საახალწლო

დღესასწაულებთან ჩემებური დამოკიდებულება მაქვს ბავშვობიდან.ღრმა ბავშვობაში ალბათ მეც მომწონდა, არ ვიცი,მაგრამ ერთხელაც აღმოვაჩინე,რომ ყველაზე მთავარი მიზეზი,რის გამოც ასეთი დღეების მოახლოება მიხაროდა,ის იყო,რომ ვისვენებდით და სკოლაში აღარ მომიწევდა წასვლა.
ხოდა ასეც დარჩა აქამდე.ვერაფერს ამაღლებულს და გულისამაჩუყებელს ვერ ვხედავ ვერც ერთ მათგანში.ანუ არ მედღესასწაულება.მე რომ მკითხო,როგორც ყველაფერი,ზეიმის შეგრძნებაც სუბიექტურია.ზოგს ამისთვის კალენდარი სჭირდება და თარიღი,ზოგს კი ეს სულაც არ ყოფნის სადღესასწაულო განწყობისთვის.ნუ მე რომელში ვარ,ამას იმედია ახსნა არ უნდა.დღესასწაული სულში უნდა გქონდეს და ამას მთელი შენი არსებით უნდა გრძნობდე და ამასთვის სულაც არაა აუცილებელი დაკანონებული რიცხვები.

ჩვენს რეალობაში ყველა ასეთი საზეიმო დღე თვალთმაქცობაა და ერთი დიდი სახალხო ტყუილი.საერთოდაც ქართველებს ძალიან გვიყვარს უნიჭო წარმოდგენების გამართვა ცხოვრებაში.ალბათ ამიტომაა,რომ თეატრალური ხელოვნება მაინც ვერ ჩაკვდა და კიდევ შეეხედება.სისხლში გვაქვს გამჯდარი თამაში.ყველა ჩვენი რიტუალი თუ ზეიმი წარმოდგენაა აბა რა?

ახლა რაც შეეხება ახალ წელს.რატოა ახალი,რაშია სიახლე,კაცმა არ იცის.მარტო ციფრებში?უფრო სწორად ციფრში?დანარჩენი?მე პირადად სიახლეს ვატყობ ყოველწლიურად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით და ჩივილების მომატებით.აბა მეტის რა მოგახსენოთ.ხოდა ასე.პროტესტი ჭამა-ყლაპვის დღეებს.არანაირი გოჭი და ხორაგი,მხოლოდ ერთი-ორი ატრიბუტი,თარიღთან დაკავშირებული,ნაძვის ხე პარკიდან ამოღებული თავისივე სათამაშოებით,მერე დაშლა რომ აღარ დასჭირდეს და ასევე ჩადო პარკში.

მოკლედ ასე.მოდის ახალი წელიო,ამბობენ და რა ვიცი აბა?ვისთვის როგორ.ჩემთვის არ ახალია,ძველია და სხვისი რა მოგახსენოთ.ესე იგი მოდის ხო?კაი ,რადგან არ იშლის, მოვიდეს ჰა.გრინჩი ხო არ ვარ,რომ მოვიპარო და სხვებიც დავტოვო უახალწლოდ.უხარიათ და რა ქნან?რა მაგათი ბრალია?ხოდა გაიხარონ რა,თუკი ეს ასე ახალისებთ და ყოფნით ბედნიერად იგრძნონ თავი ახალი წლის ღამეს.მე ძალიან მეზარება ზუსტად ვიცი…

Запись опубликована в рубрике ჩანაწერები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

3 комментария на «საახალწლო»

  1. anna:

    მმმ არც მე მეახალწლება შინაგანად არასდროს რატომღაც , არა, განა მხოლოდ ახალ წელს ?ჩემს დაბადების დღეზეც ისეთი სევდა მიპყრობს მე თავად მიკვირს სად ვპოულობ ადგილს ამდენი სევდისთვის ასე» სადღესასწაულო» დღეს… ყველაფერი რა თქმა უნდა სუბიექტურია…შეგეძნებებიც,.. გემოვნებაც და საყოველთაოდ აღიარებული დღესასწაულებისადმი დამოკიდებულებაც კი… ვისთვის რა ,როგორ, და რანაირად.. მე პირადად 2011 წელი რომ თავის უკანასკნელ წუთებს დაითვლის დარწმუნებული ვარ ისეთივე სევდიანი თვალები და განცდა მექნება როგორიც 2010 წლის გარდაცვალების წინ მქონდა… .))

  2. დღესასწაულები კალენდარზე ვერ მოდის, დღესასწაული შინაგანი მდგომარეობაა და თუ აქ ვერ არის, მაშინ ვერც კალენდარზეა 🙂

  3. anna:

    ნადმვილად …ნამდვილად….

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s