ძალიან პატრიოტული მონოლოგი

გიფიქრიათ როდესმე, როგორ გაგიმართლათ? არა? სულ ტყუილად. მე ბევრჯერ. გამართლებაა აბა რა, ამხელა დედამიწაზე მაინცდამაინც აქ, ამ მადლიან, ღვთივკურთხეულ მიწაზე რომ დაიბადები. აქ ხომ ყველაზე ცხადად იგრძნობა, რომ ადამიანი ღვთის შვილია. აქ ხომ წვიმის ნაცვლად მირონი მოდის ციდან და ბოლოს და ბოლოს ეს ხომ უბრალოდ ქვეყანა არაა, ეს ხო წილხვედრია!თანაც ღვთისმშობლის!
თუ არ გჯერათ და დააკვირდით.

აქ ხომ ყველაფერი სხვანაირია და არაჩვეულებრივი.

ასე მაგალითად, ყველგან ხომ არის წელიწადის 4 დრო? აქ სამია: ზამთარი, ზაფხული და შემოდგომა, ისიც სანახევროდ. და თანაც ზამთარი თებერვალში იწყება.

სხვა ქვეყნებმა იციან რას მიეკუთვნებიან, ევროპას, აზიას, აფრიკას, ამერიკას, ავსტრალიას თუ სულაც გრენლანდიას. ჩვენ არ ვიცით. აი ასე საყვარლად ვართ გაკვეხებული საზღვარზე და ეს გაურკვევლობა ხასიათსა და ტრადიციებზეც აისახა ძვირფასად.

აბა გინახავთ სადმე ასეთი თავგადაკლული მონდომება ვინმესთვის თავის მოწონების? აშენე, მოაწყვე, შეღებე, დაალაგე, დავარცხნე ოღონდ სხვისთვის, სხვას რომ მოეწონოს და ტაში დაგიკრას, თორემ შინაურს და შენიანს კისერიც უტეხია.

ახლა ადამიანებს არ იკითხავთ? ან რა ინტელექტი, ან რა გემოვნება, ან რა ზნეობა, ან რა ჰუმანურობა! ზუსტად ისეთი, როგორიც უფლის რჩეულ ერს შეეფერება.

აქ გიჟდებიან ერთმენეთზე. დილიდან დაღამებამდე სულ სხვების ამბებს და პრობლემებს არჩევენ, სხვების ნაკლს და შეცდომას არჩევენ. აბა ამაზე მეტი მოყვასის სიყვარული იქნება?

აქ ყველა მორალისტია. ყველა განსწავლულია, თან ყველა სფეროში, პოლიტიკა გინდა, რელიგია თუ რაც გინდა სულო და გულო. თუ წარმატებას მიაღწიე, ისე ახლოს მიაქვთ გულთან, რომ გულზე სკდებიან, თუ არ გაგიმართლა და ცუდად მიგდის საქმე, ამასაც ისე სისხლხორცეულად განიცდიან, ერთი თვე მაინც ყოფნით სალაპარაკოდ.

ახლა პროფესიონალიზმს შეხედეთ ერთი. მსგავსს მსოფლიოში ვერსად ნახავთ. ოღონდ ამას ისე მორიდებით ავლენენ, რომ შეიძლება ვერც მიხვდე. ეს სპეციალურადაა, რომ არ დაკომპლექსდე და შინაურულად იგრძნო თავი. როცა ვერ აგებინებ, რა გინდა, ძალაუნებურად შენც ერთვები საქმეში და ამით შენი კიდევ უფრო მეტად განვითარება და დახვეწა ხდება. ეს ისევ შენთვისაა, შენს საკეთილდღეოდ, ისევე, როგორც ყველაფერი, ამ დალოცვილ ქვეყანაში.

სკოლა ზრუნავს მშობლებზე იმით, რომ ცდილობს ჩამოაყალიბოს ერთუჯრედიანი ზომბები და ამით მათი მართვის პრობლემებს უხსნის უფროსებს. პარალელურად ბავშვებზეც ზრუნავს და არაფერ ცოდნას არ ალევს და თან გამოცდებს აბარებინებს, რათა მშობლებმა დამატებით მისცენ ცოდნა, მოამზადონ და მიხვდნენ, ბოლოს და ბოლოს, რომ დრო უნდა დაუთმონ შვილებს.

უმაღლესი სასწავლებებლი ზრუნავს, რომ რა ცოდნითაც შედის აბიტურიენტი, იმავეთი გამოვიდეს და მერე რას იზამს, მის მარიფათზე იყოს ან მისი მშობლის.

პროფესიონალიზმის მიხედვით იღებენ სამსახურებში, ამიტომაცაა ძნელი სამსახურის შოვნა. ხოდა ისინიც, უკვე დასაქმებულები, პროფესიონალიზმით გახდევინებენ ფულს, ნებისმიერ დაწესებულებასა თუ უწყებაში, თანაც ევროპული სტანდარტებით, მაგრამ ქართული მომსახურებით. ანუ საყვარლად და შინაურულად ვერმიხვედრით, სულერთიობით და ისევ და ისევ შენი ჩართულობით. უნდა მიეჩვიო, იყო აქტიური, ერკვეოდე ქვითრებსა თუ რეცეპტებში, დიაგნოზებსა თუ მათ შესატყვის მკურნალობებში, სამშენებლო მასალებში, მოკლედ ყველაფერში! აბა ეს ზრუნვა არაა? ვერ მოდუნდები და ეს ხო წინსვლის და პიროვნული სრულყოფის საფუძველია?! მერე როგორ ცდილობენ რამენაირად დაგაფიქრონ და ახლებური ინოვაციური აზროვნება განგივითარონ. აი მაგალითად, ვიყიდე ერთჯერადი ჩაი, ქართული და ამაყი ვარ. კოლოფი გავხსენი და პაკეტები თავდაყირა დამხვდა და ყოველი ამოღებისას ყველა იყრებოდა ერთად. ეს რატომ იცით? არ დავუკვირდი და იმიტომ. მეორედ ყიდვისას დავაკვირდი. ერთ მხარეს ქართული წარწერაა, მეორეზე ინგლისური. თუ ქართული მხრიდან გახსნი წარწერის შესატყვისად, უკუღმა გამოდის, თუ ინგლისურიდან-წაღმა. აბა არაა აქ ღრმა აზრი? კიდევ შეეპარება ვინმეს ეჭვი ჭეშმარიტებაში: «მე ქართველი ვარ და მაშასადამე ევროპელი»?

მერე რა სანტერესოა აქ ცხოვრება! არ მოიწყენ! ხან რევოლუციაა, ხან მიტინგი, ხან დარბევა და ასე გრძელდება წლებია:აქცია, დარბევა, მიტინგი, აქცია, დარბევა, მიტინგი… მერე მოდის არჩევნები და ისევ იმ ხელისუფლებას ირჩევენ, ცოტა ხნის წინ რომ აქციას უწყობდნენ. მერე აირჩევენ და ცოტა ხანში ისევ საპროტესტო აქციას უტარებენ…

არა, დალოცვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუმცა სხვანაირად არც შეიძლება. სადაც ამდენი რწმენით გასხივოსნებული ადამიანი დადის, სადაც ამდენი მარხვა-ლოცვით განწმენდილი სული განსხეულებულა, სადაც ასე გამეფებულა უფლის სიტყვა, სხვანაირად ან კი როგორ იქნება?
«სხვა საქართველო სად არის?!.»

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «ძალიან პატრიოტული მონოლოგი»

  1. სრულიად გეთანხმებბი! 🙂 🙂 🙂

  2. ჩაის პაკეტებზე გემრიელად ვიცინე.

    ისე, «ბედნიერი ერი» გამახსენდა და კაცმა რომ თქვას, სატირლად უფრო გვაქვს საქმე 😦

  3. აკი კიდეც ვტირით, ოღონდ ცეკვა-თამაშით

  4. ხოო! დაგნებდი კატერინა — ეს ნამდვილად ირონიული პოსტი იყო. სამსახურს კი იმიტომ ვეძებ, რომ პირველ რიგში ფული მჭირდება და მერ ის, რომ გავხდე პროფესიონალი ( ისევდაისევ ამ სამსახურში მუშაობით), მაგრამ შიგნით უკვე პროფესიონალი როგორ უნდა შეხვიდე, ამას ვერ ვხვდები. რომ გამოვიცადო, ამისთვის ჯერ გამოუცდელი უნდა ვიყო, მაგრამ სამსახურში მხოლოდ უკვე გამოცდილებს იღებენ, ხოლო სად გამოცდილებს, რომელ ხვა სამსახურში გამოცდილებს, ღმერთმა უწყის. ეს უსინდისობაც აღარ არის, რაა! ელემენტარული ლოგიკის უქონლობა იგრძნობა — ამაზრზენია!!! ციდან რომ მირონი მოწვიმს უკვე და მესამე შვილს მხოლოდ იმიტომ აჩენენ, რომ მერე პატრიარქის ნათლულის წყალობით ყველა შემდგომი შეცოდება მიეტევებათ და სამოთხეში ადგილი ექნებათ დაჯავშნული…. ეს ხომ ცხადია, კატერინააა!!!

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s