პროტესტი

პროტესტი რომ რაიმეს ან ვინმეს მიმართ უკმაყოფილების გამოხატვაა, ყველამ ვიცით და ეს უკვე კარგია, რადგან, მე რომ მკითხო, ადამიანი სწორედ ისაა, ვისაც ყველაფერზე საკუთარი აზრის გამოთქმა შეუძლია, ან საწინააღმდეგოსი, ანაც პირიქით.

არსებობს ყველაზე გავრცელებული და მასშტაბური ფორმები და იშვიათიც. პირველია მაგალითად პროტესტი სოციალური პრობლემების გამო. თუმცა ეს ალბათ ცივილიზებულ სამყაროში, თორემ ჩვენ ამაზე უკმაყოფილებას მარტო მაცივრის გაღებისას, მარკეტში შესვლისას და ქვითრების მიღებისას გამოვხატავთ, ისიც ან ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ან სულაც საკუთარ თავთან.

ამავე კატეგორიას მიეკუთვნება პოლიტიკური დატვირთვის პროტესტი თავისი მასობრივი გამოხატვის ფორმებით. ნუ ეს მგონი უკვე მარტო ჩვენთანაა პოპულარული, ზოგისთვის გულის გადასაყოლებელი და ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის საშუალება.

ამას თან სდევს პროტესტი კონკრეტული პიროვნებების მიმართ, რომელიც იშვიათად სახალხოდაა და უფრო ხშირად შინაურულ საუბრებში მაგიდასთან(ჭიქით ხელში, ჭიქაში გნებავთ ღვინო იყოს, გნებავთ ყავა) ან ტელევიზორთან.

შეიძლება გააპროტესტო ხელმძღვანელობის მოთხოვნები(სამსახურს ვგულისხმობ), რაც უკვე იშვიათთა კატეგორიას ეკუთვნის. შესაბამისად, როგორც ყველა სხვა ზემოთ აღნიშნული, უშედეგოა და ძირითადად ცვლის უკმაყოფილების გამომხატველის მდგომარეობას, თანაც უარესობისკენ.

ასეთივე იშვიათია და უფრო მეტადაც პიროვნული უფლებების დარღვევა-შევიწროვების გაპროტესტება, თუმცა ამაშიცაა ლოგიკა -ჯერ პიროვნება უნდა იყო, რომ უფლება გქონდეს ,მერე დაგირღვიონ და მერე უკმაყოფილება გამოთქვა. ისე ეგეცაა, ვინ რას თვლის დარღვევად. ზოგი მაშინ თვლის თავს დაჩაგრულად, თუ დღის რაციონმა ვერ დააკმაყოფილა, ზოგიც უძილობის და დაღლის, ზოგიც არშემდგარი პირადი ცხოვრების ან სულაც ვერახდენილი ეროტიკული ფანტაზიების გამო და რა ვიცი, მიზეზი ათასგვარი შეიძლება მოიძებნოს.

მე საერთოდ გავაპროტესტებდი ყველაფერს ერთად. და საერთოდ მოვაწყობდი მჯდომარე აქციას მშრალი შიმშილობით მოთხოვნით:»დამიბრუნეთ ჩემი ცხოვრება, რომელიც რომ უნდა მქონოდა». მერე რა გიშლისო ხელს, ფიქრობთ ხო? არა, შიმშილის არ მეშინია, კარგიც კია ჩემი ფორმაში ყოფნისთვის. რომ ვფიქრობ, ვის უნდა გავუპროტესტო, ვჩერდები და ეს სურვილი უკვე უიშვიათეს პროტესტთა რანგში გადადის -პროტესტი, რომელიც მუდმივია და არც იმჩნევ, რადგან როგორც კი გაბრძოლებას და რაიმეს შეცვლას გადაწყვეტ, მაშინვე გახსენდება, რომ ეს ყველაფერი, რის დაბრუნებასაც ვითომ მოითხოვ, საკუთარი ნებით დათმე, თან იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახლა უცხადებ ჩუმ პროტესტს. ისიც იცი, რომ უკან რომ დაგაბრუნონ, ისევ ასე შეელეოდი ყველაფერს და ასე ჩარჩებოდი ნეხვში ყელამდე, რადგან იმათ, ვინც ისე მიიღო ეს ყველაფერი, როგორც ჩვეულებრივი ამბავი, არც წარმოუდგენიათ, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ან რომ იყოს აწი. ვერც ან არც ფიქრობენ, რას გრძნობ შენ ახლა, ვირტუალურის ანაბარა დარჩენილი, რომ იქ მაინც იგრძნო თავი რეალიზებულად და თუ არ ირწმუნებ, დროებით მაინც დაიჯერო, რომ მეტი შეგეძლო და ცოტა ხნით მაინც იგრძნო თავი სხვა ადამიანად. და ეს პროტესტი შენს გულში რჩება, გამოთქმას მაინც აზრი არ აქვს, გჭამს, გღრღნის და ერთადერთი, რაც დაგრჩენია ისაა, დაირწმუნო თავი, რომ სწორად მოიქეცი, რაკი შენს უკან შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები დგანან, რომ მათთვის თავდადება და მსხვერპლი სულაც არაა გმირობა და სხვანაირად არც არავინ მოიქცეოდა და რომ სულაც არ უნდა მოგინდეს მათგანაც იგრძნო იგივე, თუნდაც იშვიათად. აბა რას იტყვით, არ არის ყველა პროტესტთა შორის გამორჩეული? ახლაც, ამას რომ ვწერ, ერთ რამეს ვაპროტესტებ -რატომაა, რომ სიყვარულის ჩემი გაგება არასდროს არ ემთხვევა სხვებისას?! 

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s