რწმენა(?!)

როგორც ყველაფერი,შეხედულება რწმენასა და რელიგიაზეც გაუკუღმართებულია ჩვენთან.

საზოგადოების ნაწილი,ამაყი თავისი მორალური იერსახით,თავს სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს დედა ეკლესიის პირმშოდ და ქომაგად.ის კი არა, მესიის მახვილობაზეც კი აქვთ პრეტენზია.
მუდმივად აკრიტიკებენ, მათივე თქმით, ნაკლებმორწმუნეებს,გეგმავენ,როგორი საშინელი სასჯელი მოელით ასეთებს და ისე დარწმუნებით ახარისხებენ,ვინ სად მოხვდება,გეგონება კარიბჭესთან დგანან გაჩაჩხულები და ხელში სამოთხის ბჭეთა კლიტენი უპყრიათ, თავად მაცხოვრის მიერ ბოძებული.

მეორე ნაწილი სხვა უკიდურესობაა.ისინიც ამაყები არიან,ოღონდ არელიგიურობით და ასევე აკრიტიკებენ და აქილიკებენ იმათ,ვინც არაა მათნაირი.

მე რომ მკითხო,ორივე ანომალიაა და მიზეზი ინტელექტის სიმწირეშია.ბაკუნინს უწერია:»სხვების თავისუფლება უკიდეგანოდ განავრცობს ჩემს თავისუფლებას».ამაზე მრავლისმთქმელი კაი ხანია არაფერი შემხვედრია.საერთოდ კარგი იქნება თუ ორივე მხარეს ემახსოვრება,რომ რელიგია იმიტომ მოიგონეს,რომ ადამიანი კარგად მოიქცეს.თუმცა ისიცაა,რომ ეს ფუნქცია მორალმა თუ არ შეასრულა,მარტო რელიგიურობა ვერაფერს ცვლის.უკიდურესობა და ფანატიზმი არაფერში ვარგა და ამისგან მე ვფიქრობ ისევ ინტელექტმა უნდა გიხსნას.

ნამდვილი პიროვნული თავისუფლება ისაა,როცა სხვისი აზრის მოთმენა შეგიძლია,მერე რა, თუ არ ეთანხმები. ამ ზაფხულს სიახლე მოხდა ჩემს ცხოვრებაში:ეკლესიაში მივედი,ვეზიარე და რამდენიმე წირვასაც დავესწარი(ძალიან კი ვიტანჯე ფეხზე დგომით და ვერაფრით ვერ ვიგებ,რატომ არ შეიძლება სკამები იყოს და სული არ გაგძვრეს,ასე ხომ უფრო კარგად მოისმენ ყველაფერს).ცუდს იქ არაფერს ამბობენ,მით უმეტეს ,ქადაგებაზე,მაგრამ ხალხის უბედურება ისაა,რომ იქაც მიტინგზე ჰგონიათ თავი და მოძღვარსაც ისეთი აჟიტირებით უსმენენ,როგორც პოლიტიკურ ფიგურებს. მაგრამ ბნელმორწმუნეებზე მეტად თუ არა, არც ნაკლებად ამაზრზენია ზეინტელექტუალობაზე თავგამოდებულები და მათი ქილიკი.დავიჯერო ვერ ხვდებიან,რომ არაფრით არ განსხვავდებიან მათგან,ვისაც დასცინიან?სნობიზმზე ბრტყელ-ბრტყელად საუბრობენ და ვერც ხვდებიან,რომ
მათი საქციელიც სნობობაა.

მე ერთი ვიცი,რომ ყველაზე მაგარი ფრაზა,რაც სახარებაშია,არის»ნუ განიკითხავ» და ყველაზე მაგარი ისტორია-მეძავის ქვებით ჩაქოლვის მცდელობის ეპიზოდია

Запись опубликована в рубрике საზოგადოება с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

4 комментария на «რწმენა(?!)»

  1. anna:

    ნამდვილად არავის აქვს სხვისი ქმედების თუ ცხოვრების სტილის განკითხვის უფლება.და თუ ვინმეს ამის პრეტენზია აქვს კარგად დაფიქრდეს რითია უკეთესი მასზე..უბრალოდ ალბათ საკუთარი ცხოვრების არმქონენი იჩიჩქნებიან ასე საგულდაგულოდ სხვის ცხოვრებაში… და დადარაჯებულნი ელიან მათ შეცდომებს რომ საქვეყნოდ იყვირონ თუ რამდენად სცოდავს ესა თუ ის პიროვნება…და თავად ?? ………

  2. თავად-ეგ არ აინტერესებთ, სხვის თვალში ადვილია ბეწვის დანახვა

  3. dekemberiusi:

    კარგად და სწორად გაქვს ჩამოყალიბებული.
    და მართალიც ხარ. მე არც ერთს ვემხრობი და არც მეორეს. და რომ ვამბობ ამას ამაზეც ბრზდებიან და უკვირთ ://

  4. გაიღიმე მასეთ დროს და ამაყად ასწიე თავიც და ცხვირიც, რომ მათზე მაღლა დგახარ 🙂 მე ასე ვაკეთებ 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s