თერმომეტრი

ხომ არის,რომ ადამიანებს აქვთ განსაკუთრებული მიდრეკილებები.მეც მაქვს :1-მიდრეკილება უარყოფითი ემოციებისკენ და 2- მიდრეკილება ავადმყოფობებისკენ.აი მაგალითად, სეზონურად ვერც ერთი გრიპის ნაირსახეობა ვერ ჩამივლის გულგრილად(თუ მე ვერ გავატარებ გულგრილად?).
აუცილებლად ყველა უნდა შემხვდეს ალფავიტისა და სირთულის მიხედვით.ჩემი იმუნიტეტი კაი ხანია ჩაილურისწყალდალეულია და ისე შორეულ ბავშვობაშია დარჩენილი.რომ აღარც მახსოვს,მქონდა თუ არა საერთოდ.ახლაც ტრადიციულად ავად ვარ.სიცხე-37,მეტი კაი ხანია არ მქონია..ამასაც ბედი უნდა რა.ვგიჟდები ისე მიყვარს ,სიცხე რომ მაქვს,თუმცა აგერ უკვე ათეული წლებია,რაც ეს არ მღირსებია.

მაღალ სიცხეს თავისი პლუსები აქვს:ჯერ ერთი, სხვების თვალში ნამდვილად ითვლები ავადმყოფად,მერე შეგიძლია ჩაუწვე, რამდენ ხანსაც გინდა.სულ გეძინება,არ ჭამ,ოფლი გდის.საბოლოოდ ბევრი კარგი რამ გამოდის:1-უფრო მალე გამოდიხარ მდგომარეობიდან;2-წონაში იკლებ;3-გამოძინებულ-დასვენებული ხარ.ჩემს შემთხვევაში ასე არ ხდება,რა თქმა უნდა.გურამიშვილის არ იყოს «მეტად მწარედ გული მტკივა,მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს»,ძვლებში მამტვრევს,თვალები მეწვის და ცრემლი მდის,ხელები მიკანკალებს,ცივი ოფლი მასხამს,მაგრამ თან «ხოდზე» ვარ.რაც იმას ნიშნავს,რომ კიდეც უნდა ყველაფერი ისევ ისე ვაკეთო,როგორც ჩვეულებრივ.ხოდა ვარ ასე.იღლიაში თერმომეტრგაკვეხებილი დავდივარ,ვსაქმიანობ,თან შიგადაშიგ იმედით დავცქერი სინდიყს,ეგებ და აცდეს ამ დაწყევლილ 37-ს.შენც არ მომიკვდე.

რა უცნაურია,რატომაა,რომ ინტელექტი უკუპროპორციულია ჯანმრთელობის?!სულ მინდა გამოვაქვეყნო განცხდება: ვცვლი ინტელექტს ჯანმრთელობაში.მაგრამ მეუბნებიან, ტყუილად მოცდები,მაინც არავინ გამოგეხმაურებაო.ჰოდა, ვართ ასე მეგობრულად მე და ჩემი ავადმყოფობები.ვიღაცას ფული აქვს ბევრი,ვიღაცას- თავგადასავლები.ვიღაცას- სიამოვნებები,მე-პრობლემები და ავადმყოფობები.ნუ სულ არაფრობას ხომ სჯობს?!ხურმის პონტში რა.არადა ვერ ვიტან ხურმას.

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s