წა-საშლელი

ნეტა რას ფიქრობდი ამ დროს?რომ ფიქრობდი,დანამდვილებით ვიცი,კარგად მახსოვხარ და სახეზეც გეტყობა,ოღონდ რაზე,ამას ვერ გამოვიცნობ.
მე როგორც მახსოვს,ეს ის დღე არაა,სარდაფში რომ ჩაიკეტე,მერე წარმოიდგინე,როგორ მოკვდი,მთელი შემდგომი პროცესებიც წარმოიდგინე,მშობლებ-ბებია-ბაბუას ტრაგიკული განცდები,საკუთარი თავიც პატარა კუბოში და ისე შეგეცოდა,რომ მთელი დღე დასტიროდი,სანამ საღამოს არ გიპოვეს ტირილისგან დაოსებული.არც ის დღე უნდა იყოს,ცირკში რომ წაგიყვანეს დიდი ამბით(თან როგორ ვერ იტანდი იქ ყოფნას და სისულელეების ცქერას).მერე იქ რომ ატეხე ამბავი,ჯერ ფოკუსების კაცზე,რატო მატყუებსო,მერე მათრახის ტყლაშუნზე,ყურები მტკივაო,კლოუნებზე გაცინების მაგივრად ისეთი გაბუშტული და გაბრაზებული იჯექი,დედაშენი მაგრად გაერთო შენზე.მერე ვეფხვები რომ გამოიყვანეს და რომ აკვირდებოდი.დარწმუნებული იყავი,რომ ეტირებოდათ,ის საზიზღარი კაცი რაღაცებს რომ აკეთებინებდა.მერე უცებ ბღავილი რომ ამოუშვი და მიზეზი რომ გკითხეს,რომ იყვირე,ნეტა შეჭამოს ეს კაცი ამ ვეფხვმაო.ხო,არა,ეს დღე არ არის.ალბათ ვერც იმაზე იფიქრებდი,რა გზა უნდა გაგევლო,რა უნდა გენახა,რა გადაგეტანა და როგორი უნდა გამხდარიყავი.ასე არ არის?აბა მაგის წარმოდგენა რომ შეგძლებოდა,ახლა აქ ხომ არ ვიჯდებოდი?

გიყურებ ახლა და ისე მეცოდები, გული მეკუმშება.რომ შეიძლებოდეს,დაგიყვირებდი,არ გინდა,არ ქნა,გაიქეცი,გადაიხვეწე,თუნდაც ვიღაცას ეშვილე,ან უპატრონოთა თავშესაფარს შეეკედლე,ან სულაც მოკვდი,თუკი სხვა გზა აღარ იქნება.მაგრამ აბა როგორ?!გინდაც შესაძლებელი იყოს ეს,მაინც ისევ იმ გზას გამოივლიდი ჩემამდე,რადგან ერთხელ დაწერილი რომც წაშალო,ასოების კვალი მაინც ჩანს და ზედ ვერაფერს გადააწერ.თუ გადააწერ, უშნო და ბინძური გამოვა.

Запись опубликована в рубрике ემო с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s