ქალი ქვიშაში ანუ ფრუსტაცია და გაუთავებელი ზამთარი

რა ქვიშა და მზე ამიტყდა ამ სიცივეში? თუმცა რა,ახლა უფრო ლოგიკურია,თან თუ გავითვალისწინებთ ჩემს დამოკიდებულებას ზამთართან და სიცივესთან.თან რო არასდროს არ მთავრდება? შედეგიც არ აყოვნებს:
სრული უაზრობის ფაზაში ვიმყოფები. ვერც მეწერინება. კი მინდა,განა არა,მაგრამ აზრებს ვერ ვუყრი თავს.

თავში ნაწყვეტ-ნაწყვეტ ფრაზები,სიტყვები ირევა უწესრიგოდ.

სრული ქაოსია.

დავდევ მობორიალე ნაგლეჯებს, მინდა ხელი წავავლო და დავალაგო.

არაფერი გამომდის.

დავიჭერ თუ არა რომელიმეს, ან შუაზე წყდება, ან სულაც ქრება ,ან სიტყვები მარცვლებად, მერე ასოებად იშლება და მებნევა ხელიდან. ისეთი შეგრძნებაა,თითქოს უდაბნოში ვდგავარ და ვცდილობ მუჭში ცხელი სილის დაჭერას,მაგრამ თითებშუა გამირბის და ხელცარიელი ვრჩები.მარტო  სიმხურვალეღა მრჩება ხელისგულებზე.

იდეებიც სადღაც გაიპარნენ. არადა ჯერ კიდევ გუშინ ერთი ხუთი მქონდა.

ნარბენივით ვარ და ვფორიაქობ.იდეა მინდა და საჭირო სიტყვები.

ვპოულობ:»ქალი ქვიშაში»,კობო აბე.

პირველი დავტოვოთ.მართალია პლაგიატობაში შეიძლება დამადანაშაულონ,მაგრამ მომწონს.

ჰოოდა ვარ ქვისაშა შინა,უფრო სწორად ზედა.

კვლავ ვაგრძელებ ხელებში ცხელი ქვიშის დაგროვებას. კვლავ უშედეგოდ. ფეხები მეფლობა.ჯერ კოჭებამდე,მერე მუხლებამდე.ცოტაც და წელამდე ვარ.ნელ-ნელა მივიწევ ქვევით.უკვე ყელამდე ვარ.ნეტა ზურაბივით სადნამდე?ყვირილსაც აზრი არ აქვს,მაინც ვერავინ გაიგებს.ცოტა ხანში პირი მევსება სილით,მერე ცხვირის ნესტოები,თვალები.უკვე აღარც ვარ.უფრო სწორად კი ვარ,მაგრამ ქვევით.

ვდგავარ და ვფიქრობ.

მცხელა უბედურად.ოფლი მდის და სილა მეწებება.ქვიშა ფხვიერია.

წინ მივიწევ. ვიკარგები ცხელ სიყვითლეში. არაფერი ჩანს.

ვიღლები.ვჩერდები.ვჯდები.ვფიქრობ.უნდა ვინერვიულო თუ არა?

კარგა ხანს ვმსჯელობთ მე და ჩემი ქვიშიანი ორეული და ბოლოს მივდივართ კონსენსუსამდე(მგონი ერთადერთხელ,პირველად და უკანასკნელად).არც არაფერია სანერვიულო.რა მოხდა მერე?როცა არჩევანი ნეხვსა და ცხელ სილას შორისაა,აბა რა დიდი ფიქრი უნდა იმას,რომ მეორე უკეთესია.ლპობას და სიმყრალეში ყოფნას უწვრილეს ნამცეცებად დაშლა და ქვიშად გადაქცევა არ სჯობს?!
მზე ცხელია და წითელი.ქვიშაში ქალია,ძალიან არაკობოაბეურად…

Запись опубликована в рубрике ემო с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «ქალი ქვიშაში ანუ ფრუსტაცია და გაუთავებელი ზამთარი»

  1. Anonymous:

    მე ძალიან მომეწონა. რატომღაც საკუთარი განწყობა დავინახე. ნაცნობი გრძნობაა. მშვენიერი პოსტია ** ))

  2. მიხარია. მაშინ ხშირად მესტუმრეთ ხოლმე:) :*

  3. jer exla daiwyo zamtari da ukve mag ganwyobaze var…

  4. ახლა კი არა, უკვე ერთი თვეა… და რამდენია წინ? უნდა მივატანოთ ზაფხულამდე, სხვა გზა არ არის 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s