პრობლემები

გაქვთ ხო პრობლემები?ვის არ აქვს,მარტო მკვდრებს.გაწუხებთ ხო?ვის არ აწუხებს,მარტო მკვდრებს.მოკლედ ყველას გვაქვს პრობლემები.ვისაც არ აქვს,ისიც იგონებს თავისთვის და ყველას,რა თქმა უნდა,ჰგონია,რომ მარტო მას აქვს და სხვებს არა და თუ აქვთ, ისეთი და იმდენი არა,როგორც თვითონ.ებრძვით და უმკლავდებით?ხან ხო და ხან ვერა არა?თუ ვერ ერევით,ალბათ ეგუებით.აბა სხვა რა დაგრჩენია,თუ ატყობ,რომ არაფერი გამოდის.

პრობლემა ალბათ ერთადერთია,რაც მრავალფეროვანია ჩვენს ცხოვრებაში.

ყველაზე პოპულარული ფინანსური პრობლემაა.ისე,რომ დაფიქრდე,რატომ ერთადერთი არა?ყველა დანარჩენი ხომ სწორედ აქედან იღებს სათავეს.მაგალითად: გადაიღალე,გრძნობ,და ქანცი გწყდება უკვე.შენ ფიქრობ,რომ ეს სამსახურის და შრომის ბრალია,მაგრამ აბა კარგად დაფიქრდი?მუშაობ ბევრს იმიტომ,რომ ფული გქონდეს და რაკი მაინც ასეთი გადახლეწილი ხარ,ესე იგი არ გიხდიან წესიერად,თორემ როგორმე მოახერხებდი გადაღლის განეიტრალებას და დასვენებას.ახლა აბა მივყვეთ თანმიმდევრულად:რაკი ვერ გიხდიან კარგად,შესაბამისად შენ კიდევ უფრო მეტს მუშაობ,რომ ეგებ და გამოგივიდეს შემოსავლის გაზრდა,მერე არც გამოგდის და ვერც ისვენებ და ვერც განტვირთვას ახერხებ,იძაბები,გღალატობს ნერვული სისტემა.ეს აისახება არა მარტო შენს გუნება-განწყობაზე.ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას შენს ახლოს მყოფ ადამიანებზეც ძალიან მარტივი ლოგიკით:აღარ გცალია მათთვის,თან რომც გეცალოს,უკვე ისე ხარ გასავათებული და გაღიზიანებული,იმათ აღარ უნდათ შენი ატანა.შესაბამისად კარგავ მათ,თან არც გწყინს,რადგან იცი,რომ თუ შენ ასე ვირივით არ იშრომე და არ გადაიღალე,ეს ახლობლები ვერანაირად ვერ დაგეხმარებიან და სულაც არ ანაღვლებთ შენი მატერიალური მდგომარეობა,თავისი გასჭირვებიათ.ოჯახის წევრები გრძნობენ შენს გადაღლას და გაღიზიანებას,ყურადღების ნაკლებობასაც განიცდიან და ისინიც ღიზიანდებიან.თუ დიდები არიან და ნამუსი აქვთ,ესენი ღიზიანდებიან იმით,რომ ხვდებიან,მათი ბრალიცაა,ასეთ დღეში რომ ხარ.თუ არ აქვთ ნამუსი,მაშინ მაინც ღიზიანდებიან შენი უხასიათობით და გერჩიან.ანუ გიფუჭდება ურთიერთობა მათთან.თუ ძალიან საყვარელ ადამიანებს ეხება ეს,მაშინ იძულებული ხარ ისევ ისე იშრომო და გადაიხლიწო,დაითხარო ნერვები,ოღონდ არ შეიმჩნიო და ვითომ კარგად ხარ და ძალიან მხიარული და კმაყოფილი ხარ ყველაფრით,ისე მოიქცე.მერე იმის გამო,რომ შენ ასეთ დღეში ხარ,გიჩნდება ჯანმრთელობის პრობლემები.ამათ მოგვარებას ისევ ფული სჭირდება და რაკი არ გყოფნის და მეტს ვერ შოულობ,ვერც იგვარებ და ხარ სულ ცუდად.ხოდა რაკი ცუდად ხარ და გინდა უშველო თავს, ისევ თავს იკლავ შრომით.ხოდა ტრიალებ ასე,как белка в колесе.და ეს არასდროს მთავრდება.

აბა ახლა ვიფიქროთ,რა დარჩა?ახლა არ მითხრათ,ქვეყნის თავისუფლება და გაბრწყინებაო,თორე გავირღვევი სიცილით და დროებით კიდეც დამავიწყდება ჩემი პრობლემები.

ერთადერთი,რაც ალბათ დარჩა და შესაძლოა არ უკავშირდებოდეს ფინანსურ პრობლემას,ეს პირადი ცხოვრებაა.თუმცა აქაც ღირს დაფიქრება,მართლა დამოუკიდებელია ფინანსებისგან კი?მეტი დრო და შესაძლებლობა რომ გქონდეს,ხომ უფრო კარგად იზრუნებდი თავზე და შესაბამისად ამის მოგვარებასაც მოახერხებდი.სულიერების პრობლემას შევეხოთ ახლა.მტკივნეულია ნამდვილად.მაგრამ ეს ხო ყველას არ აწუხებს?და ვისაც აწუხებს,იმას ესე იგი საკუთარი სულიერებისთვის ისედაც მიხედული აქვს თავის დროზე.ვისაც არ აწუხებს, და შენ გაწუხებს ის,რომ მას და მისნაირებს არ აწუხებთ ეს,იმას არ მიაჩნია საჭიროდ ამაზე ზრუნვაზე დაკარგოს დრო,რადგან სულიერებაზე მეტად ფული სჭირდება.

დარჩა კიდევ რამე?მგონი არა.ანუ გამოდის,რომ ადამიანი იბადება იმისთვის,რომ იშოვოს ფული.ესაა მისი დანიშნულება და მისია,მიზანი და ბედნიერება.მერე მორალის,ინტელექტის და გასაქანის მიხედვით ირჩევენ გზას და ხერხებს ამ მიზნის მისაღწევად.ანუ გამოდის,რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი ფულის საკეთებლად.ჰა ჰა,რა მაგარია,თიხისგან არა?ანუ ყულაბა?არადა გვეუბნებიან,ვერცხლისმოყვარეობა ცოდვააო…პარადოქსების და აბსურდების ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ასე,ჩემო კარგებო,ნუ გეშლებათ.მარტო ერთია პრობლემა,მეტი არა და ყველა დანარჩენი აქედანაა.ასე რომ,იწვალეთ,ეცადეთ მოიგვაროთ ეს და ეგებ მერე დანარჩენსაც ეშველოს.მანამდე კი გაწყდით წელში და ღამით,როცა დაეგდებით დასაძინებლად და ძალის მოსაკრებად,ძილის წინ წამით გაგიხარდებათ,რომ კიდევ ერთ დღეს გაუძელით და გადააგორეთ და არც კი გაგახსენდებათ,რომ აქ გასახარელი აბა რაა,თქვენ ხომ კიდევ ერთი დღე მოგაკლდათ სიცოცხლის,ანუ ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს მიხვედით სიკვდილთან.

აბა,დაწექით,ჩემო გადაღლილებო.დაიძინეთ და ხვალ გამოძინებულები,მაგრამ უკვე ერთი დღით სიცოცხლეშემოკლებულები,შეუდექით ყველაფერს თავიდან იმ იმედით,რომ იქნებ აწი მაინც გამოგივიდეთ რამე.

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s