ხაში

ფეისბუქში უნდა მოვძებნო, “მე მიყვარს ხაში” ან “ხაშისტები” ან რამე მსგავსი გვერდი თუ

არსებობს. იქ, სადაც მჟავე კიტრის, შემწვარი კარტოფილის, ხინკლის, ხაჭაპურის და სხვა მისთანების ფანკლუბებია, ხაშმა რა დააშავა? დიდი შანსია, რომ არ იყოს. ხაში რაღაც ისეთი თემაა, დაჩაგრული.
ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ბევრს არ უყვარს და ვისაც უყვარს, ისიც ხშირ შემთხვევაში ამას ვერ აღიარებს, ცოტა არ იყოს და “ტეხავს” ხოლმე და იმიტომ. კაცებს უყვართ ხაში! ისიც ყველას არა. სახაშე ხო საერთოდ, ამ ქალაქში რა სახაშეში წასვლა გიხსენებია და რა “საუნაში”. სახაშეში მჯდარი კაცი კი ღიპიანი, მელოტი და აუცილებლად პახმელიაზეა..
გოგო თუ ხარ, საერთოდ, ხაში “რა პონტში უნდა გევასებოდეს?!”
ცოდვა გამხელილი სჯობს და მე მიყვარს ხაში, იმ ემბლემისა არ იყოს, “მე მიყვარს თბილისი” რომაა, ისე გამომივიდა, პათეტიკურად, მაგრამ მართლა მიყვარს და ამას ხმამაღლა ვაცხადებ! “ფუუ, ეგ როგორ უნდა ჭამოო?” “აუ თან რძიანიიიი?!” “მაგას როგორ გავსინჯავ, სუნზე ცუდად ვხდებიიი…” “აუ ეგ იცი რისგან კეთდებააა?” და მსგავსი მარაზმები ყველამ თავისთვის შეინახოს!
რძიანი, ნივრიანი, თონის პურით, ფაშვით და ჩლიქებით, დილით ადრე, პახმელიაზე ან პახმელიის გარეშე, მაგრამ აუცილებლად ჭაჭასთან ერთად…. მმმმმმმმმმმ
ხაშის ხათრით დილით ადრე გაღვიძებაც კი არ მეზარება…
არც სუნი მეზიზღება და არც მომზადების ერთდღიანი პროცესი მეზარება! საყიდლადაც კი მე თვითონ მივდივარ. და აი აქ იწყება რიტუალი…
დედას გამოაქვს უზარმაზარი ქვაბი და უკვე გული მიმდის, უკვე მალე, უკვე ხვალ დილით…
ხაშს მარტო არ ჭამენ! დაუწერელი და აუცილებელი კანონი!
ვიცი, ვისაც უნდა დავურეკო! იმათ, ვინც არასდროს ესეთ შემოთავაზებაზე უარს არ მეტყვის, საქმეს გადადებენ, სამსახურს გააცდენენ და დილით არ დაიგვიანებენ, ბოთლი ჭაჭით და შოთის პურებით დამადგებიან თავზე. ეს ჩვენი რიტუალია! ჩემი და ჩემი ბიძაშვილების! ხაში მთელი თავის ატრიბუტიკით! არაფერი არ უნდა აკლდეს! რძე, ნიორი, მარილი, ჭაჭა, შოთის პური და დიიიიიიიიიდი თეფშით ხაში მაგიდაზე! ცხელი ოხშივარი სახეში რომ გეცემა და უკვე ერთი სული გაქვს, მალე შეაზავო… ნიორი გადმომაწოდეთ, მარილიც, ჭაჭა ჩამოვასხით…. აბა დილის სახარება შეგვეწიოს…. აბა დამატება ვის უნდა…
ამის გამო ნამდვილად ღირს დილით ადრე ადგომა! მერე კი შეგიძლია ისევ წაუძინო, შეიბრუნო, ხაშმა მოთენთვა იცისო….
ამას უნდა ეზიარო… და მერე შეგიყვარდება…
მოკლედ, ის ვისთვისაც ხაში უბრალოდ საჭმელია და ჩიხირთმის გვერდით წვნიანებში განიხილავს, ამას, რა თქმა უნდა, ვერც გაიგებს და არც დამიჯერებს, მაგრამ თუკი მაინც ერთხელ გაბედავს და ეზიარება ამ რიტუალს, ეგებ მიხვდეს კიდეც, რაზე ამბობდა აქამდე უარს!
p.s. ფეისბუქი შევამოწმე, ორი ჯგუფია, “ხაში” და “ზარმაცების ხაში”, ერთში 8 ადამიანია, მეორეში- 12. “შემწვარი კარტოფილის ფანკლუბში” – 1739!

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «ხაში»

  1. მართალია აქამდე მეც იმ სიაში ვიყავი,ხაშზე ცხვირს რომ იბზუებენ,მაგრამ ამ პოსტის მერე დავფიქრდი.ეგებ ღირს გადავხედო ჩემს კულინარიულ შეფასებებს?აკი შემიყვარდა ზეთისხილი და იქნებ ამ შემთხვევაშიც შემეცვალოს აზრი?ვნახოთ,ვნახოთ 😀

  2. ბლოგპოსტზე დავტოვ კომენტარი და მერე ვნახე, აქ რომ გადმოსულხარ. გამიხარდა. აქ უფრო მომწონს. «ხაშისტებში» ჩამწერე!

  3. ოკ, ჩაწერილი ხარ 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s