ომი,სახურავი,ფანტაზია და ეროტიკა

ცხელა.
შუადღეა.
ვწევარ და ვიხრუკები.
მცხელა და ვფიქრობ…
ვფიქრობ…

მინდები…პირი მიშრება. სუნთქვა მიჭირს. გეძებ.
მერე მოდიხარ…
თვალებს ვხუჭავ. თავს ვიმძინარებ.
ვგრძნობ, როგორ ჩქარობ, როგორ იხდი.
არ ვიმჩნევ.
მზისგან ისე ვარ გახურებული, ალბათ ორთქლი ამდის.
ვგრძნობ შენს ხელებს, მძიმეს, დიდს, ოღონდ ისე ნაზად, რომ არ ვიცოდე შენია, სხვისი მეგონებოდა. თითქოს ორი კი არა, უამრავია. ისე ფრთხილად დაძვრებიან ჩემს სხეულზე, გეგონება ეშინიათ, არ დავიმსხვრე, არ გავქრე და ეს კარგია. კარგია, რომ არასდროს გავიწყდება, უხეშობა რომ არ მიყვარს.
ჩემი კანი გლუვია და რბილი. მისი სიმხურვალე ტუჩებს გწვავს, მაგრამ არ ეშვები.
გული ლამის ამოხტეს, მაინც არ ვიმჩნევ.
მგონი, შენც იცი, რომ სულაც არ მძინავს და შენც მოგწონს ეს თამაში.
ბეჯითად ითვისებ მთელ ჩემს სხეულს და მე უკვე ვეღარ ვიმძინარებ თავს…ჩემი ეროგენული ზონები მართავენ ჩემს მოძრაობებს, ფიქრებს და მეც ვერთვები ამ თამაშში…
ტუჩები შეშუპებული მაქვს მზისგან.
გკოცნი დიდხანს(ხანდახან თვალს ვახელ წამიერად, ეს რა ჩვევა მაქვს), ჯერ ნელა ვიწყებ, სათითაოდ გიკოცნი ზედა და ქვედა ტუჩს ფრთხილად, ძალიან ფრთხილად…შენც ცხელი ხარ და კარგია(არ მიყვარს, კაცს რომ პირი ღია აქვს და ტუჩები უცივდება, ან სველი აქვს). მერე ენით ვეძებ შენს ენას და დიდხანს, ძალიან დიდხანს აღარ ვანებებ თავს.
ვაგრძელებ.
სხეულზე ტუჩებით გეხები და ვგრძნობ, როგორ გაკანკალებს ყოველი შეხებისას. ხარ დაჭიმული და ვხედავ, როგორ გიფეთქავს ძარღვი ყვრიმალთან. მესმის შენი გულისცემა, შენი ჩურჩული.
ტუჩები მიბუჟდება, ახლა ენით გეფერები, გავდი-გამოვდივარ და სველ კვალს ვტოვებ შენს ტანზე, მაგრამ მზე მაშინვე აშრობს.
უკვე ისე ვართ, აღარც ვიცით, რას ვაკეთებთ. კარგია, რომ არავინაა ახლომახლო, თუმცა, რომც ყოფილიყო, ალბათ უკვე ვეღარც გავითვალისწინებდით.
შენ ერთი მოქნევით მატრიალებ გვერდზე.
ზურგს ცხელი ქვები მწვავს.
ვგრძნობ, როგორ შემოდიხარ ჩემში, ასეთი ცხელი, უხეში და ნაზი და ვგრძნობ, როგორ ვმთლიანდები.
მერე?
მერე არ ვიცი, სიტყვებით როგორ უნდა ამის გადმოცემა. არა, კი ვიცი, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის უბრალო პორნოგრაფია იყოს, ჩვენთვის ასე არაა! ამიტომ არ ვიტყვი დეტალებს.
ხმები, რხევები, ოფლი, სისველე, სუნი ირევა ერთმანეთში და  ამოვარდნილი გმინვა  ასრულებს ამ ყველაფერს…
ქანცგაწყვეტილებს განძრევის თავი აღარ გვაქვს.
ვაგდივართ ასე ერთმანეთზე, თითქოს დამთავრდა ერთი სიცოცხლე და ახლის დაწყებას ველოდებით.
მერე ვწევართ გვერდიგვერდ და ვუყურებთ ცას.
მე ვეწევი.
მერე იდაყვზე ვეყრდნობი და გიყურებ.
შენ, რა თქმა უნდა, მითვლემილი ხარ. არ გაცდი. ფრთხილად ვაყოლებ თითს შენს სახეს, თითქოს გხატავდე. გკოცნი თვალებში, ცხვირზე.
შენ გეცინება. ხელებს მხვევ და მაგრად მიკრავ გულში.
მე თავს ვრგავ, ვიკალათებ შენთან, გეკრობი და ვიტრუნები.

მზე ცხელია.
ზღვას ორთქლი ასდის…
ჩვენც…

აგვისტოა.
ცხელა.
ვწევარ სახურავზე და ვიხრუკები.
ყურსასმენები მიკეთია.
გვერდით ზღვის მარილიანი წყალი მიდგას ტოლჩით.
ვერტმფრენები მიდი-მოდიან.
ომია ქვეყანაში…

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

2 комментария на «ომი,სახურავი,ფანტაზია და ეროტიკა»

  1. Anonymous:

    momwons, momwons, dzalian momwons !!!!!

  2. მადლობა 🙂 :*

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s