩქით ზედმეტი გამწვანდა,დიდი ვერაფერი შეღავათია ჩემთვის და ვერც მაინცდამაინც აღსაფთოვანებელს ვხედავ ამაში. მე რომ მკითხო, გაზაფხული ყველაზე საშინელი დროა.
ამას ისევ ზამთარი სჯობს, იცი მაინც, რაც გჭირს და დაკვალიანებული ხარ. სხვებისთვის თუა იმედის მომცემი და გასახარელი, იყოს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. ჩემთვის ის პირდაპირ ასოცირდება გრიპის ნაირსახეობებთან. გარეთ იმატებს სიმწვანე, მე კიდევ წარმატებით ვეგებები და ვისტუმრებ ა–დან ჰ–მდე ყველა ჯურის და სირთულის ვირუსს. ანუ ჩემი გაზაფხულური აჟიოტაჟი და აცმუკება გამოიხატება აფთიაქების გახშირებული დალაშქვრით, «სელპაკის» ტონობით შესყიდვით და საოცრად,არაჩვეულებრივად და მომხიბლავად «ქალური» ხველებით.
აი, ახლაც, ტრადიციისამებრ(ვგიჟდები ტრადიციებზე და იმდენად არ მყოფნის ის, რაც გვაქვს, დანაკლისს ვივსებ და თვითონ ვიგონებ დამატებით 😀 😀 😀 ), ლოგინსა შინა ვიმყოფები, რომანტიკულ–სექსუალურად თმააბურძგნული, თვალებჩაწითლებული, ნუ ცხვირსაც არა უშავს, მუდმივად გრიპის და ამისთანების საწინააღმდეგო ჩაის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, რაც  ტრანსის მდგომარეობაში ყოფნას უტოლდება ჩემთვის. სარეცელი ჩემი სარკუმელსა თანა არს და სარკუმელი ესე არს ფრიად დიდ და მუნ ვხედვიდე ტაროსის მონაცვლეობას.ტაროსის ხსენებაზე ჩვენი შოთიკო მახსენდება: «საწუთრო, ვითა ტაროსიო», რომ ამბობდა.ხოდა ეპიდემიებზე ფიქრიდან ახლა სხვაგან გადავუხვევ.

აი,ვიყურები გარეთ და ვხედავ სახლებს.

ზოგი მაღალია, ზოგი–დაბალი.ზოგი უშნოა, ზოგი–ლამაზი.

ზოგი ძველია და ჩამოფხაული, ზოგიახალთახალი და თანამედროვე. სავარაუდოდ, შიგნითაც ასეა, ზოგი უგემოვნო, სარემონტო და გასაცოდავებული იქნება,ზოგიც–გაწიკწიკებული, ევრორემონტით და უკეთილმოწყობილესი.

ვაკვირდები.ვცდილობ წარმოვიდგინო, რა ხდება თითოეულ მათგანში, ინტერიერის გარდა, ვცდილობ წარმოვიდგინო, ვინ,როგორი ხალხი ცხოვრობს შიგ, როგორ გრძნობენ თავს თავიანთ სახლებში და რაზე ფიქრობენ, რა უნდათ, რა არ უნდათ. ამ ფიქრ–ფიქრში, ათასგვარ ისტორიაში, რომლებიც ჩემს თავში ჩნდებიან, მივდივარ აღმოჩენამდე: შენობები
ცხოვრებას ჰგვანან. ხო, აი სიტყვას დაუკვირდით: შენ–ობა, ნუ შენ ი–შენ–ებ ადგილსამყოფელს შენ–თვის, სადაც შენი შესაძლებლობები გამოჩნდება.როგორც შენობებშია უმეტესობა ერთნაირი, უღიმღამო და ერთეულებია გამორჩეული, ისეა ცხოვრებაც.ზოგი იმას სჯერდება,რომ თავზე სახურავი ჰქონდეს და თავშესაფარი, ზოგსაც კომფორტზე და ულტრათანამედროვე დიზაინზე აქვს პრეტენზია. მართალია აქ მარტო პრეტენზია და სურვილი არაა საკმარისი და ამაზე მეტად ისაა საჭირო, მეტი ბრძოლის უნარი გქონდეს,მეტი ამბიცია(მერე რა თუ რეალობას არ შეეფერება), ეგოიზმი და ნაკლები თვითკრიტიკა, ნაკლები თავმდაბლობა, სინდის–ნამუსი და ასე შემდეგ. აი ნიჭი და ამდაგვარი სისულეეები არაფერ შუაშია და ეს ბავშვების ჭკუის ასარევ ზღაპართა კატეგორიას განეკუთვნება. ხოდა თუ ადრევე ხვდები ამას, თავს ანებებ ოცნებებს და პრაგმატულად, დაფიქრებულად დგამ ყოველ ნაბიჯს, მათემატიკური სიზუსტით თვლი ყოველ მომდევნო სვლას და მის შედეგს, კარგი «პრარაბივით» სწორად მიგყავს მშენებლობა და სწორად არჩევ სამშენებლო, მასალებს, კიდეც მიიღებ შედეგად კაი გაზიმზიმებულ შენობას, რომელშიც სრული კომფორტი გექნება მუდამ და არასდროს შეგაწუხებს აზრი, რომ აქ რაღაც ისე არაა, როგორც შენ გინდა.თუკი გაჩნდება ასეთი რამ, უცებ აღმოფხვრი, არ გაგიჭირდება ამხელა გამოცდილების პატრონს. ხოოოოდაა იქნები ასე, გექნება შენი სამყოფელი, სადაც ისე იგრძნობ თავს, как рыба в воде.
ჩემი სახლი(პირდაპირი გაგებით) საკმაოდ დიდია და მზიან–ჰაერიანი.ეს რა თქმა უნდა წინაპრების დამსახურებაა. თუმცა ასევე წინაპრების დამსახურებაა,რომ მდებარეობს ჩემთვის საშინლად მიუღებელ ადგილას და მუდმივად დისკომფორტი მაქვს ამის გამო.მე თვითონ ვერ გამოვდექი «პრარაბად» და ჩემი სამყოფელი შენ–ობა(ანუ გადატანითი მნიშვნელობით) ხუხულას უფრო ჰგავს.აი თუ გახსოვთ «ჩიპოლინოს თავგადასავალი» და იქ საწყალი ნათლიმამა გოგრა,რომელმაც მთელი ცხოვრება იშრომა და სიმწრით აგროვა აგურები სახლის ასაშენებლად.ბოლოს იმდენად მობეზრდა უსახლოდ ყოფნა,რომ ხელი ჩაიქნია და რაც ჰქონდა იმ მასალით აიშენა სახლი, უფრო სწორად, სახლუკა,რადგან ისეთი პატარა გამოვიდა, შიგ მარტო დამჯდარი ეტეოდა და ცდილობდა ბევრი არ ეჭამა.მუდმივად ფანჯარაში იყო გადმოყუდებული და ოხრავდა,თან ითვლიდა,დღეში რამდენი ოხვრა იყო.იყო შემთხვევები,რომ ათასამდეც კი ასულა.:D.

ანუ ვარ უძლურებასა შინა,თან ნათლიმამა გოგრას ხუხულაში.კიდევ მეტი კომფორტისთვის და რელაქსაციისთვის ვუყურებ » Requiem_for_a_Dream», ანუ ვკავდები მსუბუქი მაზოხიზმით.
ცხოვრება მშვენიერია!!!
I ‘m happy!!!

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s