აღიარება :D

ვაღიარებ, რომ ბევრს ვცოდავ. თან არაერთხელ, არაერთხელ კი არა-ძალიან ბევრჯერ. ზოგჯერ ნებით და ზოგჯერ უნებლიეთ. მაგრამ, თუ კარგად დავუკვირდები, უფრო ხშირად ნებით. ვერ ვეუბნები თავს უარს და რა ვქნა?
თავმომწონე ვარ და ამბიციური, ყველაფრისშემძლე და ყოვლისმცოდნე, განუმეორებელი და უნიჭიერესი მგონია თავი. ვგიჟდები, როცა ამაყად ვწევ თავს მაღლა. არ მიყვარს ფიქრი და, მით უმეტეს, გააზრებული ნაბიჯების გადადგმა. უცებ, სპონტანურად ვიღებ გადაწყვეტილებებს და არასდროს ვფიქრობ შედეგებზე. საშინელი ეგოისტი ვარ. ყველა და ყველაფერი მკიდია. არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუკი მე კმაყოფილი ვარ. როცა ვნება და სურვილი მიჩნდება, აღარაფერი აღარ არსებობს ჩემთვის. ვერაფერი შემაჩერებს, თუკი რამე დავისახე მიზნად. არ ვიცი არც დიდი, არც პატარა ,არც კარგი და არც ცუდი, არც კეთილი და არც ბოროტი, არც ჭკვიანი და არც უჭკუო, არც წესიერი და პატიოსანი და არც უზნეო და გახრწნილი. ყველა ერთია ჩემთვის. ყველას ერთნაირად აღვიქვამ ,უფრო სწორად ერთი რამისთვის და ერთი ადგილით.
მიყვარს, როცა ბევრი სამუშაო მაქვს. არ მიყვარს უსაქმურობა. უუუ რა ამაყი ვარ, როცა გაქაფული საქმეში ვარ ჩაფლული. ამ დროს აღარაფერი აღარ მახსოვს და ქვეყანა ჩემი მგონია .შემოქმედებითი ექსტაზი და სრული ნირვანა უცხო არაა ჩემთვის. არაფერი შეედრება იმას , დაღლილ-დაქანცული რომ მივეგდები მოშვებული და მივიძინებ ნაჯაფარი. ჩემთვის მთავარი შრომის პროცესია და არა მისი შედეგი. რაღაც პონტში ალტრუისტი ვარ. ხო რა ? ვშრომობ უანგაროდ და არ ველოდები ნაყოფს შრომისას, ქვაზე დადეს პრინციპია რა, ოღონდ წინ აღარ უნდა დაგხვდეს. ის კი არა, კიდეც მიხარია, თუ არაფერი არ დარჩება ამ შრომის სანაცვლოდ ,რადგან მერე სტიმული მეტია და აზარტი. ვეძებ ახალ ადგილს,  საქმეს და ახალი ენერგიით და შემართებით ვიწყებ ყველაფერს თავიდან.
ოოოოხ, ახლაც როგორ მომინდა ერთი კაი მკლავებდაკაპიწებული დატრიალება! გავიდე ერთი გარეთ, იქნებ ვიპოვო საინტერესო რამე. ხო მართლა, ნიღაბი არ დამავიწყდეს,მეშინია ინფექციების და სხვადასხვა სახის გართულებების.
აბა, მარდად! ავდგეთ! წავეეედით!
თქვენ კიდევ დაანებეთ თავი ჩემი საქციელის ახსნის მცდელობებს. ნურც გამამტყუნებთ ნურაფერში.  აბა რას მითხოვთ ჩემგან? ეს, ვისაც ახლა მივყავარ, ჩემი პატრონია. ნახეთ, როგორ მივაბუნძულებ? ჰა, ჰა, აზრზეც არ არის, რას ვუპირებ. გგონიათ შემეწინააღმდეგება რამეში? ნუუურას უკაცრავად. ისე ვათამაშო ჩემს ჭკუაზე, როგორც დაგიბარებიათ.
აბა კარგად.
თქვენ გეგონათ, მართლა აღსარებას ვიტყოდი? კარგი იყო თქვენთან საუბარი, მაგრამ მე საქმეზე გადასვლა მირჩევნია. დაიმახსოვრეთ, რაც გითხარით. ასეთ მონოლოგს ყოველთვის კი ვერ მოისმენთ! როდის იყო ყ..აღსარებას ამბობდა?:))))

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s