თმა

უკვე კარგა ხანია განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ჩემს თმასთან .     ყველაფერი დაიწყო იმით,რომ ერთხელაც აღმოვაჩინე, ერთადერთი, რაც მომწონს და რასაც არ ვაპროტესტებ საკუთარ გარეგნობაში, თმაა. ეს ის შემთხვევაა,რომ ზუსტად ვიცი, კარგია და ვერავინ დაიწუნებს. მაგრამ არც მთლად ასე მარტივადაა საქმე.
მარტო ეს რომ იყოს გადამწყვეტი, მაშინ თმას ჩემთვის ისეთივე დატვირთვა ექნებოდა,როგორიც ზოგისთვის კისრიდან ფეხებს, უნაკლო უკანალს ან მკერდს აქვს საზოგადოებაში წარმოჩინებისა და ყურადღების მიქცევის ამბავში. ჩემთვის ეს მეასეხარისხოვანია და მარტო ამისთვის რომ იყოს საჭირო, ალბათ სულ ნულზე თუ არ გადავიხოტრავდი,»პოლბოქსი» მაინც არ ამცდებოდა. მოკლედ, ეს გამოირიცხა, თუმცა, ცოდვა გამხელილილი სჯობს, და სულაც არ არის უსიამოვნო, როცა აღნიშნავენ, რომ მაგარი თმა გაქვს. მე გაცილებით სერიოზული და ღრმა ურთიერთობა მაქვს მასთან. გარკვეული თვალსაზრისით, ის ჩემი იდენტურობის, თვითმყოფადობის და საერთოდაც პიროვნულობის მაჩვენებლად იქცა. საშინლად მაღიზიანებს უაზრო შეკითვები, როგორიცაა:»არ გეზარება ამხელა თმა რომ გაქვს?» «აუ, როგორ უვლი ამსიგრძე თმას?» რომ მეზარებოდეს და მიჭირდეს, ხომ არც მექნებოდა? და რადგან მაქვს, ესე იგი მინდა ხო? და რადგან მინდა, რატომ მისვამ სულელურ კითხვებს?
მოდი ვეცდები ჩამოვაყალიბო:
1.მე მიყვარს ჩემი თმა, ჯერ ერთი იმიტომ , რომ ვიცი კარგია და მეორეც, უბრალოდ მიყვარს. მომწონს, მძიმედ რომ მადევს თავზე, მიყვარს ხელით მისი თამაში. თითებს რომ ჩამოვაყოლებ მთელ სიგრძეზე.
2.მისით შემიძლია გამოვხატო ჩემი განწყობა და ხასიათი.ასე მაგალითად:
ა)ვარ ამაყი და თავდაჯერებული-ვიკეთებ კუდს, ოღონდ ზევით, კეფაზე. ვარ მოშვებული, უხასიათოდ და აღარც გაპრანჭვის თავი მაქვს-ნაწნავს მივმართავ, ოღონდ მოშვებულ ნაწნავს და გვერდით გადმოგდებულს.
ბ)არავის დანახვა არ მინდა და მეც მინდა დავიმალო-თვალებამდე «ჩოლკა» და არანაირი თმის სამაგრი!
გ)ვარ ხულიგნურ-აცეტებულ ხასიათზე-ავანგარდულად აწეწეწილ-დაუვარცხნელ-ნახევრად დახვეული და გაშლილი.
3.არის სეზონური დამოკიდებულებაც.რასაც ზაფხულში მივმართავ, იმას ზამთარში არასდროს გავიკეთებ, მაგალითად,ზაფხულურ-«ზაგრული»ვარიანტები: გადაწეული, ნაწნავებით გადაქაჩული შუბლი და ცხენის კუდი ან სულაც აფრიკული ნაწნავები კეფამდე და მერე ისევ კუდი.ზამთარში ეს არასდროს მომინდება.
მოკლედ ამას შევეშვათ, თორემ კაი ხანს გამიგრძელდება და მოსაწყენი იქნება.
ყველაზე საინტერესო წინაა.
4.უკვე ვთქვი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა-მეთქი და ეს კარგა ხანია გასცდა ვიზუალის სფეროს.შესაბამისად გაჩნდა პასუხებიც მოსაბეზრებელ შეკითხვაზე:»რატომ არ იჭრი?»:
არავისთვისაა უცხო, რომ ყველაზე რთულად ასაწყობი ამ ქვეყანაში პირადი ცხოვრებაა, მგონი კარიერაზე მეტადაც კი, ყოველ შემთხვევაში, არც არაფრით ჩამოუვარდება სირთულით. ხოდა აქაც тут как тут ერთი ვარიანტი: აი, ამიტომ არ ვიჭრი. გადავაგდებ ნაწნავს ფანჯრიდან, ეგებ ვინმე ამოყვეს :D.
5.ისიც ყველამ ვიცით, რომ ჭკუა და ინტელექტი საზიანოა ჟანმრთელობისა და ცხოვრებისათვის. ხოდა, როცა ზედმეტად დიდი დოზით ვიწვნევ ამას და საკუთარი ცხოვრების სტატუსად :»ვაი ჭკუისაგან»მინდა დავაყენო, ისევ тут как тут მეორე ვარიანტი პასუხის: აი, რატომ არ ვიჭრი. ხომ ამბობს ერთი ჩვენი ხალხური სიბრძნე(თუმცა რომელი არაა სიბრძნე 😀 ):ქალს თმა გრძელი იმიტომ აქვს, რომ ჭკუა აქვს მოკლეო თუ რაღაც ამდაგვარი. ხოდა მეც იმიტომ ვიზრდი, რომ ეგებ და მომაკლდეს და გაიოლდეს ცხოვრება.
6.ზოგჯერ ისც ხდება, რომ საკუთარ ცხოვრებასა თუ შეცდომებზე ფიქრისას ისე ბრაზდები საკუთარ თავზე, გინდება ერთი კარგად მოტყიპო. ხოდა აქაც შეიძლება ნაწნავს მიმართო შახსეი-ვახსეის პონტში. მართალია ეს წარმოსახვაში იქნება, მაგრამ გულს მოიოხებ :))
ახლა ყველაზე მთავარი. ბოლოსთვის მოვიტოვე:
7.ყოფის სიმძიმე ზოგჯერ ისე შემოგიტევს, აღარ იცი, რა ქნა. ისეც ხდება,რომ ერთბაშად დაგემხობა თავზე პრობლემები, მათი ვერგადაჭრის ან ძნელად გადაჭრის სირთულეები, წარუმატებლობის და გულისტკენების ხვავი და ბარაქა და გრძნობ, როგორ მძიმდები, ეშვები სადღაც, ჭაობში? არა, ბანალურია. გიჩნდება შეგრძნება, რომ დიიიდ გუბეში ხარ კისრამდე, სავარაუდოდ, ნეხვის გუბეში და ისე გექაჩება ქვევით, ცოტაც და ჩაიძირები. ხოდა ისევ тут как тут, ჩნდება

გამოსავალი. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, როგორ ამოჰყავს თავი ჭაობიდან ბარონ მიუნჰაუზენს ნაწნავით. ხოდა ასეთ დროს, რაკი უკვე ჩაძირვის საფრთხე გარდაუვალია და ვერავინ გიშველის საკუთარი თავის გარდა, უნდა მიმართო ამ ხერხს. ვეჭიდები ჩემს ნაწნავს და ვექაჩები. ხან მალე გამოდის, ხანაც ცოტა დიდი ხნის ჩალიჩი სჭირდება. მერე, როცა სამშვიდობოს ვარ, ამაყად ვცემ კიდევ ერთხელ პასუხს იმ სულელურ კითხავას: აი, რატომ მინდა გრძელი თმა.
როგორც ჩემი და იტყვის, ჩვენამდე სხვებმა მოიგონეს
სირაქლემას პოზა, ჩვენ ექსკლუზიურად შევქმენით ახალი
და კრეატიული-მიუნჰაუზენის პოზა-ნაწნავით ამოქაჩვა.
p.s.
სულ რამდენიმე დღეა, კიდევ ერთხელ მივმართე ამ ხერხს და, როგორც ყოველთვის, გაამართლა.

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «თმა»

  1. anna:

    მმმმმმმ კატერინა იმ ფოტოების მიხედვით რაც თქვენი თურქული არდადეგების დროს გადაურჩა ნათია-ლონდას მსავრალ ხელს ნამდვილად საოცრად ლამაზი თმა გაქვთ… მგონი ეს მათაც გადასრევად იციან ვინც გამუდნებით გისვამთ სულელურ შეკითხვას «არ გეზარება??? .. და რჩევაც არ აყოვნებს შეიჭერი რაა…)))) ლამაზი ფერის ჯანსაღი თმა შეჭრას არ საჭიროებს …ძალიან გიხდებათ …

  2. მადლობა :* . ნუ, რაღა დაგიმალო და მეც მასე ვფიქრობ, ამიტომაც არ ვიჭრი, მით უფრო რომ ასე უფრო კომფორტულია ჩემთვის 🙂

  3. რატომ არ იჭრი? მეზიზღება ეს კითხვა. თან ყველა არამკითხე რომ გეკითხება 🙂

  4. აჰა, უკვე მივეჩვიე და როცა მეკითხებიან, მრავალმნიშვნელოვნად ვიღიმი და ვდუმვარ 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s