ძარცვა- ანუ ნაწყვეტი დაზარალებულის ჩვენებიდან

დამაყაჩაღეს. ხო,დღისით,მზისით.არც არავისი მორიდებიათ.არც ჩემი,იმის მიუხედავად,რომ თვითონ შემოვუშვი,საკუთარი ხელით გავუღე კარი.ვიცი, სულელი ვარ და დასაცინიც ალბათ,მაგრამ რა მექნა?ისეთი აბუზული იდგა,ისეთი მოწყენილი და შეციებული,გულმა აღარ მომითმინა.მაშინვე კი არ გამიღია,ჯერ კაი ხანს ჯაჭვით მქონდა კარი დაბმული და ისე ვაკვირდებოდი.განა არ ვიცი,ყველას ნდობა რომ არ შეიძლება და ასე იოლად შემოშვება.საეჭვო არაფერი შემინიშნავს.კარგად იქცეოდა,თავიც ისე ეჭირა,ცუდს ვერაფერს იფიქრებდი.თანაც აქამდე ბევრგან ვსინჯე თავის შეფარება,მაგრამ არსად მიმიღეს და ასე დავხეტიალობო.ხოდა რაღა მექნა?გავაღე…ძალიან მორიდებული იყო.სითბოში დავსვი,დავაპურე.სული რომ მოითქვა, საუბარი გავაბით.ყვებოდა თავის ამბებს,შიგადაშიგ ხელებს იშველიებდა ნერვულად.უკანკალებდა ოდნავ შესამჩნევად.ისე ემოციურად ყვებოდა,ერთი-ორჯერ ცრემლიც მომადგა.ამან სულ გადარია,ჯერ არავის მიუტანია ჩემი სატკივარი გულთან ახლოსო.მარტოსულობის დარდი ეტყობოდა თვალებში.ისე ჩამითრია საუბარში,ვერც შევნიშნე.არადა არ მახასიათებს ჩემს განცდებზე და ფიქრებზე ლაპარაკი,ნაცნობებთანაც კი და უცხოებთან ხო საერთოდ.დიდხანს ვილაპარაკეთ.აღარაფერი გვახსოვდა და აღარც გვაწუხებდა თითქოს.აღმოვაჩინეთ,რომ დავმეგობრდით.მაგარი იყო ძალიან.ხოდა მეც დავტოვე და აღარ გავუშვი,ან სად უნდა გამეშვა,ან რატომ,როცა ასე კარგად ვგრძნობდით თავს?

სიხარულით აღარ იყო,ახლიდან დავიბადეო.თავი ყოვლისშემძლე მგონია და კიდეც მეშინია,ისეთი ბედნიერი ვარო.მეც მივეკედლე რაღაცნაირად.ვატყობდი,ნელ-ნელა ვეჩვეოდი.უკვე თვალდახუჭული ვენდობოდი .მჯეროდა,რომ განსხვავებული იყო ყველასგან.ხოდა ამან მაიძულა ალბათ ასე ყველაფერი გამენდო მისთვის,ცუდიც და კარგიც,ხილულიც და დაფარულიც,ისეთიც კი ყველაზე ახლობლებისთვისაც რომ მიუწვდომელია.ყველა კუთხე-კუნჭული დავათვალიერებინე ჩემი სამყოფელის,პატარა ჭუჭრუტანაც კი არ დარჩენილა, რომ არ შეეხედა.მე მშვიდად ვიყავი.ვერანაირ საფრთხეს ვერ ვგრძობდი.ასე გადიოდა დრო.მერე ერთხელ,გარეთ რომ გავედი,გასაღები დამრჩა.დავბრუნდი და ვეღარ გავაღე კარი.ის შიგნით იყო.ახლავე გაგიღებო,რაღაცას ახმაურებდა,ფათურობდა.დიდხანს ველოდე.ბოლოს, რომ აღარ გამოჩნდა,გავტეხე კლიტე და შევედი.არავინ დამხვდა.ფანჯარა ღია იყო.ვეცი ჩემს პატარა ზარდახშას,ყველაზე ძვირფასს რომ ვინახავდი შიგ და ცარიელი დამხვდა…ყველაფერი წაეღო…ყველაფერი…
ხოდა ვზივარ ახლა გაქურდული,დაყაჩაღებული და ვერც ვაპროტესტებ.ვერც ვერავის ვადანაშაულებ.ვერც იმას…ხო,იმის რა ბრალია?ეძებდა წასაღებს და სადაც შეუშვეს და დაახვედრეს, იქიდან წაიღო…სულ გავღარიბდი.აღარაფერი დამრჩა,მარტო სირცხვილი,წყენა და ზიზღი,ისიც საკუთარი თავის მიმართ…

დამაყაჩაღეს…

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Один комментарий на «ძარცვა- ანუ ნაწყვეტი დაზარალებულის ჩვენებიდან»

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s