რიგში ვარ

ჩვენ რიგში ვართ.ხო,აბა რა გგონიათ,რიგში,ყოველთვის და ყველა.ოღონდ სხვადასხვა რიგში,ზოგი ცოტა ხნით,ზოგიც მთელი ცხოვრება.ეს იმაზეა დამოკიდებული,რის რიგში დგახარ.
თუ გასტრონომიული სურვილების ასასრულებლად დგახარ,კი მოგიწევს მალე და ფულიც თუ მოგეძიება,შეისრულებ,რაც გინდა.მაგრამ ვთქვათ მოგესურვა უფრო ძნელად საშოვნელი რამ,მაგალითად სიმშვიდე,სიკეთე,წარმატება,,მაშინ კაი ხანს მოგიწევს ყურყუტი.თუმცა დგომის ხანგრძლივობას შენი ღირსებები განაპირობებს.რაც მეტად შეზღუდული ხარ ადამიანობაში, გარღვევა გაქვს აზროვნებაში, მალე წაიწევ წინ, თუ ყველაფერი წესრიგში გაქვს, კი იდგები სულის ამოძრომამდე. ეს დაახლოებით სამოთხის კართან გამართულ რიგს მაგონებს. ყველას უნდა შესვლა, ყველას აქვს პრეტენზია, რომ ეკუთვნის და ყველაფერი, თან უბრალო ადგილი კი არა, საუკეთესო, სასურველია შემოქმედის სამყოფელთან ახლოს. მეცხრე ცაზე დიდი მოთხოვნაა. ისე მართლა თუა ასეთი რიგი, რა სასაცილო იქნება არა?
-გამატარეთ, თუ შეიძლება, მე თვეში ერთხელ ვეზიარებოდი.
-ოფ, დიდი ამბავი, ეგრე მე წირვას არ ვაცდენდი და მათხოვრებსაც კი ვუყრიდი ხურდას.
ჰა, ჰა, რა მაგარია! ან კიდევ:
-გამატარეთ, მე ქალიშვილი ვარ.
.-აუფ, გაგვაკვირვა ახლა, სამაგიეროდ, მე 20 წელია ქვრივი ვარ და კაცს აღარ გავკარებივარ რაც დავქვრივდი, მას მერე.
-მე კიდევ 5 შვილი გავზარდე, არც ერთი აბორტი არ გამიკეთებია, იმათსავით კი არ ვარ, საკუთარ შვილებს რომ კლავენ მუცელში.
მაგარია. რას ვბოდავ, კაცმა არ იცის, მაგრამ რა უჭირს, ყველაფერი ხომ ისედაც ბოდვას ჰგავს?

მეც კი ვდგავარ რიგში. არა, სამოთხის არა. არც აქ ვგეგმავ მაგას და არც იქ მექნება მაგის პრეტენზია. მე ვდგავარ დაბადებიდან ჩემი ცხოვრების რიგში და ველოდები, როდის მომიწევს. რაღაც პირი არ უჩანს. როგორ გადავიჩოჩო წინ, არ იცით?

Запись опубликована в рубрике ემო с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s