ალისა საოცრებათა(თუ უბრალოდ უცნაურ) ქვეყანაში

  ზაფხულის მშვენიერი დღე იდგა და მზეც ასევე მშვენივრად აცხუნებდა.ალისა იწვა და ირუჯებოდა.თან წიგნს კითხულობდა-«ელემენტარულ ნაწილაკებს».

ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო.სიჩუმემ,მზემ და უილბეკმა თავისი ქნეს და ჩასთვლიმა.მერე ის იყო, აგერ უკვე მესამედ დაეცა ძილსა შინა.

გამოეღვიძა.პირი გამშრალი ჰქონდა,პულსი-აჩქარებული და საშინელ სიმხურვალეს გრძნობდა შაბიამნისფერი ბიკინის ქვედა ნაწილში.ინანა,მარტო რომ წამოვიდა და თავისი ბიჭი არ წამოიყოლა,დაეხმარებოდა ფრიად.დარეკვასაც აზრი არ ჰქონდა,სანამ ის აქ მოაღწევდა,კიდეც გაუვლიდა ყველაფერი.ჰოდა,რადგან ჩვენი ალისა დამოუკიდებელი და ერთობ ემანსიპირებული გოგონა იყო,ნელა ჩააცურა მარჯვენა ხელი და მოწიწებით გადაუსვა თითი თავზე პატარა კუდრაჭას.მერე გულდასმით უარა გარშემო,ხან აქეთ გადააწვინა,ხან იქით.სისველე რომ იგრძნო,უფრო ენერგიულად დაიწყო ხელის მოძრაობა.მეორე ხელი ზევით აიტანა.დიდი ძებნა არ დასჭირვებია,პატარა ლიფიდან ისედაც ამოეყო თავი პატარა მოყავისფრო მძივს.ჰოდა, ეს ჩვენი ალისა ისეთი გოგო იყო,ყველა საქმის ბოლომდე მოყვანა რომ უყვართ.ცოტა ხანში ისე აგმინდა და ისეთი ხმით ამოიკივლა,ყველა ფრთოსანმა დაფეთებულმა დატოვა ტერიტორია.

ცოტა ხანს იწვა კიდევ.ცას შესქეროდა და იღიმებოდა.ასეთი იყო ეს ჩვენი გოგო,სიცოცხლე უხაროდა.მერე ადგა.ჩაიცვა და ბილიკს გაუყვა.მართალია სახლიდან ესმოდა,როგორ ეძახდნენ,მაგრამ არ შეიმჩნია და ტყეში შევიდა. 

მისეირნობდა და ტკბებოდა ჩიტების ჭიკჭიკით.უცებ ფეხქვეშ მიწა გამოეცალა.დიდხანს მიქროდა ქვევით.ასე ეგონა აღარასდროს გაჩერდებოდა.კიდეც ჩაეძინა ამასობაში,ოღონდ ამჯერად ძილში აღარ დაცემულა.

რომ გაეღვიძა, მშვენიერ მინდორში იწვა.შორს უზარმაზარი მწვერვალები და მოლურჯო-ქლიავისფერი მთები მოჩანდა(დავიჯერო,გალაკტიონი იცოდა ამ ჩვენმა გოგონიამ?).

გზას გაუყვა.ცოტა ხანში სოფელი გამოჩნდა,მაღალი კოშკებით და უცნაურქუდიანი კაცებით,რომლებიც ასეთივე უცნაურ ენაზე მეტყველებდნენ და კიდევ უფრო უცნაურად ათვალიერებდნენ.

დაინტერესდა,სად ვარო.

–ხალხო,ეს ალბათ ის მასწავლებელია,რომ ამბობდა ჩვენი მეფე,ჩამოგიყვანთო.(ნუ ეს ალისამ,რა თქმა უნდა,ვერ გაიგო)

მერე ერთმა კუნთებდაბერილმა და ოფლისსუნიანმა კაცმა ანიშნა,წამოდი,მე მიგიყვან სადაც საჭიროაო.წაყვა.სხვებმა რაღაც მოაძახეს და ახარხარდნენ.იარეს,იარეს,მდინარეს მიადგნენ.ხიდი ბეწვის იყო და შეეშინდა.კაცმა ხელში აიყვანა და ციმციმ გადაიყვანა მეორე ნაპირზე.მერე დასვა,გაიკრიჭა,გვერდით მოუჯდა,წამში შემოხსნა შილიფი სამოსი,გადააწვინა და…ისევ ამღერდნენ გურიის მთები(არა,ამ გოგომ აშკარად იცის გალაკტიონი).

საღამოს ერთ სახლთან მივიდნენ.კაცმა რაღაც დაიყვირა.ეზოში ბავშვები და ქალი გამოვიდნენ.შემოეხვივნენ და ისეთი ჟრიამულით შეუძღვნენ სახლში,დაეჭვდა კიდეც,ხომ არ ვიცნობო,თუმცა მის ქვეყანაში ნაცნობებსაც არ იღებენ ასე.სუფრა გაიშალა.სტუმრები მოვიდნენ.ჭამეს,სვეს,ჭიქით ხელში რაღაცას ეუბნებოდნენ.თავიდან უხერხულად იყო,არაფერი რომ არ ესმოდა,მაგრამ გემრიელმა საჭმელმა და ღვინომ თავისი ქნა.იცინოდა,ცეკვავდა.თავს უქნევდა ყველას ყველაფერზე.ბოლოს დაიშალნენ.მეორე სართულზე ოთახი დაუთმეს.ცოტა უცნაური სუნი კი იყო,მაგრამ ისე ეძინებოდა,რას დაეძებდა.დაწვა და მკვდარივით დაეძინა,აღარც თავისი ბიჭი გახსენებია, აღარც ძილში დაცემულა და აღარც თვითმომსახურება დასჭირვებია.ან ,კაცმა რომ თქვას, სად ეცალა ამისთვის.ჯერ მასპინძელმა ამოაკითხა და ისეთი მზრუნველობით მოექცა,თავი სიზმარში ეგონა.მერე ჩაეძინა.ცოტა ხანში ფეხის ხმა მოესმა.ოთახში უფროსი ვაჟი იდგა,დაბნეული და აწითლებული.ალისას გაეღიმა,მიხვდა,ბიჭი პირველად იყო ასეთ სიტუაციაში.ხელი ჩაკიდა,გვერდით მოიწვინა და მთელი ღამე ამეცადინა.გამთენიისას ბიჭი უკვე ინგლისურ ფრაზებს ამბობდა. 

დილით სუფრასთან უხმეს.გემრიელი ყველიანი ღვეზელი მიართვეს,ხაჩაპური ჰქვიაო(ჭ-ს ვერ ამბობს ვერაფრით.ისე ღამით რითაც უმასპინძლდებოდნენ,იმ ასოსაც კი ვერ ამბობს,მაგრამ ამას არაფერში შეუშლია ხელი).რეცეპტიც ჩაიწერა.მერე მოაკითხეს და სკოლაში წაიყვანეს.ზარ-ზეიმით დახვდნენ.დირექტორმა დამტვრეული ინგლისურით მისასალმებელი ტექსტითაც მიმართა და აუხსნა,როგორი კეთილშობილური მისიია აკისრია მას,მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, და რომ ეს ქვეყანა არ დაუვიწყებს ამ დიდ ამაგს და ყოველთვის ემახსოვრებათ.მერე ზარი დარეკეს და კლასში შევიდა.ბავშვები ინტერესით ათვალიერებდნენ და ცდილობდნენ გაემეორებინათ ყველაფერი,რასაც ეს უცნაური მასწავლებელი ამბობდა.

დღემ მშვენივრად ჩაიარა.მასპინძლები ჩვეული გულუხვობით დახვდნენ.

მერე დილამდე ისევ ამეცადინებდა გულმოდგინედ ასაკისა და სიმაღლის მიხედვით მთელ ოჯახს.

გადიოდა დღეები.მალე სოფელი აჯანყდა:ჩვენც გვინდა ასე კარგად ვისწავლოთ უცხო ენა და ამიტომ რიგი დავაწესოთ და ხან ერთ ოჯახში იყოს ეს ჩვენი მასწავლებელი და ხან მეორეშიო.ასეც მოიქცნენ.მოცლა აღარ ჰქონდა ამ ჩვენს ალისას,დღისით პატარებს ამეცადინებდა სკოლაში,ღამით-უფროსებს.ასე და ამგვარად თავისი გულმოდგინე შრომით მთელი სოფელი აალაპარაკა თავის ენაზე.

მალე მისმა სახელმა ქალაქში ჩააღწია და მისით თვით მეფე დაინტერესდა.ჩააკითხა ამალამ და დიდი ამბით წამოიყვანეს.ცრემლებს ძლივს მალავდნენ სოფლის მამრები…

ქალაქის შესასვლელთან ხალხმრავლობა იყო.შემაღლებულ ადგილას სცენა გაეკეთებინათ და კონცერტი გაემართათ მის პატივსაცემად.მეფეც იქ იყო,უშუალო,მხიარული.ისეთი დახვეწილი ინგლისურით საუბრობდა,ალისას კიდეც გაუკვირდა.აღარ იცოდა,რით ეცა პატივი სტუმრისთვის.აქო და ადიდა,ორდენიც გადასცა.მერე დიდ რესტორანში წაიყვანეს.იქ არაჩვეულებრივი სუფრა დაახვედრეს და ცნობილი მომღერლებიც უმღეროდნენ.მერე ქალაქი დაათვალიერებინეს.მოეწონა ძალიან,მოხიბლული დარჩა.მერე მეფის სასახლეც მოინახულა.იქ ოთახიც დაუთმეს და ის ღამე თვით მეფესთან ბაასში გაატარა.ოღონდ ერთი პატარა უსიამოვნო ფაქტი მოხდა.აღმოაჩინა,რომ კონტრაცეპტივები გასთავებოდა…
… … ალისას ღრმა ძილით ეძინა.ბავშვის ტირილმა გააღვიძა.პატარა შავტუხა მთელი ხმით ჯღაოდა და იჭაჭებოდა.ამოიყვანა,მიეფერა და გამოუცვალა.
დრო გადიოდა.პატარა იზრდებოდა.ერთხელაც პირველი სიტყვა თქვა და ალისას პირს კატა ეცა-მიხვდა,ბავშვი სხვა ენაზე ლაპარაკობდა(ნუ რომელზეც,ხვდებით,იმედია). მას შემდეგ დრო გავიდა.ბევრი იწვალა ალისამ,მაგრამ ვერა და ვერ ასწავლა შვილს ინგლისური.რა უცნაურია არა?
  ასე დამთავრდა ალისას მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში.

Запись опубликована в рубрике პროზა с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s