ქარავანი-ანუ ჯაზი სექსამდე და მერე

ბოლო კომპოზიცია ჩაათავეს.საათს დახედა.უკვე 2 ხდებოდა.

«მოვრჩი, როგორც იქნა.»ტელეფონი ამოიღო.

«როგორ ხარ?..რას აკეთებ?..არ გამოხვალ ჩემთან?..კარგი.მე გავალ და გამოდი».

ტაქსი გააჩერა.
სადარბაზოსთან მარკეტში შეიარა.შიოდა უბედურად.ნაჩქარევად ჩაჩურთა პარკში ყველაფერი.ისეთი აარჩია,აი ადვილად და სწრაფად გასაკეთებელი.აბა ამ შუაღამისას მზარეულობისთვის ხომ არ იბარებდა იმ ქალს.

ლიფტი ბოლო სართულზე გაჩერდა.მერე კიბეს აუყვა სხვენისკენ.

გასაღები გადაატრიალა.შევიდა.დახუთული ჰაერი ეცა.ფანჯარა გააღო.საფერფლე გადაცალა.ტარიანის ნარჩენებსაც ურნაში ჩაუძახა.აბაზანაში შევიდა.

კარზე დარეკეს.გააღო.

-…

-…

-შემოდი ჩქარა,თორემ ოთახი გაიყინა,ძლივს გავათბე.

კარი მიკეტა.კედელთან მიაყუდა და გახდა დაუწყო.

-მომენატრე,პატარა.

-ხო.ისე მოგენატრე,რომ ერთი კვირაა არ მოგიკითხივარ.

-კაი ნუ ბრაზობ.ხო იცი,რომ უწესო ვარ.თანაც ძალიან,და შენ ეს ძალიან მოგწონს, არა?თანაც გადატვირთული კვირა მქონდა.ყოველ ღამე კონცერტები გვქონდა.როგორ მინდიხარ…ნუ იბუტები. ხო, კაი, წამოდი…

მერე ისეთი ახალი და საინტერესო არაფერი: სექსი,მერე სიგარეტი,მერე შხაპი,მოკლედ ბანალური ამბავი რა.

-მშია.

-გაგიკეთო რამე?

-ხო.მანდ პარკია.რაღაცები ამოვიყოლე.ბლინები შემიწვი რა.მურაბაც მაქვს და ჩაის დავლევ.შენ არ გინდა?

-რა მზრუნველი ხარ!

-ნუ მკბენ,შენ ხო კეთილი ხარ.მშია და ასე მოვკვდე შიმშილით?

-კაი ხო,ჯანდაბას შენი თავი.

ქალი ადგა.კარადასთან მივიდა:»რამეს გადავიცვამ,ცივა».გამოაღო.თვალში ხალათი მოხვდა,თეთრი,ხაოიანი,ყვავილებით.ხელები გაუოფლიანდა სიმწრით.არ შეიმჩნია.გამოიღო.ჩაიცვა,თან ტახტისკენ გააპარა მზერა,აბა რას იზამსო,იმან კი ვითომც არაფერი.

გავიდა სამზარეულოში.სიგარეტს მოუკიდა.როცა ბოლომდე დაიყვანა,ხალათზე მიაწვა,ისე,რომ წინ დიდი ნახვრეტი დარჩა.»ნახოს, როცა მოვა და გასკდეს გულზე».მერე საქმეს შეუდგა.

-აუ, მაგრად მევასება ბლინები რა,თან მურაბით.აი, ისეთები არ იცი,თხელი რომაა და რომ დაახვევ?

-არა.არ ვიცი.

-რა იყო,რა გეტაკა?

-ეგეთი ბლინები იმას გააკეთებინე.

-ვის იმას?

-კარგად იცი,ამ ხალათის პატრონს.

-ოო,კაი რა.ხო იცი,რომ მიყვარხარ.

-მაშინ ის რაღას მოგყავს?

-ისიც მიყვარს,მარა შენ სხვა ხარ,ერთმანეთს ვერ ცვლით.

-როგორ დამამშვიდე.

-თქვენ რომ ჭკუა გქონდეთ,ყველა ერთად ვიცხოვრებდით,მეც შენც,ისიც და

-და შენი ცოლიც ხო?

-ხო აბა რა.შენ გგონია, ის არ მიყვარს?მე ოჯახური სიტუაცია არ მიყვარს და ვალდებულებები,თორე იმას კი არ ვერჩი.იმან იცის და შეგუებულია.ხანდახან კიდეც მივდივარ და ვრჩები,განსაკუთრებით დღესასწაულებზე,ბავშვებს ხო უნდა მივულოცო.ნუ იბუტები,კარგი.აუ, ძაან მაგარი იყო.მადლობა.ახლა ჯილდოსაც მიიღებ…

ხელი ჩაავლო და ტახტისკენ წაიყვანა.ხალათი გააძრო.ქალი ზედ ეკვროდა.კოცნიდა გაუჩერებლად.თვალები დახუჭა და გადაწვა:

-მიდი, პატარა,მიხმარე,როგორც გინდა.

ქალი კარგა ხანს ახდენდა საკუთარი ვნებისა და ტემპერამენტის შესაძლებლობებს,თან ისე მონდომებულად,გეგონება ვინმეს ეჯიბრებოდა.კაცი ხელს არ უშლიდა,მაგრამ როცა მისი სიამაყე ვაგინაში მოათავსეს,ამოქმედდა.

-მოიცა…მოიცა…

-კარგი რა,ამ ერთხელ მაინც…

-არა,ხო იცი რა,ვერ ვიზამ მაგას…

ხელი გადაყო,უჯრა გამოსწია,პეზერვატივი ამოიღო…

…-შენ არ გესმის.იდეაში ძალიანაც მინდა,ჩემი ბავშვი შენ გაზარდო,მაგრამ ბავშვი არ მინდა,გესმის?ბავშვი და ზედმეტი ვალდებულებები.რაც მაქვს, იმასაც გავურბივარ.გამიგე რა.

-მეც რო გამიგო, არა ხო?პატარა ხო აღარ ვარ,იქნებ მეც მინდა შვილი.

-მერე?

-რა მერე,იდიოტო,შენგან მინდა,თორე სულ ერთი რომ იყოს,აქამდე ვიპოვიდი ვინმეს.

-კარგი რა.ნუ გააფუჭებ ყველაფერს.ასე სჯობია,დამიჯერე.

მობილური აზრიალდა.

-არ უპასუხო.

-რა გინდა,გოგო ,იქნება ვინაა.

-ვხედავ ვინცაა,გათიშე.

-მოკლედ შენი გამოსწორება არ იქნება.აჰა,გამოვრთე.

-ხოდა ეგრე.მაგის დღე როდისაა?

-ეეე,შენ დღეს ვერ ხარ რა.

-წავედი მე.

-სად წახვედი,გადაირიე?

-წავედი.

-რომ მიხვალ, დარეკე.

კარი მიკეტა.ვაზიდან მწვანე ბალახი ამოიღო და ასე მწვანედვე დაბოლდა.

მერე როიალს მიუჯდა და «ქარავანის» დაკვრა დაიწყო…

გარეთ შეუმჩნევლად თენდებოდა…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ქარავანი-ანუ ჯაზი სექსამდე და მერე»

  1. ქეთუ, მარტო შენ იცი რატომ მიყვარს ეს პოსტი და სხვამ არავინ.

  2. ვიცი, მაშ…თან როგორ მწარედ 🙂

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s