ფოტო

ფოტო შეჩერებული წამია, ფოტოალბომი-ბევრი შეჩერებული წამი.

ამიტომ ხომ არ იღებენ ადამიანები სურათებს,რომ დროს აჯობონ, თუნდაც წამიერად? თუმცა რა ჯობნაა, გაიჩხაკუნებს თუ არა, ის ისევ ისე გარბის და როცა იმ გაჩხაკუნების შედეგს გადახედავ, კიდევ უფრო მტკივნეულად იგრძნობ ამას.
ზოგი თვლის, რომ გარკვეული მომენტი და მდგომარეობაა გამორჩეული და აუცილებლად უნდა დააფიქსიროს, ზოგსაც საკუთარი იერსახე მოსწონს და ისტორიას უნდა შემოუნახოს(ეს ბოლო ალბათ მეც მჭირს, რადგან ერთადერთი შემთხვევა, როცა არ ვაპროტესტებ გადაღებას, მაშინაა, როცა ზაფხულია და «ზაგარი» მაქვს). უწყვიათ მერე ეს ალბომები. საშინლად მაღიზიანებს, ვინმესთან რომ მივდივარ და ალბომს მტენის დასათვალიერებლად. თავი მტკივდება, თვალები მიჭრელდება და აღარ ვიცი, რა ვქნა. თან ვერც გადადებ, უნდა გმირულად ფურცლო, ვითომ ძალიან გაინტერესებს, ისეთი სახით.

მე საკუთარ სურათებს არ ვათვალიერებ.და თუ მოხდება ასეთი რამ, ისეთ ცუდ ხასიათზე ვდგები, ლამის დავიბრდღვნა ყველაფერი. ჯერ ერთი, ჩემი ცხოვრების არც ერთი პერიოდი არ მენატრება და არც ნოსტალგია მაქვს მისი. დიდად არც ფოტოგენურობით გამოვირჩევი და შესაბამისად იშვიათად გამოვდივარ ფოტოზე ისე, რომ შემეხედებოდეს. მერე როგორც კი გადამიღებენ, მაშინვე წარმომიდგება, როგორ მოვკვდი და როგორ არჩევენ სურათებს გამოსაფენად. და წინასწარ ვნერვიულობ, რადგან არ ვიცი, იმას აარჩევენ, რომელშიც თავი მომწონს(და ეს იშვიათია) თუ არა. და რადგან ამას ვერ შევცვლი და ადრე თუ გვიან მაინც ასე მოხდება, დაუფიქრებლად ვანადგურებ ყველა იმ სურათს, რომელიც არ მეჩვენება კარგად.

არც სხვების(ჩემიანებს ვგულისხმობ)ფოტოების ცქერა მიყვარს დიდად. ისინი ძირითადად ორ კატეგორიად იყოფა: ცოცხლები და მკვდრები.

პირველიდან ყველაზე ასატანი შვილების სახეების ნახვაა, თან სხვადასხვა ასაკში, მაგრამ ამ დროსაც საშინელი გრძნობა მეუფლება. მათი ცქერისას მახსენდება, იმ მომენტში რამდენი პრობლემა მქონდა და მერეც, იქიდან აქამდე რამდენი წვალება და ტკივილი ვათრიე მაგდანას ლურჯასავით და ნერვები მეშლება.

ასევე ასატანი საკუთარი ბავშვობის ფოტოებია, მაგრამ საბოლოოდ ესეც ცუდ გუნებაზე მაყენებს, რადგან ძალიან მეცოდება ის პატარა გოგო, იქიდან რომ მიყურებს, იმ ცხოვრებისთვის, რაც წინ ელოდება.

მკვდრებს რაც შეეხებათ, კიდევ უფრო «მგრუზავს». მახსენდება, როგორ ვიწვალე უიმათოდ და მერე მათზე ვბრაზდები, რომ გაბედეს და მოკვდნენ.

ისე მაინც არის ერთი სურათი, რომელიც მიყვარს. ჩემი ოთახის კედელზე კიდია აგერ უკვე რამდენი წელია.ზედ ერთი ყურებამდე გაკრეჭილი გოგოა სასაცილო შარვლით, თხილამურებით და თოვლში მუხლებზე დაფერთხებული. ეტყობა, დაშვებისას დაეცა.ეს დედაჩემია. ის ჩემზე პატარაა და ძალიან მხიარული. თვალები უციმციმებს და ისე იცინის, თითქოს ხმაც კი მესმის. ყოველი გავლისას ჩავხედავ თვალებში და ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ, თუმცა როცა ამ სურათს იღებდა, მაშინ არც ვარსებობდი. ვგრძნობ და სითბო ჩამდის გულში და ეს სითბო სიკვდილზე ფიქრს მიადვილებს. სადაც ასეთი თბილი და საყვარელი ადამიანი გეგულება, იქ წასვლის რატომ უნდა გეშინოდეს? რაღა მნიშვნელობა აქვს, არის სამოთხე თუ არა?!.

Запись опубликована в рубрике ცოტა რამ ჩემზე с метками , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

5 комментариев на «ფოტო»

  1. anna:

    ფოტოს მიმართ მეც ზუსტად მსგავსი დამოკიდებულება მაქვს … ძალიან იშვიათია ფოტო რომელზეც საკუთარი თავი მომწონს და ყოველთვის ვარიდებ თავს ფირზე საკუთარი თავის აღბეჭდვას…))))

  2. ხო, მეც მასე ვარ, მესმის შენი 🙂

  3. გული მომეწურა საშინლად 😦

  4. ეგ აკეთილშობილებს, მოლი…ვიცოდი მე შენი გულის ამბავი და ალბათ ამიტომაც გაჩვენე ეს 🙂

  5. rez:

    «მათზე ვბრაზდები, რომ გაბედეს და მოკვდნენ……»
    ეს მომენტი სევდანარევი იუმორისა და რაღაცნაირი ბავშვური ნათქვამის ნარევია..

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s