საოცრად არამეანგინეკოლოგიური პოსტი

უკვე ერთი კვირაა ვწვალობ და არ დამადგა საშველი. თითქოს პირველი იყოს, ისე გამიჭირდა. ტკივილები მოვლითი ხასიათისაა.ზოგჯერ ჭინთვებიც თან ახლავს, მაგრამ უშედეგოდ. ვერა და ვერ ვიმშობიარე. ეტყობა ნაყოფია ზედმეტად დიდი, ან მე ვარ უკვე

ხანდაზმული მშობიარე. უუუუხ, როგორ მივლის ახლა ტკივილი და მთელ გულ-მუცელს და ხერხემალს მიკავებს! ჭირის ოფლი მასხამს. წავალ, დავწვები, ეგებ ამიშვას.

ვემბრიონობ, ეს ჩემს ენაზე ნიშნავს, რომ მოიკუნტები გვერდულად ემბრიონის ფორმით, თავს ბალიშში ჩარგავ და ვითომ გძინავს(სხვების დასანახად, ანუ ოჯახის წევრების). სინამდვილეში აბა რა დაგაძინებს, მთელი შიგნეულობა გეწვის და გეგლიჯება, თავი გისკდება ფიქრით. დაბორიალობ წინ და უკან ამ შენს ფიქრებში. იხსენებ ყველა დეტალს, აკავშირებ ერთმანეთთან, მერე მიზეზ-შედეგობრივი თანმიმდევრობით ალაგებ და კიდევ ერთხელ ავლებ თვალს. უიიი, ახლა ამჩნევ, რა გამოგრჩენია, რა გამოგიტოვებია, რა შეგშლია, რა ვერ შეგიმჩნევია, ან შეამჩნიე, მაგრამ მოუყრუე, თვალი აარიდე, თუმცა კი გრძნობდი სადღაც გულის სიღრმეში, რომ ადრე თუ გვიან ამას მაინც მიუბრუნდებოდი, მაინც ინანებდი, რომ კარგად არ დააკვირდი და ასე მარტივად გაატარე და თავი მოიტყუე.
ეს როგორ?
რამ გამომაშტერა?
ესეც გამეპარა?
ჭკუა სად მქონდა?
არადა ხო ვგრძნობდი? ხო მღრღნიდა ეჭვის ჭია? არა და არ დავუჯერე, ის კი არა, კიდეც დავამხე რამდენჯერ, ნუ გამიწყალე საქმე-მეთქი შენი ეჭვებით. ხოდა ღირსი ვარ, ვიყო ახლა ასე, მოკუნტულ-მოგრეხილი, მოტირალ-მკვნესარი.
უუუუუხ, როგორ მომიარააა! რაღაც ტკივილმა იმატა. მგონი მარგო ყველაფრის გახსენებამ. აბა კიდევ ვსინჯო, ეგებ დააჩქაროს.
თავიდან ვიწყებ და თვალს ვავლებ ყველაფერს. ამჯერად კიდევ უფრო მეტ იაღლიშს ვპოულობ.
კიდევ მეტად ვმწარდები…ვიგრიხები…ცრემლები მახრჩობს…ჭინთვები მიმძაფრდება…სიხშირეც მატულობს…სიმწრით თითებს ვიკბენ…ჰაერი აღარ მყოფნის…
ვაიმეეეეე, როგორ მტკივაააა…ოღონდ ახლა გადავრჩე…ოღონდ ახლა გავუძლო ამას და არასდროს აღარ შემეშლება რამე…
აააა…ხელებს ერთმანეთს ვუჭერ. მერე ბალიშში ვმალავ სახეს, რომ არ ვიყვირო…ვიჭინთები და ვგრძნობ, როგორ გამოდის უცხო სხეული…
მიდი…მიდი…არ გაჩერდე…შენ შეძლებ…ცოტაც…კიდევ…არიიიიიიის….ვიმშობიარეეეე…

ახლა ვწევარ. ვწერ და მიხარია…კიდევ ერთხელ გავუძელი…კიდევ ერთხელ მოვილოგინე. მართალია, მომყოლი ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ეგ აღარაა ისე მტკივნეული. მალე ეგეც გამოვა, თავისით, მარტივად, ისე, რომ უკვე ვეღარც გავიგებ…

თავისუფალი ვარ. მაგრამ ახლა რომ ვფიქრდები, ნუთუ მართლა მჯერა, რომ აღარაფრი შემეშლება აწი? რა ვიცი. რა ვიცი…

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «საოცრად არამეანგინეკოლოგიური პოსტი»

  1. Gio:

    gilocav…. :)) :*:*

  2. მადლობა :))

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s