ორშაბათი

7 საათია.ამას მობილურის მაღვიძარა მატყობინებს.მართალია იმდენად ჩუმი და სასიამოვნო მუსიკა მაქვს დაყენებული,რომ ძლივს ისმის,მაგრამ მე ხიშტებივით მერჭობა ყურებში.ტელეფონი იქვე მიდევს ბალიშთან.ვაპაუზებ.ზუსტად ათ წუთში კიდევ დარეკავს და ასე სამჯერ.იქამდე უნდა გამოვფხიზლდე.
პულსი -აჩქარებული,თავი-გასკდომაზე და გაბრუებული,-თვალები დასიებული,ჩაწითლებული და გახელის ამაოდ მცდელობით.(აბა რა მგონია.4 საათამდე მონიტორს რომ მივჩერებივარ).

ფანჯრიდან ისეთი სიბნელე მიყურებს,ეს ტელეფონი რომ არ ირღვეოდეს სიმღერით,ვერც წარმოვიდგენდი,რომ დილაა.

სიცივეა გარეთ.ვხედავ სუსხს,ბურუსს და უმზეობა იქნება ალბათ.უუუ როგორ მეზიზღება.ჯერ სითბოში რა საამოა დილით ადგომა და ჩემს ძვირფას სამსახურში წასვლა და ახლა მით უმეტეს…

ვდგები.ვადგამ ყავას.ვყლაპავ დილის რაციონს წამლებისას.მერე თმას და სახეს ვიწესრიგებ.ყავაც ადუღდა.ვსვამ,თან ვეწევი,ოღონდ სად,არ ვიტყვი.მერე წყალს ვივლებ.მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი წუთითაც ვერ ვთიშავ გონებას.ვგრძნობ, როგორ გამალებით მუშაობენ ტვინის ხვეულები.საერთოდაც ასეა და მაგათ არასდროს ელევათ მოსაძებნ-გამოსაქექი,მაგრამ ახლა კონკრეტულზე მუშაობენ.რაღაც ვერ ვქენი ისე,როგორც უნდა მექნა.რაღაც შემეშალა.რაღაც ვერ გავითვალისწინე.რაღაც ვერ გავთვალე.ცოტაც ვიეგოისტე.ცოტაც ენა ავილესე და ავამუშავე.მერე ბევრი ვინერვიულე,თან არა მარტო მე.მერე დავინახე,როგორია სიბარზით გონარეული და დაყრუებული ადამიანი.მერე შემეშინდა.რისი?ყველაფრის:ამ სიბრაზისაც,ჩემი თავისაც,დაკარგვისაც.მერე დათმობაზე წავედი და მგონი მაინც ვერაფერი შვცვალე.სიბრაზემ კი გაიარა თითქოს,მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ.სინდისი მაწუხებს.ხან ტელეფონს ვეცემი,ხან ფოსტას ვათვალიერებ.ეგებ რამე იყოს.არაფერი ჩანს…თან ვიცვამ.თმას კუდად ვიკრავ უკან და ისევ ფოსტას ვეძებ.ისევ არაფერი.ცოტა ხანსაც დავიცდი.ჯერ არის დრო.მოვასწრებ.არა,იმის არ მეშინია,რომ ბრაზობს და ვერ მაპატიებს,ეგ წუხელვე გავარკვიეთ.მისი მდგომარეობის მეშინია.

ეტყობა მაინც ყველა ეგოისტები ვართ.სხვებს ვსაყვედურობ იმას,მეორე მხარეზე ფიქრი რომ არ შეუძლიათ და აღმოჩნდა,რომ მეც ასე მოვიქეცი.ანუ ვერ გავითვალისწინე ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე ბუნება.რაღაც შეიცვალა.და ალბათ კიდევ უნდა შეიცვალოს.თორემ ასე მოჯადოებული წრე იქმნება თითქოს…მაგრამ მე რომ ვერაფერს შევცვლი?თანაც დახმარების გარეშე?

რატომ ვჭამთ ერთმანეთს ადამიანები და არ ვუფრთხილდებით ?რატომ არ ვზოგავთ ერთმანეთსაც და ერთმანეთის გრძნობებსაც?თანაც მაშინ თუ შენთვის ახლობელი და ძვირფასია,თორემ გარეშეს და სულერთია ობიექტს თავშიც ქვა უხლია…

ახლა ვზივარ მონიტორთან და ყველას შეცდომას თითქოს მე განვიცდი და ყველას მაგივრად მინდა პატიება…არ გინდათ,რომ ცოტა მაინც გამოვსწორდეთ?არა ხო?..

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «ორშაბათი»

  1. anna:

    რატომ არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის განცდებს?? გრძნობებს?? იქნებ სხვების სათანადო სიყვარული არ შეგვიძლია …იქნებ ვერ ვითავისებთ მათ ბოლომდე .. ეგოისტები ვართ???რა თქმა უნდა თან გამოუსწორებლები… თუნდაც მაშინაც კი როცა მარტო ყოფნას ვამჯობინებთ,იმიტომ რომ ,აღარ გვეტკინოს ..აქაც მხოლოდ საკუთარ თავზე ვფირობთ და არც კი ვუშვებთ იქნებ როგორ შეგვიძლია გავაბედნიეროთ სხვა ჩვენს სამყაროში შემოშვებით… ((

  2. მაგას რომ ფიქრობ, ესე იგი კიდეც შეუშვებ, ვიცი მე… თვითონაც ასეთი ვარ 🙂

  3. anna:

    კიდევ ერთი შანსი რა გახდა არა?? იქნებ ახლა ყველაფერი უკეთ იყოს?? იქნებ ?/….. ოჰ ეს «იქნებ» იქნება რომ გამანადგურებს ალბათ ბოლოს)))

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s