FREE

ვარ თუ არა თავისუფალი? ხან მგონია, რომ კი, ხანაც არა. ან რა არის თავისუფლება?ალბათ, ესეც ვისთვის როგორ. ყველაფერი ხომ სუბიექტურია და ისე აღქმადი, როგორც ამას შენი ინდივიდი გკარნახობს.

ზოგისთვის ეს ქვეყნის თავისუფლებასთან ასოცირდება, თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს და რაღაც არ მჯერა ასეთების. ქვეყანა თავისთვისაა, ან თავისუფალია და ან არა. შენ შენთვის ხარ და შენი თავისუფლება სულაც არაა დაკავშირებული ქვეყნის თავისუფლებასთან. ყოველ შემთხვევაში ახლა, ამ გადასახედიდან და ამ საუკუნეში ასეა. ისედაც, თუ შენ და კიდევ სხვებიც არ ხართ თავისუფალი, როგორ იქნება ქვეყანა ასეთი? მონებისგან დაკომპლექტებული ტერიტორია შეიძლება ქვეყნად ჩაითვალოს? მგონი, რომ ვერა და ამას ვერც ჰიმნი, ვერც დროშა და ვერც ტერიტორიული მთლიანობა ვერ შეცვლის(სადაა თორე კი).

მოკლედ ასეა, საყრდენი ამ დიდი ჯილდოსი, ღმერთს რომ უნდა დაამსგავსოს ადამიანი, პიროვნული თავისუფლებაა. ეს კი, როგორც წეღან ვთქვი, ძალიან ინდივიდუალურია და პირდაპირ უკავშირდება მორალს და აზროვნებას.
ზოგისთვის ეს თავაშვებულობასთან ასოცირდება. ისე ამაშიც არის რაღაც სიმართლე. გინდა და აკეთებ, დაუფიქრებლად, ყველას და ყველაფრის გაუთვალისწინებლად. აკეთებ და თავი მართლაც ბატონ-პატრონი გგონია თავის და საკუთარი ცხოვრების. სადღაც სიამაყეც გეუფლება და ტკბები საკუთარი შეუზღუდაობით. მაგრამ, თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ ზედმეტი უკომპლექსობაც ერთგვარი კომპლექსია და არანაკლები კომპლექსი, ვიდრე კომლექსიანობა. რომ ზედმეტი თავაწყვეტილობა უბრალოდ გადამეტებული ეგოიზმია, ეგეც მონობაა და ძალიან შორსაა ნამდვილი თავისუფლებისგან.

მე რომ მკითხო, თავისუფლება ეს მუდმივ ბრძოლასა და პროტესტში ყოფნაა. რა თქმა უნდა, ეს ზოგჯერ გარეთ იქნება მიმართული, დაგეხმარება არავის მისცე საკუთარი თავის მონად ქცევის საშუალება. ზოგჯერ იქნებ არც გამოგივიდეს, მაგრამ ხომ სცადე? ხომ არ შეეგუე? ეს უფრო მთავარია. მაგრამ არის ამის გარდა კიდევ რაღაც, ჩემი აზრით, უფრო მთავარი. ეს შენში მოფორიაქე სულია, რომელიც მუდმივ კავშირშია შენს გონებასთან.და თუ იქ თავისუფლებაა, მაშინ ვერასდროს იქნები პატიმარი. იქნებ კიდეც მოხდეს ისე, რომ ბევრი დათმე, ბევრი წაგართვეს და შეგზღუდეს, მაგრამ შენ ხო ხვდები, რომ ასე მოგექცნენ და ხო ვერ ნებდები ამ მდგომარეობას? გამუდმებით წვალობ, ფიქრობ, ეხლები კედლებს, იბურღავ ტვინს და ეძებ…ეძებ შეცდომებს…ეძებ გამოსავალს…გასასვლელს…არ არის? მერე რა? რომ ფიქრობ და გაწუხებს ეს, უკვე გამოსავალია, უკვე გადარჩენილი ხარ მონად ყოფნის საშიშროებას…შენ ადამიანი ხარ, ხო, ადამიანი, მერე რა თუ საკუთარი ბედის ბოლომდე ვერმფლობელმმართველი! სამაგიეროდ, შენ დიდი სამყარო გაქვს, შენში, შენს სულში, გონებაში, სხვებისთვის უხილავი და აქ შენ ჭეშმარიტად თავისუფალი ხარ და ფეხსაც ვერავინ შემოაჭაჭანებს შენს უკითხავად.  ვერავინ გიკარნახებს ვერაფერს, ვერც ვერავინ შეგიცვლის რამეს…როგორ მეცოდებიან ისინი, ვისაც არ შეუძლია ამის აღქმა(ისე იმათ რომ ჰკითხო, ალბათ, მე ვარ საცოდავი )!

მოკლედ რა არის თავისუფლება? ასეთი რამ არ არსებობს და ვერც ვერავინ აღმოაჩენს. ის შენშია. იპოვი? იქნები კიდეც თავისუფალი…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

9 комментариев на «FREE»

  1. zalian momewona, didi stimuli momca, madloba shen..:*

  2. მიხარია.შენც მადლობა, რომ თავისუფლად გამოხატავ შენს შეფასებას :*

  3. Exactly !!! 100 % გეთანხმები

  4. anna:

    მმმმ შეზღუდვები რამდენიც გინდა… რა სახისაც გინდა… სიტყვ არ შეიძლება ყველაზე ხშირადხმარებადია,, რას იფიქრებს ხალხი..? როგორ არ გრცხვენია??/ და ხალხი ფიქრობს ჩემზე?? მე რატო ვიფირო?/? გამუდმებით გიტრილებს ეს სიტყვები… მე ხომ მაქვს უფლება ბედნიერი ვიყო და ბედნიერება ჩემთვის შეიძლება სულაც არ არის სხვების მიერ დაკანონებული და აღიარებული ჭეშმარიტება.. თუ ჩემი ბედნიერება განსხვავებულია ის ბედნიერება არ არის?? მაოცებს ეს ხალხი თავისი აღქმის უნარით… გტკივა.. ტირი.. რატომ? მე ხო მინდა… მე ხო კარგად ვარ ასე…? არ შეიძლება.. .. ჩუუუ… და შენც შენს სამყაროში ხარ.. აგიკრძალეს… შენ ვითომ შეეგუე..მაგრამ ფიქრს არ წყვეტ … ტკივილი არ გიქარვდება პირიქით უფრო მეტად გიჩნდება პროტესტის განცდა და ერთ დღესაც იფეთქებს მიძინებული ვულკანი… მე ველოდები …(((((((((

  5. მიდი მერე, ნუ ელოდები, მე კაი ხანია ავფეთქდი 🙂

  6. anna:

    რამდენჯერაც გადავწყვეტ აი ახლა ყველაფერს ვიტყვი , ყველაფერს რასაც ვფიქრობ.. საკმარისია … სადღაც ხომ უნდა დამთვარდეს… ცრემლები .. ცრემლები არაფრის თქმის საშუალებას აღარ მაძლევენ… ))) იქნებ თავდ მიხვდენენ რომ ასე მტკენენ… ((((

  7. me tu avfetqdebi, ise avfetqdebi, rom yvelanair saarsebo wyaros davkargav da agvigvebi pirisagan miwisa ! amitom, ,jer strategia unda davsaxo da ise avfetqde, rom mere sadme mqondes wasasvleli da dedamiwaze erti gafrcqvnili fexmosakidebeli adgili mainc damrches…

  8. მაკა:

    თავისუფლენა შენშია და უნდა იპოვო, გეთანხმები ქეთი … შეიძლება ხმაც არ ამოიღო და არ გააპროტესტო არაფერი, იმასაც მიაქციო ყურადღება სხვა რას იტყვის, (საზოგადოება) მაგრამ მაინც თავისუფალი იყო .. შინაგანად … რომელიც არც „აღვირახსნილობაში„ გამოიხატება და არც უზრდელობაში, შინაგანი თავისუფლება და არა გამოგინილი ამას დააბალანსებს … ვერ ვიტან „თავისუფალ„ ადამიანებს ყველაფრის უფლება რომ აქვთ გონია და ქეთი სწორად ამბობს ზუსტად ამ მონობის კომპლექსს ებრძვიან ამ თავიანთი თავისუფლებით …
    რამდენად მოვაბი თავი ჩემს აზრს ნეტავი? 😦

  9. გადასარევად ჩამოაყალიბე.გეთანხმები და მიხარია, რომ მეც მოვახერხე გასაგებად გადმომეცა, რასაც ვფიქრობდი ❤

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s