წერილი ბლოგიდან

ჩვენ რაღაცნაირად დავშორდით.შენ ალბათ მე მთვლი ამაში დამნაშავედ,მე-შენ…სინამდვილეში კი ორივე ვართ ბრალში და ჩვენთან ერთად ყოფა თავისი უკუღმართობებით.არადა გახსოვს,როგორ ვმეგობრობდით?
ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით,აზრებს ვუზიარებდით,რჩევებს ვეკითხებოდით.მერე შენ რაღაცნაირად დამშორდი.სხვაგან წახვედი ფიქრებითაც და გრძნობებითაც და ფიზიკური სიახლოვე რომ არაა გადამწყვეტი ურთიერთობებში, შენც ხომ კარგად იცი.მეც ვეღარ გავბედე მოძალება.ხომ იცი,არ მიყვარს საკუთარი თავის სხვებისთვის თავზე მოხვევა.შენ სხვა არ ხარ ,მართალია,მაგრამ ყველა სხვაზე ახლობელი და ძვირფასი ხარ ჩემთვის.ამიტომაც ვეღარ დაგაძალე ჩემი თავი.ზედმეტად ვიგრძენი თავი და ვიფიქრე,ხელს ვუშლი-მეთქი.ჰოდა გავდექი განზე.ეს ისე,ფიგურალურად,თორემ შენგან განზე და შორს რა მაცოცხლებს?ჩუმად ვადევნებ თვალს შენს ცხოვრებას,ჩუმად მტკივა შენი პრობლემები,ჩუმად ვდარდობ შენს სადარდებელს და ჩუმად მიყვარხარ,ოღონდ ეს სიჩუმე ყვირილს უდრის. ყველაზე მეტად შენი სითბო მჭირდება…ყველაზე მეტად-შენი სიყვარული,რადგან ჩემი სიცოცხლე შენშია…მაპატიე,თუ რამით ეჭვი შეგატანინე ჩემს გრძნობაში და ერთგულებაში.შენ ჩემზე უკეთესი ხარ.უფრო თბილი და უფრო კეთილი,უბრალოდ ამის დანახვა ძალიან ძნელია სხვებისთვის,რადგან შენ არ აძლევ ამის საშუალებას არავის.შენ მე ჭკუა მასწავლე.მიყვარხარ.ძალიან,ძალიან,ყველაზე მეტად დედამიწის ზურგზე.მადლობელი ვარ,რომ დაბრუნდი ჩემთან,რომ ისევ გიყვარვარ.მე ბედნიერი ვარ და ამ ბედნიერებას შენი სახელი ჰქვია.გული სავსე მაქვს შენით.მიყვარხარ…

P.S.შენებურად არ დამცინო ახლა.გკოცნი,მეერთადერთები.

გწერს დედა ბლოგერეთიდან :))))

Запись опубликована в рубрике მიძღვნა :) с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s