შეცდომები

ჩვენი ცხოვრება ჩვენივე შეცდომების კრებულია.

წლების მატებასთან ერთად მასაც ემატება ნაირ-
ნაირი სიახლე და დროთა განმავლობაში ტომეულებად იქცევა.შეიძლება იყოს ორტომეული,ან უფრო მეტიც,ან თუნდაც მრავალტომეული.
ეს იმაზეა დამოკიდებული,რამდენად დიდხანს ხარ ამქვეყნად,რამდენად იდიოტი ხარ,რამდენად ცუდად სწავლობ ჭკუას,რამდენად გიყვარს სიხლეები,რამდენად ადვილად გჯერა ადამიანების,რამდენად ადვილად იკიდებ შეცდომებს.თუმცა თუ იკიდებ,ხო აღარც გახსოვს ესე იგი და რაღა მრავალტომეული გამოვა.ხო,არა ეს გამოირიცხა.

ხოდა ივსება ასე ნელ-ნელა.სხვადასხვა სიდიდის,ხარისხის,სიმძიმის და კატეგორიების მიხედვით.

არის ლაითი შეცდომები,აი ისეთი უცებ რომ დაგემართა და იქვე გაიფიქრე,ოო,ეს რამ გამაკეთებინაო და მეორე წუთში რომ აღარც გახსოვს,რადგან არც არაფერი დაშავდა ამით და ისე გადაიარე,ვითომც არაფერი.

არის დამაფიქრებელი შეცდომები,რამდენიმე დღე მაინც რომ უნდა მის გადახარშვას.ეს ძირითადად ყოფითი შეცდომებია.

მძიმე შეცდომების კატეგორიას ისეთები მიეკუთვნება,მთელი ცხოვრება რომ არ გაძლევს მოსვენებას და ვერასდროს რომ ვერ გადახარშავ.მუდმივად გიღრღნის გულს,გიბურღავს ტვინს და ზოგჯერ თავსაც გაძულებს.თუმცა ესეც იმაზეა დამოკიდებული,როგორი ბუნების ხარ.რაც უფრო ადვილად შეგიძლია საკუთარი მარცხი სხვას გადააბრალო,უფრო ადვილი მისი მონელება.ამიტომაცაა,ალბათ,ადამინების უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა.

გაცილებით ძნელია აღიარო საკუთარი უნიათობა თუ ნაკლი და ისე გაუსწორო თვალი საკუთარ შეცდომას.აი ეს უკვე მომაკვდინებელ კატეგორიას მიეკუთვნება.ამას ვერანაირი დრო ვერ შველის.ეხლები კედლებს,გრძნობ,როგორ გიშანთავს ტვინის ხვეულებს გახურებული ლურსმნები,გიჩქარდება გული,ბოღმა გაწვება ყელში,ხელები გიკანკალებს,თითები გეყინება,ცრემლიც გაწვება, თუ გასაქანს მისცემ და ხარ ასე.რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც დროით მიჩქმალო და მიაჩვიო თავი,იცხოვრო ამით,არ იფიქრო მუდმივად ამაზე და ატარო ასე,მძიმედ და ყრუდ,მაგრამ ყოველ ჯერზე,როცა შემოგიტევს მარტოობა და ეს ამ სამყაროში ყველას ხვედრია,როცა კიდევ ერთხელ გეტკინება,ამაზეც ყველა და ყოველთვის იზრუნებს დაუღალავად,მაშინვე ამოტივტივდება ის ძველი,ღრმად შეჩურთული შეცდომა და ამ

ახალ,ცინცხალთან ერთად ორმაგი სისასტიკით დაგაწვება გულზე…დიდდება…ზვავდება…ორი თუა ათისხელაა,ათი თუა-მილიონის…ხოდა გახრჩობს…გკლავს,ოღონდ არა პირდაპირი გაგებით და ეს გაცილებით ძნელია…თუ მათ შედეგებს ვერ ხედავ წარამარა,კიდევ არა უშავს,მაგრამ აი თუ მუდმივად ცხვირწინ გიტრიალებს საკუთარი «მიღწევების»მონაპოვრები,მაშინ ნამდვილად დაგერხა.არადა რას იზამ?თავიდან ვერ გადაითამაშებ ცხოვრებას და ვერაფერს შეცვლი.ამიტომ ერთადერთი,რაც დაგრჩენია,ისაა ისევ დაიბრმავო თვალი,მოაფამფლო ტვინის ის უჯრედები,ამ მომაკვდინებელ ინფორმაციას რომ გინახავს სათუთად და გააგრძელო გზა ახალი შეცდომებისკენ.

ხო,აბა შენ რა გეგონა?ამით დამთავრდებოდა?არც იოცნებო!რა თქმა უნდა,თუ მთლად სულელი არ ხარ,ცოტა დაშინდები,უფრო ფრთხილი იქნები ადამიანის მოდგმასთან,ძნელად შეიყვარებ,ადვილად შეიძულებ,ადვილად გაბრაზდები და იწყენ რამეს, ძნელად დაივიწყებ და კიდევ უფრო ძნელად აპატიებ,მაგრამ ეს მაინც ვერ გიშველის.ახალი ტომია შესავსები და შენც არ დაახანებ და ისევ შეგეშლება . ეს უწყვეტი პროცესია და ამას ერთადერთი უშეცდომო ნაბიჯი შეაჩერებს-მოკვდები!ხოდა რაკი ასეა,გამოდის უნდა შეეგუო იმას,რომ სწორზე დიდი წარმატებით მცდარ ნაბიჯებს დგამ და არც მასზე დარდით უნდა მოიკლა თავი.გამოსავალი ერთია-დაიკიდე შეცდომები,იმეცადინე,როგორ აღარ იფიქრო იმაზე,რაც იყო.ხო,აბა რა აზრი აქვს ძველი ტკივილების გახსენებას,თუკი ჭკუას მაინც ვერ ისწავლი და მაინც განწირული ხარ ახალი შეცდომებისთვის?
ხოდა ასე!იცხოვრე და დაუშვი შეცდომები,ეს ნორმალურია.შეუმცდარები მარტო მიცვალებულები არიან!..

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

8 комментариев на «შეცდომები»

  1. gaum:

    „ჩვენი ცხოვრება ჩვენივე შეცდომების კრებულია“ — რომ არა ეს არცთუ მარტივი კრებული (მრავალტომეული) მე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ და როგორიც …

  2. ხო, აბა რა, იმიტომ რომ სწორედ ეს კრებული გვაყალიბებს პიროვნებად

  3. gaum:

    „ყველა შეცდომას კარს თუ მიუხურავ, მაშინ სიმართლეც გარეთ დარჩება“. რაბიდრაანთ თაგორი

  4. და თუ ყველას კარს გავუღებ, შიგნით ვინ დარჩება?= ქ.მ. 🙂

  5. გია:

    აი ჩემი მეგობარი გოგო ამგვარადვე ფიქრობს და აზროვნებს და მე წარმოვიდგინე როგორ წამომივიდა გულიდან სიტყვა,მიყვარხარ.

  6. კარგი გოგო ყოფილა, ჩემიანი 🙂 გილოცავ 🙂

  7. anna:

    უშეცდომონი მხოლოდ მიცვალებულები არიან ეს ფაქტია.. ჩვენ კი რამდენადაც სქელტანიანი შეცდომების კრებული არ უნდა გვქონდეს მაინც არ ვისურვებდით მიცვალებულად ყოფნას … შეცდომებსაც აქვთ ალბათ თავისი პატარა მაგრამ მაინც დადებითი მხარე…

  8. კი, ნამდვილად აქვს, თანაც ჩადენა ხომ ისეთი სასიამოვნოა და აზარტული, რომ შედეგებზე არც ფიქრობ…

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s